იდანის მოჩვენება

By KeiyaHanke

34.5K 3.9K 221

ერეკლე ჩვეულებრივი ბიჭი იყო, რომელიც არქიტექტურის ფაკუტლეტზე სწავლობდა და მამაკაცები მოსწონდა. ჯერ მარტო ამ ო... More

1
2
3
4
5
6
7
8
9
11
12
13
14
15
16
17
18
19
20
21 [დასასრული]

10

1.6K 178 0
By KeiyaHanke

2018


______

ერეკლეს ღამის 10 საათზე გაეღვიძა. რამდენიმე საათის გაუნძრევლად ძილისგან წელი სტკიოდა, ამიტომ გაჭირვებით გადაბრუნდა გვერდით და ამოიხვნეშა. თხელი ზეწარი იგრძნო მის ზემოდან. კარგად ახსოვდა, რომ ჩაძინებისას არაფერი ეფარა. თვალები რომ გაახილა, ოთახში ბნელოდა, მაგრამ მიხვდა, რომ მარტო იყო.

ბიჭი საწოლში წამოჯდა და დაამთქნარა. ანრის არ დაუძინია მის გვერდით, წუხელაც ღამეთანევი იყო და ერეკლეს აკვირვებდა მისი გამძლეობა. თვითონ, რა თქმა უნდა, ვერ შეძლებდა. ის იყო, ბიჭმა საწოლის გვერდით კარადაზე მდგარი სანათი აანთო, რომ საძინებლის კარი გაიღო და ანრი შემოვიდა. გაღვიძებულ ერეკლეს დანახვაზე ანრის სახეზე ღიმილმა გაანათა, ლამაზად აეპრიხა მისი ტუჩის კუთხეები და თვალები აუელვარდა.

- სად იყავი? - ძილისაგან დაბოხებული ხმით ჰკითხა ერეკლემ.

- სამზარეულოში. სანამ შენ გეძინა, მე საჭმელი გავაკეთე, - ღიმილით მიუახლოვდა ანრი და საწოლში წამომჯდარ ბიჭს ტუჩებში ხმაურით აკოცა. ერეკლემ უხერხულად ჩაიცინა კოცნის დროს ამ ხმაზე. ეს ბგერები ერთდროულად აღიზიანებდა და აღაგზნებდა კიდევ.

- რატომ არ დაიძინე შენ?

ანრიმ მხრები აიჩეჩა და მოხერხებულად გადააქცია ბიჭი საწოლზე. ერეკლემ სიამოვნებისგან დაიკრუტუნა, როდესაც ასატანი სიმძიმე დააწვა ზემოდან.

- ახლა ვაპირებდი, მაგრამ შენ გაიღვიძე, - მამაკაცმა ცხვირის წვერი გააყოლა მის ლოყას და იქვე აკოცა.

- დაწექი, ჯერ არ უნდა ავდგე.

ანრი ზანტად გადაგორდა მის გვერდით და ზურგზე გადაწვა. რამდენიმე წუთის განმავლობაში თვალებდახუჭული იწვა და მძიმედ სუნთქავდა. გრძნობდა, როგორ აკვირდებოდა ბიჭი. დარწმუნებული იყო, ერეკლე ხვდებოდა, რაღაც რომ აწუხებდა, მაგრამ არაფერს ეუბნებოდა და ამის გამო მისი მადლიერი იყო. არ იცოდა, რას უპასუხებდა ერეკლეს, თუკი ჰკითხავდა, რა აწუხებდა ასე ძალიან.

ანრი საწოლში წამოჯდა და ნელა დაიწყო ტანსაცმლის გახდა. ერეკლე მაშინვე წამოჯდა და ზურგზე მიეხუტა, როგორც კი ანრიმ მაისური გაიხადა. ბიჭი ლოყით მიეკრა თბილ და ძლიერ სხეულს, ანრის ზურგიდან მისი გულისცემა იგრძნო. მისი სუნთქვის შხუილი ესმოდა და შემდეგ ისიც გაიგო, როგორ გაიღიმა მამაკაცმა. ანრიმ თავი უკან გადასწია და კეფით დააწვა ბიჭის თავს, შემდეგ კი წამიერად მოადუნა სხეული და იგრძნო, მისი მოულოდნელი ქცევისგან ერეკლე როგორ გადაიხარა უკან.

- ასე გავიჭყლიტები, - სიცილით წარმოთქვა ბიჭმა, - სამსახურში კლასიკურად გაცვია ხოლმე? - მოულოდნელად ჰკითხა ბიჭმა, თავი ასწია და ანრის მხარზე ჩამოადო.

ანრიმ სულ ოდნავ შეაბრუნა მისკენ თავი და ლოყაზე ბიჭის ცხვირის ჩხვლეტა იგრძნო. ერეკლეს სუნთქვა ლოყასა და ყელში ეფქვეოდა, მისი ხელები კი მუცელზე შემოხვეოდა და ბიჭის თითები მაცდურად მიუყვებოდა მისი შარვლის სალტეს.

- კი, - ჩურჩულით უპასუხა მამაკაცმა. გვერდიდან დაინახა, როგორ გაილოკა ბიჭმა ტუჩები.

- წარმომიდგენია, როგორი სექსუალური იქნები, - თითქმის დაიკვნესა ბიჭმა. ამაზე ფიქრიც კი ერეკლეს მუცელში თრთოლვას იწვევდა.

ანრის კმაყოფილებისგან გაეღიმა.

- თბილისში ხშირად მნახავ კლასიკურად ჩაცმულს, - ანრის უცნაური გრძნობა დაეუფლა ამის წარმოთქმისას. ეს რაღაც სიამოვნებისა და მღელვარების ნარევი იყო, იმ მომავლის წარმოდგენით, რომელიც უნდოდა, რომ დამდგარიყო. ახლა პირველად გაიაზრა, რომ თბილისში დაბრუნებისას ერეკლესთან ურთიერთობის გაგრძელება სურდა. ყველა პრობლემის მიუხედავად, არ უნდოდა, რომ ბიჭს დაშორებოდა.

- ხო? - ჩაიფრუტუნა ერეკლემ. ანრიმ მხარზე მისი სველი კოცნა იგრძნო, შემდეგ კი ბიჭი მოსცილდა. ანრი მისკენ შეტრიალდა, დაინახა, როგორ გადაწვა ერეკლე გვერდით და მზერა აარიდა. მიხვდა, რომ მასაც ჰქონდა ამაზე ნაფიქრი. ძალიან აინტერესებდა, რა აზრის იყო მათ ურთიერთობაზე.

ანრიმ ამოიოხრა. რაც არ უნდა ყოფილიყო, როგორც არ უნდა გაგრძელებულიყო მათი ურთიერთობა, ადვილი არაფერი იქნებოდა - არც დაშორება და არც ერთად ყოფნა. გულის სიღრმეში იცოდა, რომ ორივე არჩევანი საბოლოოდ გულისტკივილით დასრულდებოდა.

შარვლის შესაკრავი შეიხსნა და ფეხზე წამოდგა გასახდელად. მაშინვე იგრძნო ერეკლეს მზერა. ანრიმ ერთდროულად გაიხადა შარვალი და საცვალი, შემდეგ კი წელში გასწორდა და ბიჭს შეხედა. ერეკლე თვალმოუშორებულად მისჩერებოდა და მისი თვალები ისეთი მუქი და დაბინდული მოჩანდა, ანრის მთელ სხეულში წამოახურა.

- რა გარყვნილად მიყურებ, - ღიმილით წარმოთქვა მან.

- არ მოგწონს? - ერეკლეს ტუჩის კუთხე მაცდურად ჩაუტყდა. ანრი მუხლებით ავიდა საწოლზე და სწრაფად დაწვა მის გვერდით. ერეკლემ მხიარულად გადაიკისკისა, როდესაც მან წელზე მოხვია ხელი და მკერდზე აიკრა. წეღანდელი მაცდუნებელი ბიჭი სადღაც გამქრალიყო, ახლა ის საყვარელი ბიჭი იყო, მის კომპლიმენტებზე რომ წითლდებოდა და იბნეოდა.

ანრიმ მას აკოცა, მოუთმენლად და მომთხოვნად დაეწაფა ტუჩებზე. ხელები შემოხვია და მოხერხებულად მოიქცია მისი თხელი სხეული ზემოდან. მის ქმედებაზე ერეკლეს სუსტი კვნესა დასცდა. ანრის კოცნამ ყველაფერი წამიერად დაავიწყა. ისიც, რომ მამაკაცის წეღანდელი ნათქვამის არ სჯეროდა. როდესაც ანრი ასე კოცნიდა და ასე ძლიერ ხვევდა მკლავებს, ერეკლეს ეჩვენებოდა, რომ მისი შიშები არ გამართლდებოდა, მაგრამ დარწმუნებული იყო, მათი ურთიერთობა ზაფხულის დასრულებისთანავე დამთავრდებოდა. იცოდა, ამისთვის თავი უნდა შეემზადებინა, მაგრამ ჯერჯერობით ვერ ახერხებდა. ანრისთან ისე სასიამოვნო იყო, თავს ისე სასრუველად და კარგად გრძნობდა, როგორ უნდა წარმოედგინა მომავალი, სადაც ის არ იქნებოდა? მზად იყო, სამუდამოდ მისი საყვარელი ყოფილიყო, რომელსაც მამაკაცი საიდუმლოდ ხვდებოდა, თუნდაც სექსზე შორს არასდროს წასულიყვნენ, თუნდაც მის მიმართ გაჩენილი გრძნობები არ გაღრმავებულიყო, ოღონდაც სადმე გასაქცევი ჰქონოდა, ისეთივე მშვიდი ადგილი, როგორიც ანრის მკერდი და მკლავები იყო.

- არ მინდა, ეს ზაფხული რომ დასრულდეს...

ერეკლეს ჩურჩული ანრის მკერდზე გაფანტული კოცნების ხმაში ჩაიკარგა. მამაკაცი ვერ ახერხებდა, თვალები გაეხილა და მის ნათქვამზე კონცენტრირებულიყო, ბიჭის ცხელი ტუჩები მის გულ-მკერდს ლაშქრავდნენ, ენის წვერი ნაზად დასრილებდა მის მუცელზე, კბილები კი სასიამოვნოდ და უმტკივნეულოდ კბენდა ყველგან. ყურებში ჩაესმოდა ეს ხმები, ერეკლეს სევდიანად წარმოთქმულ სიტყვებსაც გონებაში ატრიალებდა, მაგრამ ვერაფრით ერეოდა სიამოვნებას. სუსტი თრთოლვა ისეთ სიმსუბუქეს იწვევდა მასში, მთელი ცხოვრება რომ მხოლოდ ამ შეგრძნებით გაეტარებინა, სხვა არაფრის გამო არ დასწყდებოდა გული. ბოლოს ერეკლე გაჩერდა, მამაკაცის გადაშლილ ფეხებს შორის კომფორტულად მოკალათდა და თავი მუცელზე დაადო. ანრიმ მაშინვე თმაში შეუცურა თითები და ნაზად დაუწყო მოფერება. ბიჭის ცხელი სუნთქვა მგრძნობიარე კანზე ეხებოდა და ყოველ ჯერზე, როდესაც ერეკლე მძიმედ უშვებდა ჰაერს ფილტვებიდან, ანრის ტაოს აყრიდა. ეს ისეთი მძაფრი და მწველი შეგრძნება იყო, უნებურად ეჭიმებოდა მუცლის კუნთები. ერეკლე კი, რომელიც ლოყით გრძობდა, როგორც აწვალებდა მამაკაცს, კმაყოფილების ღიმილს ვერ იკავებდა.

- რატომ არ გინდა? - რამდენიმე წუთის შემდეგ ჰკითხა ანრიმ. მისი სუნთქვის გამო, ერეკლეს თავი და ზურგი ზუსტად ისე მოძრაობდა, როგორც მამაკაცის მუცელი.

- მერე ეს ყველაფერი დამთავრდება და არ მინდა, - ერეკლემ საწოლის ზედაპირზე ააცურა ხელები და ანრის წელის ქვეშ შეასრიალა თითები. მამაკაცმა წელი შეზნიქა, უკეთ რომ მოეხერხებინა ერეკლეს ჩახუტება. ბიჭი უფრო ძლიერად მიეკრა ლოყით და იმის შეგრძნებამ, რომ მამაკაცის ძლიერი სხეული მკლავებში მყავდა მოქცეული, შვება მოჰგვარა.

- რატომ უნდა დამთავრდეს? - ჰკითხა ანრიმ. უსიამოვნო შეგრძნება ნელ-ნელა ისევ ეპარებოდა და მძიმედ აწვებოდა გულზე.

ერეკლემ ამოიოხრა. პასუხის გაცემა ვერ შეძლო.

- ეკო? - დაიძახა ანრიმ მას, თითები თმიდან გამოიღო და ნიკაპისკენ ჩაასრიალა, შემდეგ კი ნელა ააწევინა სახე. ერეკლემ თავი ზემოთ ასწია და მამაკაცს შეხედა. მისი მზერა ისეთი ნაღვლიანი იყო, ანრის უნებრიად ოხვრა აღმოხდა.

ერეკლე ნელა შეტრიალდა მისკენ და მკლავებზე წამოიწია, უკეთ რომ გაესწორებინა ანრისთვის მზერა.

- უბრალოდ, ვიცი, რომ ეს მხოლოდ გართობაა შენთვის, - უპასუხა დასერიოზულებულმა ბიჭმა. ერეკლე ცდილობდა, ზედმეტად სევდიანი არ სჩვენებოდა მამაკაცს, არ უნდოდა ზედმეტად გამოეხატა თავისი გრძნობები. რატომღაც თავს დამცირებულად გრძნობდა, თითქოს სიყვარულში უტყდებოდა იმ ადამიანს, რომელსაც მის მიმართ გრძნობები არ ჰქონდა, - რაღაც საზაფხულო რომანის მსგავსი... - ერეკლემ თითით წრე შემოხაზე მის მუცელზე და ნაზად გაიღიმა, შემდეგ კი უკვე მსუბუქად დაიწყო ანრის კანზე თითების ცეცება, - ზაფხული დასრულდება და ჩვენი ურთიერთობაც დამთავრდება.

- ეს გართობა არ არის, - ანრიმ სწრაფად დაუჭირა ხელი, - და არც ურთიერთობს გაწყვეტა მინდა. რატომ ფიქრობ ასე?

ბიჭმა მხრები აიჩეჩა. დაფიქრება სჭრიდებოდა, სანამ ამ კითხვას უპასუხებდა.

- შენნაირ კაცებს ჩემნაირი ბიჭები არ უყვარდებათ, - სანამ ხმამაღლა იტყოდა, რამდენჯერმე გაუმეორა საკუთარ თავს, რომ ხმაში წყენა არ დატყობოდა. შვებით ამოისუნთქა, როცა მიხვდა, რომ გამოუვიდა.

- ზედმეტად ართულებ, ერეკლე, - ანრიმ თავი გააქნია, - რა საჭიროა კატეგორიებად დაყოფა? იქნებ, უბრალოდ, შემიყვარდი?

- მაგრამ შენ არ გიყავარვარ, - სწრაფად თქვა ერეკლემ.

- არც შენ გიყვარვარ.

ერეკლე გაჩუმდა. ანრი მართალი იყო. სიყვარული საერთოდ არ უნდა ეხსენებინა. ამაზე ფიქრიც კი ჯერ ძალიან ადრე იყო. მაგრამ რადგანაც დაიწყო, ჯობდა ახლავე ეთქვა ყველაფერი. თუ რაღაცას მაინც გაარკვევდა, თავს უფრო მშვიდად იგრძნობდა.

- მაგრამ თუ ასე გაგრძელდება, შემიყვარდები, - ბიჭმა ფრთხილად დაიძვრინა თითები ანრის ხელისგან, რომელიც აქამდე მის მტევანს ნაზად უჭერდა და ცერა თითით ეფერებოდა. ისევ მის მუცელზე დაიწყო ფიგურების ხატვა. ანრიმ ამჯერად მის მკლავზე გადაასრიალა ხელი და მისი კანი თითებში მოჭმუჭნა, - იცი, რა მარტივია ჩემთვის შენი შეყვარება? - კვლავ გაიღიმა ბიჭმა, მისკენ დაიხარა და იმდენად ნაზად აკოცა მუცელზე, ანრიმ ტუჩზე იკბინა, ჟრუანტელის ტალღებს მისი ყელიდან ბგერები რომ არ ამოეტანა, - ამიტომ მირჩევნია ახლავე ვიცოდე, რომ გაჩერება შევძლო. ახლა ჯერ კიდევ შემიძლია... მერე გვიან იქნება და... - ბიჭს მაინც მოაწვა ემოციები, ხმა აუკანკალდა, - არ მინდა, მეტკინოს...

- არც მე მინდა, რომ გატკინო, - ანრი სუსტად აცახცახდა, თუმცა დარწმუნებული არ იყო, თვითონ ცახცახებდა, თუ ერეკლეს კანკალი გადასცემდა მის სხეულში ასეთ ვიბრაციას. არ იცოდა, ერეკლეს ყოველი ღიმილი რატომ უსერავდა გულს ასე ძალიან.

- მაშინ უნდა ვიცოდე, რას ვაპირებთ, როცა ზაფხული დამთავრედება, - ერეკლემ თვალებში შეხედა და შეცბა. ანრი მონუსხულივით შეჰყურებდა.

- მე არ მინდა დაშორება, მაგრამ იმას ვერ დაგპირდები, რომ თბილისში ისე ვიქნებით, როგორც აქ ვართ.

ერეკლესთვის ცხადი იყო, რომ მასე იქნებოდა. ანრის ნათქვამი მისთვის მოულოდნელი არ ყოფილა.

- შენი სამსახურის გამო?

ანრიმ თავი დაუქნია.

- ღიად ვერ შევხვდებით ერთმანეთს.

- თბილისში ღიად სად უნდა შევხვდეთ ერთმანეთს, გეი-ბარის გარდა? - ერეკლეს კიდევ ერთხელ გამოესახა სახეზე ღიმილი, მაგრამ ამჯერად უწინდებურად სევდიანი არ იყო. ახლა გულწრფელად გაეღიმა.

- ჩვენ მანდაც ვერ შევხვდებით.

- ბარებში თითქმის არ დავდივარ, - აღნიშნა ერეკლემ.

- ანუ გულიც არ დაგწყდება, - ანრიმ თავი გვერდით გადახარა და ბიჭს გაუღიმა.

- შენს უზარმაზარ სახლში მოსვლა შემეძლება, დაცვა სადაც გყავს? - რამედენიმეწამიანი ფიქრის შემდეგ ჰკითხა მოულოდნელად ბიჭმა.

- მანდ კი, შეგეძლება, - ანრიმ დაეთანხმა, - ვიცოდი, რომ უზარმაზარ სახლი და დაცვა აუცილებად დაგითანხმებდა, - ჩაიფხუკუნა მან.

- ვინ იტყვის მაგაზე უარს? - გაეცინა ერეკლეს და შემდეგ უცაბედად დაუსევდიანდა მზერა, - ხვდები, ახლა რას მეუბნები? ფაქტობრივად ნებას მრთავ, რომ შემიყვარდე.

ანრის სუნთქვა შეეკრა.

- მართლა გინდა ეს? - კვლავ ჰკითხა ერეკლემ, - გინდა შენზე შეყვარებული ბიჭის ისტერიკები და ეჭვიანობის სცენები? უაზრო გაბუტვები და უინტერესო დიალოგები? და მისი კომპლექსების ატანა... - არ იცოდა, ახლა რატომ უტივტივდებოდა თავში ის სიტყვები, რომლებსაც ადრე ეუბნებოდნენ.

- შეწყვიტე, - დაიჩურჩულა ანრიმ, - ნუ მიხატავ შენს თავს ასე საშინლად. ასეთი არ ხარ, - თავი გააქნია მან.

- ცდები, - მხოლოდ ამის თქმა მოახერხა. რა თქმა უნდა, ანრი ცდებოდა. ანრი მას არ იცნობდა ისეთს, როგორიც სინამდვილეში იყო. და როდესაც გაიცნობდა, ალბათ მისგანაც გაიგებდა მსგავს სიტყვებს.

- შენ თუ მრთავს იმის ნებას, რომ შეგიყვარდე? - ანრის ბოხი ხმით წარმოთქმულ სიტყვებზე ერეკლეს ჟრუანტელმა დაუარა.

გაოცებით ახედა მამაკაცს, ერთხანს დაჟინებით უყურა თვალებში, მერე კი დაბნეულმა მხრები აიჩეჩა.

- ეს რა პასუხია? - წარბები შეკრა ანრიმ.

ერეკლემ არაფერი უპასუხა. მხოლოდ ტუჩის კუთხეები დაეწია ქვემოთ ნერვიულად.

- არა უშავს, თუ არ გამოგივა, - დუმილის შემდეგ უპასუხა ბიჭმა.

ანრიმ თვალები დახუჭა და ამოიოხრა. ძალიან მოუნდა, ბიჭისთვის მხრებში ხელი ჩაევლო და იქამდე შეენჯღრია, სანამ მისი თავიდან მსგავსი სისულელეები არ გამოიდევნებოდა.

მოულოდნელად ერეკლე შეირხა და მთელი ტანით წამოიწია. ანრიმ ძლივს შეიკავა კვნესა მის მოძრაობაზე. ერეკლემ მუხლები ზემოთ ააცურა და ანრის თეძოებზე მოკალათდა, ხელებით კი მის მკერდს დაყრდნო თავის შესამაგრებლად. წელში გამართულმა ზემოდან დახედა თვალებგაფართოებულ მამაკაცს, რომელიც დანისლული მზერით ამოჰყურებდა ქვემოდან.

- უბრალოდ, არა უშავს, ანრი, - დაიჩურჩულა ბიჭმა და კიდევ ერთხელ გაამოძრავა თეძოები. ანრიმ თავი უკან გადააგდო და სიამოვნებისგან ყრუდ დაიკვესა, შემდეგ კი, როდესაც ბიჭის ნათქვამი გაიაზრა, წარბები შეკრა და ერეკლეს ბარძაყებში ჩაავლო ხელი, რომ გაეჩერებინა, - ჩემთვის ძალიან ადვილი იქნება შენი შეყვარება, - თითქოს წაიმღერა ბიჭმა, - რადგან შენ საოცარი ხარ, - ერეკლე მისკენ დაიხარა და ნაზად აკოცა ლოყაზე. ანრის თითები მტკივნეულად ჩაესო მის მხრებს, რის გამოც ბიჭმა ტუჩები ძლიერად დააჭირა ერთმანეთს. მოეჩვენა, რომ მამაკაცი სპეციალურად აყენებდა ტკივილს. მის თვალებში გამკრთალმა ცეცხლმა და გაბრაზებამ ბიჭი წამით შეაშინა.

- შენც ცდები, ერეკლე, - ამჯერად ნეკნებზე ჩამოუსვა თითები. ანრი ძვლებზე აწვებოდა თითის წვერებით, ლამის ფრჩხილებით კაწრავდა მის კანს, - მე იდეალური არ ვარ, ამიტომ შეწყვტე მაგის გამეორება, - მკაცრად წარმოთქვა ანრიმ და ერეკლეს შეცბუნებული გამომეტყველების დანახვაზე თითები სწრაფად მოაშორა, შემდეგ კი წელზე მოხვია და ბიჭი მკერდზე მიიხუტა.

- ჩვენ ამაზე ვერ შევთანხმდებით, - გაიგონა ერეკლეს დუდღუნი.

ანრიმ ხმამაღლა ამოიოხრა მის სიჯიუტეზე. გრძნობდა, როგორ კანკალდებდა ერეკლე, ამიტომ დასამშვიდებლად წელზე აუსრიალა თითები. ბიჭი რამდენიმე წუთის შემდეგ მუდუნდა და ანრიმ ფრთხილად მიაფარა ზურგზე ზეწარი.


* * *

სახლში დაბრუნებულ ერეკლეს ისეთი შეგრძნება ჰქონდა, თითქოს რამდენიმეწლიანი მოგზაურობიდან დაბრუნდა შინ. დაღლილი, გამოფიტული და უხასიათო იყო. იმის მიუხედავად, რომ ანრისთან გატარებული ღამე საოცარი იყო, რაღაც მაინც აწუხებდა. მათი საუბრის გამო ღელავდა, ვერ ახერხებდა დამშვიდებას. მათ სამომავლო გეგმებში იყო რაღაც ისეთი, რაც ბიჭს მოსვენებას არ აძლევდა. რამდენიც არ უნდა ელაპარაკათ მათი ურთიერთობის გასერიოზულებაზე, ერეკლე გულის სიღრმეში მაინც იმას ფიქრობდა, რომ თბილისში ყველაფერი შეიცვლებოდა. მისი გონების რაციონალური ნაწილი ბიჭს არწუნებდა, რომ ოცნების კოშკები არ აეგო. ანრის რაღაც ისეთი ჰქონდა, რაც ბიჭს მისგან გაქცევაზე უბიძგებდა, მაგრამ ერეკლეს არაფრის დიდებით არ სურდა ამ შეგრძნებისთვის დაჯერება.

ერეკლემ მაგიდის უჯრა გამოხსნა და შიგ ჩაყრილი ხარახურის ქვეშიდან პატარა, მაგარყდიანი რვეული გამოიღო. რვეულის ბოლოში გადაშალა, სადაც კალენდარი იყო. როდესაც ანრისთან ურთიერთობა დაიწყო, იმაში დარწმუნებულმა, რომ სოფლიდან წასვლის შემდეგ მამაკაცთან ყველაფერი დასრულდებოდა, ერეკლემ აგვისტოს ბოლო დღე წითელი მარკერით შემოხაზა, შემდეგ კი განვლილი დღეების გადაშლა დაიწყო იქსებით. ბიჭს ასე ცხადად შეეძლო იმის გააზრება, რა ცოტა დრო ჰქონდა დარჩენილი. გადაშლილი დღეების რაოდენობა ისე სწრაფად იზრდებოდა, დარჩენილი დღეების რაოდენობა კი ისე სწრაფად მცირდებოდა, რომ ბიჭი ხანდახან იმაზე ფიქრობდა, სად იკარგებოდა დრო. მტკივნეული იყო იმის ყურება, რა ცოტა თეთრი დღე იყო დარჩენილი. ახლა კი შეეძლი შეეწყვიტა თავის დატანჯვა თითოეული ჩავლილი დღის გადაშლით, ახლა ბოლო ზღვარი აგვისტოს დასასრული აღარ იყო, ახლა საერთოდ არ იცოდა, როდის და როგორ დამთავრდებოდა მათი ურთიერთობა. ახლა შეეძლო არ ენერვიულა, როდესაც ზაფხული დამთავრდებოდა და თბილისში დაბრუნდებოდნენ. მაგრამ გულში გაჩენილი ეჭვის ჭიები არ ასვენებდნენ, იმის საშუალებას არ აძლევდნენ, რომ ბედნიერი დასასრულის დაეჯერებინა, ამიტომაც ერეკლემ კიდევ ერთი დღე გადაშალა წითელი მარკერით და სევდიანად გადაუსვა თითი ფურცელზე გამოსახულ დარჩენილ სამ კვირას. დარწმუნებული იყო, ეს სამი კვირა ისევე სწრაფად გაივლიდა, როგორც მისი თითის მოძრაობა მიილია ფურცლის პრიალა და გლუვ ზედაპირზე.

ბიჭმა რვეული დახურა და ისევ უჯრაში ჩადო, ზემოდან კი დაშლილი კონსტრუქციები, სახრახნისები და საყოფაცხოვრებო იარაღი დააყარა ისე, რომ რვეული საერთოდ დამალულიყო.

Continue Reading

You'll Also Like

417K 10K 85
"ပူတင်းလေးကဘာလဲ" "ကိုကို့အပိုင်" "ကိုကိုတို့ကရောဘာလဲ " "မောင်နှမ" "ဟာ..."
111K 3.7K 15
"შენ გამიღიმე, უბრალოდ გამიღიმე. მე შეგიყვარებ, უბრალოდ შეგიყვარებ" September, 2020.
404K 15.3K 43
ကိုယ်ဟာ ကြိုးဝိုင်းထဲမှာ ကိုယ့်ကိုစိန်ခေါ်လာသမျှကောင်တွေအကုန် ထိုးရဲတယ် သတ်ရဲတယ် ကိုယ်နိုင်မယ်ဆိုတဲ့ယုံကြည်မှုရှိတယ် ကိုယ်မလုပ်ရဲတာဘာမှမရှိဘူးလို့ထင...
320K 11.5K 45
ဖီးနစ်ငှက်တစ်ကောင်ရဲ့ ရင်ကွဲမတတ်အော်ဟစ်သံဟာ လောင်ကျွမ်းအံ့ဆဲဆဲ အတောင်ပံတွေနဲ့အတူ ပျောက်ကွယ်ပျက်စီးသွားတော့မယ့်အချိန်မှာ ငါဟာ မင်းနဲ့နောက်တစ်ကြိမ်...