იდანის მოჩვენება

By KeiyaHanke

34.5K 3.9K 221

ერეკლე ჩვეულებრივი ბიჭი იყო, რომელიც არქიტექტურის ფაკუტლეტზე სწავლობდა და მამაკაცები მოსწონდა. ჯერ მარტო ამ ო... More

1
2
3
4
5
6
7
8
9
10
11
12
14
15
16
17
18
19
20
21 [დასასრული]

13

1.3K 182 17
By KeiyaHanke

2340


______


ანრი და ერეკლე დაჩის მანქანის უკანა სავარძელზე ისხდნენ. ერეკლეს მუხლებგადახვეული ფეხები ანრის ფეხზე გადაედო და თავი მის მხარზე ჰქონდა ჩამოდებული. ანრის მკლავი წელზე ეჭიდებოდა, თავისკენ იზიდავდა ბიჭს და მამაკაცი დროდადრო ცხვირის წვერით ეთამაშებოდა ოდნავ დანესტილ თმაზე. მანქანაში მთელ ხმაზე ჩართული ჰამაცუკი უკრავდა, რათა ერეკლეს არ ჩასძინებოდა. ისეთი გადაღლილი იყო, დანაშაულის შეგრძნება და ბოდიშის მოხდის დაუოკებელი სურვილი რომ არა, საწოლიდან არაფრის გამო არ ადგებოდა.

დაჩის ახალი მანქანა მსუბუქი და მოსახერხებელი იყო. ერეკლე საერთოდ ვერ გრძნობდა სიჩქარეს და ისეთი შეგრძნება ჰქონდა, თითქოს სპეციალურად არწევდნენ, რომ ჩასძინებოდა. გამუდმებით ოთოზე ფიქრობდა და ცრემლები აწვებოდა. ხანდახან ანრის კოცნას გრძნობდა თმაზე, ხანაც საფეთქელზე და ამ დროს ბიჭი გარესამყაროს ეთიშებოდა. ანრის ტუჩებს ზებუნებრივი ძალა ჰქონდა - ყველაფერს ავიწყებდა ბიჭს.

- გამომართვი, დალიე, - მოესმა უცებ დაჩის ყვირილი, მუსიკის ხმა რომ გადაეფარა. დაჩიმ ხელი უკან გადასწია და ბიჭს ცივი ენერგეტიკული სასმელი გაუწოდა.

- მადლობა, - ერეკლემ სწრაფად გამოართვა. დაჩიმ წამიერად გახედა ბიჭს და გაუღიმა, - ცივი რატომაა? არ მითხრა, რომ მანქანაში მაცივარი გაქვს, - წარბები ასწია წითურმა.

- კი, აი, იქ, - წინა სავარძელთან მოთავსებული პატარა საბარგულისკენ გაიშვირა ხელი დაჩიმ. ერეკლე ცნობისმოყვარედ წამოიწია და მისი ხელს გააყოლა თვალი.

- მაგარია! - აღმოხდა გაოცებულ ბიჭს.

- ხო, - სიცილით დაეთანხმა დაჩიც.

ერეკლე ვერ მიხვდა, სასმელმა გამოაფხიზლა თუ პლასებო ეფექტმა იმოქმედა, მაგრამ დალევის შემდეგ ცოტათი მაინც მოვიდა ენერგიაზე. ისე ძალიან აღარ ეძინებოდა და ხასიათიც შედარებით გამოუკეთდა. კვლავ ანრის აეწება და იმით გათამამებულმა, რომ დაჩიმ მათზე ყველაფერი იცოდა, თამამად აკოცა მამაკაცს ყელში. ანრის სიამოვნებისგან ჩაეღიმა.

საავადმყოფოში დიდხანს არ მოუწიათ ლოდინი. ოთო პალატაში იყო და მნახველების მიღების საათებიც არ იყო დასრულებული. ლიფტში ერეკლე საგრძნობლად დაიძაბა. გზაში კარგად გამოსდიოდა მღელვარების დაფარვა ანრისთან და დაჩისთან საუბარში, მაგრამ ახლა, როცა ოთოსთან შეხვედრის დრო ახლოვდებოდა, თავს ვეღარაფერს უხერხებდა. დაჩი მანქანაში დარჩა, ამიტომ მხოლოდ ანრი მიჰყვებოდა და ასე ერჩივნა კიდეც. ლიფტში ძლიერად იყო მამაკაცის მკლავს ჩაბღაუჭებული და სასოწარკვეთილი მზერით აჰყურებდა სევდიან ანრის, რომელიც მის გამო ძალიან ღელავდა.

- ყველაფერი კარგად იქნება, - კიდევ ერთხელ გაუმეორა ანრიმ.

- იქნებ არ უნდა ჩემი ნახვა?

- რატომ არ უნდა უნდოდეს?

ერეკლემ პასუხი ვერ გასცა. ანრი არწმუნებდა, რომ ოთო მასზე გაბრაზებული არ იქნებოდა და დაჩიც მას უჭერდა მხარს. მაგრამ რატომღაც უცნაური შეგრძნება ჰქონდა. შეიძლება დანაშაულის გამო ღრღნიდა რაღაც შიგნიდან და ამას ცუდ წინათგრძნობას აბრალებდა. ყოველ შემთხვევაში, იმის გამო, რომ ისიც კარგად იყო და ოთოც, დამშვიდებული და ბედნიერი არ იყო.

ლიფტიდან გამოსვლისას ერეკლემ თითქმის მაშინვე დაინახა ოთოს მამა. ავთო დერეფანში იყო გამოსული და ტელეფონზე ლაპარაკობდა. ნაცნობი სახეების დანახვაზე კაცმა ფართოდ გაიღიმა და ხელი დაუქნია, რომ მისულიყვნენ. სანამ აღელვებულმა ერეკლემ გამბედაობის მოსაკრეფად რამდენჯერმე ჩაისუნთქა ჰაერი და ანრიმაც კიდევ ერთხელ სთხოვა, რომ არ ენერვიულა, ავთომ ტელეფონზე საუბარი დაასრულა კიდეც.

- ოთოს სანახავად მოხვედით? - ჰკითხა გახარებულმა კაცმა მათ.

გაშეშებულმა ერეკლემ ხმის ამოღება ვერ შეძლო.

- კი, - უპასუხა ანრიმ, - როგორ არის?

- ახლა კარგად. ფეხი აქვს მოტეხილი და ისეთი დაჟეჟილია, ნაბურთავებს ჰგავს, - გაიცინა კაცმა, - მაგრამ კარგადაა, - ბოლოს შვებით ამოისუნთქა.

- ნახვა შეიძლება? - აკანკალებული ხმით ჰკითხა ერეკლემ.

- კი, როგორ არა. დედამისია ახლა შიგნით. შეგიძლიათ, შეხვიდეთ.

ერეკლემ ანრის ახედა, რომელმაც სწრაფად დაუქნია თავი. ძალიან ნერვიულობდა. ისეთი შეგრძნება ჰქონდა, თითქოს სასიკვდილო განაჩენის აღსასრულებლად შეჰყავდათ. იქიდან გაქცევა და ყველაფერის დავიწყება მოუნდა. სიამოვნებით შეიყუჟებოდა სადმე, ბნელ ადგილში და იქიდან მანამ არ გამოვიდოდა, სანამ ყველა იქამდე არ დაბერდებოდა, რომ ვეღარაფრის გახსენებას შეძლებდნენ.

- შენ არ წამოხვალ? - ჰკითხა სასწორაკვეთილმა ერეკლემ ანრის, როდესაც მამაკაცმა ზურგიდან მსუბუქად უბიძგა.

- მერე შემოვალ. ჯერ შენ შედი.

- კარგი, - სატირლად გამზადებული ხმით წარმოთქვა ბიჭმა და კბილები ძლიერად დააჭირა ერთმანეთს. ალბათ ასე უკეთესიც იყო, ანრისთან ერთად ოთო დაიძაბებოდა.

ჯერ ჩუმად შეიჭყიტა ოთახში, სანამ კარს შეაღებდა. პალატაში 6 საწოლი იდგა და აქედან 4 დაკავებული იყო. ოთოს საწოლი სულ ბოლოში, ფანჯარასთან იყო. საწოლში იწვა, საბნის ზემოდან თაბაშირში ჩასმული ფეხი ედო და მისი სახის გამომეტყველებიდან გამომდინარე, ერეკლე მიხვდა, რომ დედამისს ეწუწუნებოდა, სავარაუდოდ, საჭმლის ჭამაზე. მის გვერდით კარადაზე მხოლოდ რძის პროდუქტები ეწყო და რამდენიმე ბანანი. ოთომ ხელი გასწია ბანანისკენ და ქალისგან მწარე ჩარტყმაც მიიღო. ქალი ჯიუტად სთხოვდა, რაღაც უცნაური ფაფა ეჭამა.

ერეკლეს გაეცინა ამის დანახვაზე. იგრძნო, რომ საშიში არაფერი იყო. პალატაში შევიდა და უხერხული ღიმილით გაემართა მათკენ. ორივემ ძალიან მალე შეამჩნიეს.

- ერეკლე, როგორ მიხარია, რომ კარგად ხარ, - ქალმა სწრაფად დადგა ფაფით სავსე ჭიქა კარადაზე და ფეხზე წამოხტა. ბედნიერი ღიმილით გაემართა ბიჭისკენ და გულში ჩაიკრა.

- ხო, გადავრჩი, - ერეკლეს სახე აელანძა და სუნთქვა შეეკრა, რადგან ოთოს დაჟინებული მზერა იგრძნო.

- ერთ პაციენტთან ორი მნახველი არ შეიძლება, ამიტომ მე გარეთ გავალ, - ღიმილით უთხრა ერეკლეს ქალმა და შემდეგ ოთოს მიბურუნდა: - იცოდე, რომ მოვალ, ეგ ჭიქა ცარიელი უნდა დამხვდეს! - მკაცრად გააფრთხილა მან და პალატიდან გავიდა.

- როგორ ხარ? - ერეკლე უხერხულად აიწურა საწოლის ბოლოში და ტუჩგახეთქილ ოთოს შეხედა.

- კარგად ვიქნებოდი, ამ საზიზღრობის ჭამას რომ არ მაძალებდეს, - ამოიღრინა ბიჭმა, - მიდი, ფარდა გააფარე.

ერეკლემ ჭერზე დამაგრებული ფარდა გააცურა და საწოლი მთლიანად იზოლაციაში მოაქცია. ოთო მაშინვე კმაყოფილი ღიმილით გადასწვდა ბანანს და მთლიანი კუნწულა კალთაში ჩაიდო.

- გინდა? - ჰკითხა ერეკლეს. ენის წვერი გამოყოფილი ჰქონდა და სწრაფად ცდილობდა გაფცქვანს. უნდოდა, მალევე შეეჭამა, დედამისს რომ არ მიესწრო.

- არა.

- დაჯექი, მანდ რატომ დგახარ? - ოთომ თავის გვერდით, საწოლზე დაატყაპუნა ხელი და ერეკლე ყოყმანით ჩამოჯდა მის ჯანმრთელ ფეხთან.

- რას გაჭმევს? - ჰკითხა მან მხოლოდ იმიტომ, რომ რამეზე ესაუბრათ. იცოდა, აქ ამისთვის არ იყო მოსული, მაგრამ სირცხვილის გრძნობა საშუალებას არ აძლევდა, ნორმალურად მოეხადა მისთვის ბოდიში.

- მაწონს, - ზიზღით დაიჭყანა ოთო. ერეკლემ ჭიქაში ჩაიხედა. მაწონში არეული, დაფხვნილი ორცხობილის დანახვაზე თვითონაც ცხვირი აბზუა.

- ოპერაცია გაგიკეთეს? - ჰკითხა უცებ დაპანიკებულმა ბიჭმა.

- არა, - გაოცებულმა ოთომ თავი გააქნია.

- ამას ხომ ახალნაოპერაციებლებს აჭმევენ.

- ვიცი, მაგრამ დედაჩემს რას შეაგნებინებ. ექიმმაც კი ვერ გადაარწმუნა.

ერეკლეს გაეცინა.

- თუ გინდა, მე შევჭამ, - შესთავაზა უცებ მან.

- არა, ჯობია ნიჟარაში ჩაცალო, სანამ მოვა. იცოდე, თუ მერე გკითხა, უთხარი, რომ ეს ბანანები შენ შეჭამე, - გააფრთხილა ოთომ და იმისთვის, რომ უფრო სერიოზული გამოჩენილიყო, თვალებიც კი დააჭყიტა.

- კარგი.

- აქ რატომ მოხვედი? - გაიგონა უეცრად ერეკლემ ოთოს ხმა და შემცბარმა სუნთქვაც კი შეწყვიტა, - ხვალ მაინც უნდა გამომწერონ. ტყუილად იწვალე.

- არ მიწვალია, - ბიჭმა თვალები დახუჭა. გაუხარდა, ოთო მასზე ძალიან გაბრაზებული რომ არ ჩანდა, - ბოდიშის მოსახდელად მოვედი.

- რა?! - წამოიყვირა ოთომ და ლამის ყბა ჩამოუვარდა. სწრაფად გადაყლაპა ბანანის დაუღეჭავი ნაჭერი და გაოცებით მიაჩერდა თვალებდახრილ წითურს.

- კარგად უნდა დამეჭირე... ხელი რომ არ გამშვებოდა, არაფერი დაგემართებოდა. მაპატიე, გთხოვ. ჩემ გამო ლამის მოკვდი.

- შენ თავი რამეს ხომ არ მიარტყი?! - ყვირილით ჰკითხა ოთომ მას, - მაშინ რომ არ დაგეჭირე, წყალი იმ მომენტში ჩამითრევდა, როცა ტომრები ბოლომდე გადმოანგრია და რომელიმე ტომრის ქვეშ მოვყვებოდი. მაშინ კი ნამდვილად მოვკდვებოდი და ასე მარტივად ვერ გამოვძვრებოდი. თანაც, ხელი მე გამეშვა, ძალიან მისრიალებდა და ვერ მოგეჭიდე. ღმერთო, რა დონის სულელი ხარ, თუ იცი? - თავი გააქნია ოთომ და თვალებგაფართოებულ ერეკლეს გაბრაზებით შეხედა, - შენი ბრალი არ ყოფილა. პირიქით, შენ გადამარჩინე.

ერეკლეს ცრემლები მოაწვა. ეს იმაზე მეტი იყო, რისი მოსმენაც სჭირდებოდა და რაც ნამდვილად უკეთ გახდიდა. ოთო მას არაფერში ადანაშაულებდა, არაფრის გამო არ იყო ნაწყენი, პირიქით, არწმუნებდა, რომ მისი დამსახურებით გადარჩა. ვერც კი წარმოიდგენდა, რომ ყველაფერი ასე შეტრიალდებოდა. თითქოს მკერდზე დაწოლილი სიმძიმე გაუქრა და ძლივს თავისუფლად სუნთქვა შეძლო.

- შენ მიიღე ერთი ბანანი, - გაეხუმრა ოთო და ყველაზე პატარა ბანანი გადაუგდო.

- მადლობა, - ერეკლემ სიცილით გამოართვა და ლოყებზე ჩამოგორებული ჯიუტი ცრემლები მოიწმინდა ხელით.


* * *

ანრი ინსტინქტურად წამოდგა ფეხზე, როდესაც პალატიდან თვალებგაბრწყინებული ერეკლე გამოვიდა. მაშინვე მიხვდა, რომ ოთოსთან ყველაფერმა კარგად ჩაიარა და თვითონაც ვერ შეიკავა ბედნიერების ღიმილი. ერეკლე თითქმის ნახევარი საათი იყო შიგნით შესული, მერე კი ინამუსა და გამოვიდა, ნახვის საათებში ოთოს მშობლებს მეტი დრო რომ გაეტარებინათ ბიჭთან.

- ცივი საზამთრო უნდა, - სიცილით უთხრა ავთოს.

- კარგი მაშინ, ჩუმად შევუტან, სანამ ჩემი ცოლი დაბრუნებულა, - გაეცინა ავთოსაც.

- ჩვენ წავალთ, ავთო ძია.

- კარგი. მიხარია, რომ ინახულე. მადლობა, ერეკლე. ოთომ გვითხრა, რაც მოხდა. შენ რომ არა, არ ვიცი, რა მოხდებოდა.

- მე... არ... - ერეკლეს ენა დაება მღელვარებისგან. იგრძნო, როგორ მოაწვა სისხლი სახეზე. ახლა ამის გამო მადლობები უნდა ესმინა? ეს არ უნდოდა. ერთი უკიდურესობიდან მეორეში აღმოჩენა არც ისე სასიამოვნო იყო.

- წავიდეთ, დაჩი გველოდება, - სწრაფად გამოაძვრინა მდგომარეობიდან ანრიმ. ერეკლემ სასოწარკვეთით დაუქნია თავი.


* * *

მანქანაში ჩამჯდარი ერეკლე მაშინვე ანრის მიკერა და თვალები დახუჭა, როგორც კი დაჩიმ მანქანა დაქოქა. ანრი უყურებდა მის მხარზე თავჩამოდებულ ბიჭს. მისი სახე ახლა დამშვიდებული იყო, ეტყობოდა, რომ თავს უკეთ გრძნობდა, რადგან გულიდან უზარმაზარი ლოდი მოიშორა. მთელი დღის დაძაბულობა, რომელსაც ანრი დაფიქრების გარეშე უმკლავდებოდა, ახლა მასაც ეპარებოდა და რაც უფრო უახლოვდებოდნენ იდანს, უფრო მეტად გრძნობდა დაღლილობას. თუმცა, მოდუნებას ჯერ არ პირებდა. სანამ ბიჭს კატოს არ ჩააბარებდა, იქამდე თავში იმ აზრის გავლებასაც კი ვერ ბედავდა, რომ ყველაფერი უკვე ჩავლილი იყო.

- სახლში გავლა არ გინდოდა? - ჩურჩულით ჰკითხა ანრიმ ბიჭს.

ერეკლემ თვალები გაახილა და ამოიოხრა. ანრი მიხვდა, რომ უსიამოვნო შეკითხვა დაუსვა.

- არა, - ნაწყენი ხმით გასცა პასუხი ბიჭმა.

- ალბათ ნერვიულობენ შენზე...

- არც კი დაურეკავთ, - გააწყვეტინა ერეკლემ.

ანრის გაოცებისგან თვალები გაუფართოვდა.

- იქნებ, არ იციან...

- დღეს აბანოდან რომ გამოვდიოდი, კატო ტელეფონზე ელაპრაკებოდა მამაჩემს. ეუბნებოდა, დარეკე და მოიკითხე შენი შვილი, დღეს ლამის დაიხრჩო, მე არ უნდა გასწავლიდე ამასო. არ ვიცი, მან რა უპასუხა, მაგრამ კატო ძალიან გაბრაზდა, დაეუმუქრა, თუ ერეკლეს არ დაურეკავ, მთელი ცხოვრება აღარ დაგელაპარაკებიო. არც მამას დაურეკავს და არც დედას. ჯერ კიდევ ველოდები... - ერეკლემ თავი ჩახარა და თვალები დახუჭა. გრძნობდა, როგორ უყურებდა შეშფოთებული ანრი.

მოულოდნელად იგრძნო, მამაკაცმა ორივე ხელი როგორ შემოხვია წელზე და გულში ჩაიკრა. ტკიპასავით მიეწება და გაირინდა. ანრისთან სიმყუდროვე იყო და ყოველთვის, როცა ასე ეხუტებოდა, არსაიდან ჩნდებოდა დაცულობის შეგრძნება.

- მამაშენი შენით უნდა ამაყობდეს, რადგან საოცრად კარგი შვილი ჰყავს, - ყურთან გაიგონა ანრის ჩურჩული და შემდეგ სველი ტუჩების შეხებაც იგრძნო ყურის ნიჟარაზე. სხეულში ჟრიანტელმა დაუარა და აკანკალდა, - სულელია, ასე რომ გექცევა. ძალიან ბევრს კარგავს.

- დღეს ყველა ზედმეტად კარგად მექცევით, - ჩაიბუტბუტა ბიჭმა და თავი მხარზე დაადო.

- იმიტომ, რომ დაიმსახურე, - ღიმილით უპასუხა ანრიმ.

ერეკლეს გზაში ჩაეძინა. ანრის ისედაც უკვირდა, აქამდე როგორ გაძლო ბიჭმა, საიდან ჰქონდა იმდენი ენერგია, რომ ასეთი საშინელი დღის შემდეგ არ გადამწვარიყო. სამაგიეროდ, ტკბილად დაიძინებდა მთელი ღამე და ხვალ დილით იმ აზრისგან უდიდეს ბედნიერებას იგრძნობდა, რომ კარგად იყო და ყველა გადარჩა.

როდესაც სოფელში შევიდნენ, ანრის სცადა მისი გაღვიძება, მაგრამ ბიჭმა მხოლოდ ამოიბზუილა და ძილი განაგრძო. შეეცოდა, კიდევ ერთხელ რომ გაეღვიძებინა, ამიტომ კატოს სახლის წინ გაჩერებული მანქანიდან გაჭირვებით გადმოიყვანა ხელში ატატებული ბიჭი და ეზოში შევიდა.

- რა მოხდა, ცუდადაა? - შეშინებული კატო სახლიდან გამოვარდა.

- არა, სძინავს, - ჩუმად გაეცინა ანრის, - ოთახში ავიყვან.

- კი, კი, - მოხუცი სწრაფად დაფაცურდა და მეორე სართულის კიბეს დაადგა, სადაც ერეკლეს ოთახი იყო.

მძინარე ბიჭის მოშვებული სხეული საკმაოდ მძიმე იყო და ანრი ნელა მიჰყვებოდა უკან კიბეზე ამავალ კატოს. ერეკლეს თავი მის მხარზე ჩამოედო, მოდუნებული მკლავი ჰაერში უკონწიალებდა და ანრის ეღიმებოდა, როცა ეს ხელი დროდადრო საჯდომზე ეხებოდა. შემდეგ ბიჭი შეირხა და ოდნავ გაახილა თვალები. გაოცებულმა მიმოხედა გარშემო, ვერ მიხვდა, სად იყო და რატომ ანჯღრევდნენ ასე საშინლად.

- ჩამომსვი, თვითონ წამოვალ, - ძილისაგან დაბოხებული ხმით დაიჩურჩულა ერეკლემ და ორივე ხელით კისრზე შემოეხვია მამაკაცს. მოულოდნელად ძალიან შეეშინდა, რომ ანრის ხელიდან გაუვარდებოდა.

- ჩუ! - ჩუმად უპასუხა ანრიმ და ჩაიღიმა.

როდესაც ანრი ოთახში შევიდა, კატოს უკვე გადაეშალა ბიჭის საწოლი და ანრიმაც ფრთხილად ჩააწვინა საწოლში. ერეკლე ვერ მიხვდა, რატომ გააჩუმა წეღან მამაკაცმა, ამიტომ გაურკვევლობაში ჩავარდნილი იმძინარებდა თავს და ცდილობდა, თვალები არ გაეხილა. დაღლილი იყო და ბალიშზე თავის დადება ძალიან ესიამოვნა. იმდენად, რომ ლამის დაწოლისთანავე გაითიშა.

- დარწმუნდი, რომ ფანჯრები ღია გექნება, - მოულოდნელად გაიგონა ანრის ჩურჩული და გაოცებისგან დააჭყიტა თვალები. გული აუჩქარდა. შემკრთალმა გახედა კატოს, რომელიც ვიშვიშით დადიოდა აქეთ-იქით და ერეკლეს არეული ოთახის შემჩნევლად მილაგებას ცდილობდა. შემდეგ ანრი მოხუცს დაემშვიდობა და ოთახიდან სწრაფად გაუჩინარდა. ერეკლემ გონს მოსვლაც კი ვერ მოასწორო, მამაკაცი უკვე აღარ იყო.

- დაიღალე, ბებო? - ჰკითხა კატომ გამოფხიზლებულ ბიჭს.

- ძალიან.

- დაიძინე მაშინ, - ქალმა სევდიანი ღიმილით შეხედა ბიჭს და შუქი ჩააქრო.

- ძილინებისა, ბე, - ყვირილით დაადევნა ოთახიდან გასულ ქალს ერეკლემ.

- ძილინებისა, - პასუხად მოხუცის ტირილი გაიგონა.





* * *

შუაღამეს უკვე საკმაოდ გადაცილებული იყო, როცა ანრი ჩუმად შეიპარა ერეკლესთან. გაუხარდა, როცა ფანჯრები ღია დახვდა, რადგან საერთოდ არ იყო დარწმუნებული, ერეკლეს თუ კიდევ ექნებოდა ენერგია ფანჯრების შესამოწმებლად. კატასავით ფრთხილი ნაბიჯებით შეიპარა ბიჭის ოთახში და მიაყურადა. ერეკლეს ღრმად ეძინა. მისი სუნთქვა მძიმე და შენელებული იყო. წამით შეეცოდა გასაღვიძებლად, მაგრამ მაინც გადადგა ნაბიჯი მისკენ, საწოლს მეორე მხრიდან მოუარა, ტანსაცმელი სწრაფად გაიძრო და თხელი ზეწრის ქვეშ შეძვრა. ერეკლე შეირხა, როდესაც გვერდით სხვა სხეული იგრძნო, რამდენიმე წამის შემდეგ კი თვალებიც გაახილა და სიბნელეში ანრის დანახვაზე ტუჩებზე ღიმილმა გადაურბინა.

- მართლა მოხვედი? - ჩურჩულით ჰკითხა ბიჭმა და ღიმილით მიიწია მისკენ. შიშველ მკერდზე მიეკრა მამაკაცს და სიამოვნებისგან ამოკრუტუნა.

- კი, - შუბლზე მსუბუქად აკოცა ანრიმ.

- მეგონა, დამესიზმრა, რომ მითხარი, ფანჯრები შეამოწმეო.

ანრის ჩუმად გაეცინა.

- დილითაც ხომ არ იქნები? - ჰკითხა ძილში წასულმა ერეკლემ.

- აქ ვიქნები.

- ძალიან მეძინება...

- დაიძინე, ძვირფასო, - ანრიმ ძლიერად მოხვია წელზე ხელები და ისე ჩაეხუტა, თითქოს იმაში უნდოდა დარწმუნება, რომ წითური მართლაც აქ იყო, - ძალიან მიყვარხარ.

ერეკლემ არაფერი უპასუხა.

მაშინვე მიხვდა, რომ ბიჭს უკვე ეძინა და ღიმილით აკოცა თმაზე. წარმოუდგენად საშინელი დღე იყო მისთვისაც. იმ მომენტიდან, როდესაც გაიგო, რომ დაგუებეული ჩამოინგრა და ერეკლეც იქ იყო, საკუთარ თავს ნერვიულობა და ემოციების აყოლა აუკრძალა, სანამ ყველაფერი არ ჩაივლიდა. იმ წამიდან მისიებს ისახავდა გონებაში, რომლებიც ნელ-ნელა, სათითაოდ უნდა გადაელახა, საბოლოოდ რომ გაემარჯვებინა. ჯერ საღსალამათი ერეკლეს პოვნა იყო ასეთი მისია, შემდეგ ოთოს ძებნა, თბილისში წასვლა და უკან დაბრუნება... არცერთი ყოფილა მარტივი. მთელი ეს დრო გულგაყინული ელოდა იმ წამს, როდის მიუწევებოდა გვერდით ასე ბიჭს და როდის ჩაიკრავდა გულში. აქამდე ბოლომდე არ იყო დარწმუნებული, რომ ერეკლე ასეთი მნიშვნელოვანი იყო მისთვის. ძალიან შეეშინდა, რომ ბიჭს რამე დაემართებოდა. იმის გააზრებაც კი ცუდად ხდიდა, რომ შეიძლებოდა მას შეშინებოდა, რამე სტკენოდა ან დაშავებულიყო. შეეძლო დარწმუნებით ეთქვა, რომ თავად ისე არასდროს შეშინებია, როგორ დღეს. არადა, ეგონა, შიშის ყველაზე საშინელი დონე უკვე გადალახული ჰქონდა. მაშინ ის სადაზვერვო სამსახურში ერთი წლის მისულიც არ იყო. ღამით, სიგარეტის საყიდლად ჩასული გაიტაცეს, თავზე ტომარა ჩამოაცვეს, ხელები შეუკრეს და მანქანაში შეაგდეს. იმ მომენტში თავის ხელმძღვანელთან ერთად აფთიაქებში შესული, ვადაგასული წამლების საქმეზე მუშაობდა და ყველა იმ ინფორმაციას ფლობდა, რასაც თავისი ხელმძღვანელი. მთელი ღამის განმავლობაში აწამებდნენ და ცდილობდნენ ეთქმევინებინათ, ვისგან გაიგეს ინფორმაცია და ვინ იყო მათი ჯაშუში. ანრის არაფერი უთქვამს, მაგრამ ყოველ დარტყმაზე ფიქრობდა, რომ ვეღარ გაძულებდა. ოცნებობდა, რომ გათიშულიყო, მაგრამ მათი დარტყმებისა და ყელში წაჭერილი წვრილი ზონრების ძალა ისეთი არ იყო, მას რომ რამე დამართოდა. ძალიან შეეშინდა. დარწმუნებული იყო, რომ იქედან ცოცხალი აღარ გავიდოდა. შემდეგ კი, როდესაც მთელი ღამის წამების შემდეგ მიხვდენენ, რომ არაფერს იტყოდა, მოულოდნელად ტომარა მოაძრეს და მხედველობადაბინდულმა ანრიმ ოთახის კუთხეში თავისი ხელმძღვანელი დაინახა. მიხვდა, რომ ეს გამოცდა იყო, მაგრამ ამას შვება არ მოეტანია. იმ მომენტში ისეთი შიში ნახა, რომ ანრის ცხოვრებაში აღარ შეშინებია ისე ძალიან, შიშისგან გამოწვეული ტკივილი შიგნით, სხეულში რომ ეგრძნო. მაგრამ დღეს ყველაფერი შეიცვალა. მთელი დღის განმავლობაში უწევდა ამ შიშთან და ტკივილთან ერთად გაეტარებინა დრო და იმდენად მობილიზებული ყოფილიყო, რომ წამითაც არ ეფიქრა მის არსებობაზე. არადა, გამუდმებით გრძნობდა შიგნიდან, როგორ ჭამდა და ასუსტებდა საშინელი განცდები. მაგრამ მან შეძლო, გაუძლო. ახლა ერეკლე აქ ჰყავდა, თავის მკლავებში გამომწყვდეული და თავში მხოლოდ ერთი აზრი უტრიალებდა - არ დაუშვებოდა, რომ მას რამე მოსვლოდა. არასდროს. აღარ აპირებდა, მსგავსი შიში კიდევ ოდესმე გამოეცადა.

Continue Reading

You'll Also Like

9.2K 1.8K 18
პირველ თოვლს სამხრეთი ზეგნის სასტუმროში ზამთრის პირველი სტუმარი მოჰყვება. სასტუმროს მეპატრონე უცნაური კაცია. მას ქვო ჰქვია, ცეცხლისფერი თმა და ქარვის...
53.4K 5.4K 34
Just The Smushing Pumpkins
54.9K 5.3K 30
როდესაც ბიჭმა გაუცინა, მკვეთრად ჩამოზრდილმა ეშვებმა სანდროს სუნთქვა შეუკრა. წამიერად გაუელვა თავში, რომ ბექას კბილების კვალი ადამიანზე, მართლაც, ვამპ...
153K 12.2K 35
პაკ ჯიმინი ცდილობს გადაარჩინოს პატარა დიზაინერული კომპანია, მაგრამ საბოლოოდ ის უკაცრიელ კუნძულზე ხვდება უსიამოვნო ტიპთან ერთად, რომელსაც გუკი ჰქვია...