იდანის მოჩვენება

Autorstwa KeiyaHanke

34.5K 3.9K 221

ერეკლე ჩვეულებრივი ბიჭი იყო, რომელიც არქიტექტურის ფაკუტლეტზე სწავლობდა და მამაკაცები მოსწონდა. ჯერ მარტო ამ ო... Więcej

1
2
3
4
5
6
7
8
10
11
12
13
14
15
16
17
18
19
20
21 [დასასრული]

9

1.5K 186 6
Autorstwa KeiyaHanke

1648


______

ერეკლე მაშინვე ანრისთან გავარდა, როგორც კი მისი მშობლები წავიდნენ საღამოს. კატოს შესძახა, რომ ოთოსთან მიდიოდა დასალევად და მშობლების მანქანის მოსახვევში გაუჩინარებასაც კი არ დაუცადა, ისე გაიქცა სახლიდან.

შესვლისთანავე სამზარეულოს ფანჯარაში მისი კონტური დალანდა. ფანჯარაში ანრის პროფილი მოჩანდა. ერეკლე მიხვდა, რომ მამაკაცი რაღაცას ამზადებდა. ტუჩებზე ღიმილი მოადგა და იგრძნო, სასიამოვნო დაძაბულობამ როგორ დაუარა სხეულში წუხანდელი ღამის გახსენებაზე. ბიჭი ფანჯრის რაფის სიმაღლეზე დაიხარა და ქვეშ ისე გაძვრა, რომ არ გამოჩენილიყო. შემდეგ კი ყვირილით შეიჭრა სამზარეულოში იმის იმედად, რომ მამაკაცს შეაშინებდა.

სამზარეულოში შევარდნილი ბიჭი იმ წამსვე მოცინარი ანრის მკლავებში აღმოჩნდა. ანრიმ მოუთმენლად აკოცა ტუჩებში ახითხითებულ ბიჭს, რომელსაც მისი შეშინება არ გამოუვიდა.

- ჩუმად შემოიპარე? - ღიმილით ჰკითხა მამაკაცმა და ამჯერად ყელში გადაინაცვლა. ერეკლე მოიბუზა და ინსტინქტურად დაიძვრინა თავი მისი ტუჩებისგან, რომლებმაც ცეცხლი წაუკიდა შეხებისთანავე. ანრიმ ნაზად მოაშორა შუბლზე ოფლისგან მიწებებული თმა.

- შემოვედი თუ არა, ფანჯარაში დაგინახე.

- ძალიან ცხელა გარეთ? - ჰკითხა შეწუხებულმა ანრიმ.

- ძალიან, - ხვნეშით დაეთანხმა ბიჭი.

- მაშინ დაჯექი და მარწყვის მილქშეიქს გაგიკეთებ.

- კარგი, - სწრაფად უპასუხა ერეკლემ, იმ წამსვე მოიხიბლა შემოთავაზებისგან.

- წავიდნენ შენები? - ანრიმ მაცივრიდან მარწყვით სავსე კონტეინერი და რძე გამოიღო.

ბიჭმა თავი დაუქნია. მერე მიხვდა, რომ მისგან ზურგით მდგარი მამაკაცი ვერ დაინახავდა.

- კი, ცოტა ხნის წინ.

- რამე ხომ არ გითხრეს? - დაინტერესდა მამაკაცი.

- დედაჩემმა მითხრა, დაბალ ხმაზე უყურე ხოლმე ფილმებსო.

ანრის მოკლედ გაეცინა და მარწყვის გადარჩევა დაიწყო.

- უცებ ვიფიქრე, ამით იმაზე ხომ არ მიმანიშნებდა, რომ ყელაფერი იცოდა და პირდაპირ ვერ მეუბნებოდა. ღმერთო, ისე გავნერვიულდი... - ბიჭმა მაგიდაზე დააწყო ხელები და მინის ზედაპირის სიცივეზე სხეულში სასიამოვნო ჟრუანტელმა დაუარა. ანრი სწრაფად შეტრიალდა მისკენ, - მაგრამ მერე კატომ თქვა, უფრო ხმამაღლაც ჰქონია კომპიუტერი ჩართული, დაანებეთ თავიო და თემა შეცვალეს.

- ვნერვიულობდი შენზე.

- გვიან ვნახე შენი მესიჯები. როგორც წახვედი, მაშინვე დამეძინა.

- მივხვდი, - თბილად გაუღიმა ანრიმ. დაგარჩეული მარწყვი ბლედნერში ჩაყარა.

- შენ გეძინა?

მამაკაცმა თავი გააქნია უარის ნიშნად.

- ვერ დავიძინე, მერე კი შხაპმა უფრო გამომაფხიზლა.

- მე სამ საათამდე მეძინა, - კმაყოფილი ხმით უპასუხა ერეკლემ.

- გინდა მარწყვი? - მის ბავშვურ შეჯიბრზე სიცილით გააქნია ანრიმ თავი.

- მინდა.

მან სწრაფად დაუდა დარჩენილი მარწყვი ბიჭს და საფეთქელთან ხმაურით აკოცა. ერეკლეს გაეღიმა მის მოულოდნელ საქციელზე.

- შეიძლება ეს დავათვალიერო? - მაგიდაზე დარჩენილ ალბომზე ჰკითხა მან.

- კი, - ანრიმ სწრაფად უპასუხა, მარწყვს ტკბილი რძე დაასხა და ბლენდერი ჩართო. სამზარეულოში ხმაური გაისმა.

ერეკლემ ალბომი გადაშალა. არ ელოდა, ნახატები თუ იქნებოდა. მაშინვე მიხვდა, პატარა ბავშვის უნდა ყოფილიყო, რადგან კომპოზიცია და ფორმები ძალიან მარტივად იყო გამოსახული. ძირითადად შავ-თეთრი ნახატები იყო და ერეკლეს ეღიმებოდა ბავშვის ფანტაზიაზე.

- ჩემი ბავშვობის ნახატებია, ძალიანაც ნუ გამაკრიტიკებ, - ანრიმ ღიმილით დაუდგა ჭიქა გვერით და მასთან ახლოს სკამზე ჩამოჯდა. მაგიდის ქვეშ ტერფებით შეეხო ბიჭის ფეხებს და ნაზად სრიალი დაიწყო. ერეკლემ გაუღიმა, ცივ ჭიქას თითები შემოხვია და თვალიერება გააგრძელა.

- ეს რა არის? - ჰკითხა მოულოდნელად ბიჭმა. ერთი ნახატი მისთვის სრულიად გაუგებარი იყო. ფურცლის შუაში შავი, გრძელი ლაქა იყო გამოსახული. მისი ზედა მხარე მომრგვალებული და უსწორმასწორო იყო, ქვემოთ იქ თითქმის იგივე ფორმები იყო გადმოტანილი, ოღონდ შედარებით ღია ტონალობაში, - კუნძულს ჰგავს, - წარმოთქვა საკუთარ თავში დაეჭვებულმა ბიჭმა.

- კუნძულია, - დაეთანხმა ანრი, - პიტერ პენის საიდუმლო კუნძული, - გაეცინა მას, - ბავშვობაში დედა მიკითხავდა მაგ ზღაპარს და ალბათ ამიტომაც დავხატე.

- თითქოს სადღაც მინახავს, - ჩაფიქრებული ბიჭი ყურადღებით დააკვირდა ნახატს, - მაგრამ ვერ ვიხსენებ.

- შეიძლება შენც ზღაპრიდან გახსოვს.

- შეიძლება, - ერეკლე დაეთანხმა, მაგრამ დარწმუნებული არ იყო, მართლა ზღაპრიდან ახსოვდა თუ არა. მას თვითონ ნახატი ეცნობოდა.

ბიჭმა შემდეგ გვერდზე გადაფურცლა. რაღაცები ნაცნობი იყო მისთვის, მაგალითად, ერთ ნახატზე დიდ კაცს პატარა ბიჭისთვის ჩაეკიდა ხელი და სადღაც მიჰყავდა. ერეკლე მიხვდა, რომ ეს კაცი ანრის ბიძა იყო, რომელმაც ბიჭი თავისთან წაიყვანა. ანრი ასევე უზარმაზარ სახლს ხატავდა, რომლის ეზოში ბიჭი საქანელაზე ქანაობდა. ერეკლე მიხვდა, რომ ბავშვობაში მას დიდი სახლი აშინებდა. შემდეგ ნახატზე იგივე ბიჭი იყო, ოღონდ ქუჩაში მიდიოდა სრულიად მარტო. გარშემო სახლები არ ჩანდა, მაგრამ ქუჩის ნაპირებზე ღობეები შეამჩნია. ბიჭის ფეხები რაღაცაში იყო ჩაფლული, მის უკან კი ნაფეხურები მოჩანდა. მხოლოდ ამან მიახვედრა ერეკლე, რომ ბიჭი თოვლში მიდიოდა.

- ეს შენ ხარ? - ჰკითხა გაოცებულმა ერეკლემ.

ანრი მისკენ გადაიხარა და ალბომს დააკვირდა. რამდენიმე წამს ჩაფიქრებული სახით უყურებდა ნახატს, თითქოს გახსენებას ცდილობდა, მაგრამ, სინამდვილეში, ფიქრობდა, რა ეპასუხა ბიჭისთვის. ყოველ ჯერზე, როდესაც ერეკლეს შეკითხვებზე ნახევრად სიმართლეს პასუხობდა, ანდაც, საერთოდ ატყუებდა, თავს საშინლად გრძობდა. პირველად ეპარებოდა ეჭვი საკუთარ შესაძლებლობებში, ეგონა, რომ ერეკლეს ნებისმიერ წამს შეეძლო მისი გამოჭერა ტყუილში, მაგრამ ფაქტი ის იყო, რომ ბიჭი ენდობოდა და მისი სჯეროდა. თუმცა იმის შეგრძნება არ ტოვებდა, რომ პირველკლასელი ბავშვივით იტყუებოდა, რომელსაც სახეზე ეწერა დანაშაული.

- არ მახსოვს, - ანრიმ ნახატიდან თვალისმოუშორებლად უპასუხა ბიჭს და გული კიდევ ერთხელ შეეკუმშა.

- ძალიან უცნაურია, - წარმოთქვა ბიჭმა და ტუჩები ენით გაილოკა.

- რა? - დაინტერესდა მამაკაცი.

- შენ იცი, ამ სოფელს მოჩვენება რომ ჰყავს?

ანრიმ თავი გააქნია უარყოფის ნიშნად. მსგავსი რამ მართლაც პირველად ესმოდა.

ერეკლემ კვლავ დახედა ნახატს. თოვლში მიმავალი მარტოსული, დაკარგული ბიჭი თავისი ბავშვობის კოშმარს ახსენებდა. მან გონებაში აღიდგინა ბებიამისის მონაყოლი. კატო ბავშვობაში აშინებდა ხოლმე იდანის მოჩვენებით, ძილის წინ უყვებოდა საშიშ ზღაპრებს სოფელში გაუჩინარებულ პატარა ბიჭზე. ეს ზღაპრები ერეკლეს ძილში ჰყვებოდა და ბიჭს შეშინებულს ეღვიძებოდა, ჩუმად იპარებოდა ბებიასთან და კატოსა და ბაბუამისის შუაში იძინებდა. მაშინ ბაბუა ცოცხალი იყო.

- ერეკლე? - ანრის ხმამ ფიქრებისგან გამოიყვანა. ბიჭი შეკრთა მის შეცბუნებულ ხმაზე, - კარგად ხარ?

- ხო, - ბიჭმა თავი დაუქნია, - ბაბუა გამახსენდა.

ანრიმ სევდიანად, თანაგრძნობით გაუღიმა და ნაზად მოეფერა ხელზე.

- გინდა მოგიყვე იდანის მოჩვენებაზე? - ერეკლე სწრაფად გამხიარულდა. ბიჭი იღიმოდა, რადგან ახლა სასაცილოდ ეჩვენებოდა, მსგავსი ამბავი სიკვდილამდე რომ აშინებდა. ახლა აღარ იყო პატარა და საკმარისზე მეტი საშიში ფილმი ჰქონდა ნანახი, სოფელში დაკარგული პატარა ბიჭის მოჩვენების ისევ რომ შეშინებოდა.

- ეს ამბავი მართლა მოხდა აქ, დაახლოებით 20 წლის წინ, - ერეკლემ გადამეტებული სერიოზულობით დაიწყო. თავი მოხუცი ბაბუა ეგონა, კოცონის გარშემო შეკრებილ შვილიშვილებს რომ აშინებდა საშიში ზღაპრებით, - ბებია მიყვებოდა ხოლმე, - განაგრძო ბიჭმა. დაინახა, როგორი დაძაბული უსმენდა ანრი და უფრო მეტი ენთუზიაზმით განაგრძო მოყოლა, - ჩემს გვერდით სოფო რომ ცხოვრობს, ხომ იცი? ლიტერატურის მასწავლებელი, - ჰკითხა ბიჭმა და თითები ძლიერად მოუჭირა ჭიქას.

ანრის თითქოს ფილტვები ჩამოუკაწრეს. სუნთქვა შეეკრა და მკერდში საშინელი სიმძიმე იგრძნო. უსიამოვნო მოლოდინმა სხეული გაუქვავა და საშინელი შეგრძნება გაუჩინა, თითქოს იგუდებოდა. რა შუაში იყო სოფლის საშიშ ისტორიასთან მისი ობიექტი?

- მას შვილი ჰყავდა, ბიჭი... სახელი აღარ მახსოვს, - გაწბილებულმა ერეკლემ თავი გააქნია. დარწმუნებული იყო, კატოს ნახსენები ჰქონდა მისი სახელი, მაგრამ ბიჭი ვერ იხსენებდა, - დაახლოებით 7-8 წლის იქნებოდა, რომ გაუჩინარდა. ისე გაქრა, ვერავინ ვერაფერი გაიგო. ვერავინ დაინახა, როგორ გამოვიდა ბიჭი სახლიდან, არც ის დაუნახავთ, ვინმემ თუ წაიყვანა. ის უბრალოდ გაუჩინარდა. ეს საშინელი ამბავი იყო ასეთი პატარა სოფლისთვის. აქ ადამიანები ასე უცებ არ უჩინარდებიან... არსად უჩინარდებიან პატარა ბავშვები. ის ბიჭი კი, უბრალოდ, გაქრა, - ერეკლეს ტანში გასცრა, როდესაც ბებიამისი გაახსენდა. კატო უფრო საშიშად ყვებოდა ამ ამბავს და მისი მონაყოლი გაცილებით უფრო რეალური იყო, ვიდრე თავისი. ერეკლე თითქოს უბრალო ისტორიას ყვებოდა, - ბებო მიყვებოდა, რომ იმ დღეს, როცა ის ბიჭი გაუჩინარდა, სოფელში პირველი თოვლი მოვიდა. რამდენიმე დღის განმავლობაში გადაუღებლად თოვდა. და როდესაც გაიდაიღო, იმ ღამეს სოფელში ბიჭი გამოჩნდა. ხალხი ამბობდა, რომ ფანჯრიდან ხედავდნენ ბავშვს, რომელიც თოვლში გზას იკვალავდა და შეშინებული ათვალიერებდა ყველაფერს, თითქოს პირველად იყო ამ ადგილში, ან თითქოს შინისკენ მიმავალ გზას ვერ იხსენებდა და უშედეგოდ ეძებდა. შემდეგ კი ბიჭი თითქოს თოვლმა ჩაყლაპა. დილით, როდესაც თანასოფლელები სახლებიდან გამოვიდნენ, ნახეს, რომ მთელი გზა პატარა, ერთნაირი ნაფერხურებით იყო სავსე. ნაფერხურები თითქოს წრეს კრავდა. თოვლი რომ დადნა, სასაფლაოზე დაკარგული ბიჭის ქურთუკი იპოვეს, მაგრამ ბავშვის ცხედარი არსად იყო. დღემდე არავინ იცის, იმ ბიჭს რა დაემართა. ამბობენ, რომ ამ ამბის მერე, როდესაც პირველი თოვლი მოდის, სასაფლაოდან ბავშვის ტირილის ხმა ისმის. ზოგიერთი იმასაც ყვება, რომ პირველი თოვლის დროს ქუჩაში ხშირად უნახავთ დაკარგული ბავშვი, მაგრამ როდესაც გარეთ გასულან, იქ არავინ ყოფილა, არც ნაფეხურები. ბებო მიყვებოდა ხოლმე ამ ამბავს და ყოველთვის მეშინოდა. შენმა ნახატმა, - ერეკლემ საჩვენებელი თითი ნახატს დაადო და თავზარდაცემულ მამაკაცს გახედა, - ეს ამბავი გამახსენა. ბავშვობაში აქ რომ ვრჩებოდი, ხშირად მესიზმრებოდა პატარა ბიჭი, რომელიც მარტო დადიოდა თოვლში და უკან ნაფეხურები რჩებოდა. მართლა საშიში ამბავია, არა? - ერეკლემ ამოიოხრა, - საწყალი სოფო მასწავლებელი, დღემდე არ იცის, მის შვილს რა დაემართა.

- ალბათ როგორ გეშინოდა, - ნაძალადევი ღიმილით წარმოთქვა დაძაბულმა ანრიმ. ერეკლეს მოყოლილმა ამბავმა წამოუდგენლად ააღელვა.

- კი, ძალიან, - ბიჭმა სევდიანად დაუქნია თავი.

- მოდი ჩემთან.

ანრის ჩურჩულის გაგონებისთანავე წამოდგა ფეხზე და მისკენ დაიძრა. როგორც კი მიუახლოვდა, მაშინვე წელზე შემოეხვია მამაკაცის ძლიერი მკლავები და ბიჭი ფრთხილად ჩამოჯდა მის მუხლებზე. ანრიმ ყურადღებით შეხედა მომღიმარ ბიჭს და თვითონდაც გაეღიმა, ერეკლეს ჭორფლები გამუქებულიყვნენ და ძალიან ლამაზად ეჩვენებოდა. მან ფრთხილად აკოცა ბიჭს, თითქოს გაუბედავადაც, ისე ჩანდა, თითქოს დარწმუნებული არ იყო, ერეკლესგანაც თუ მიიღებდა საპასუხო კოცნას. ბიჭმა მაშინვე კისერზე შემოხვია ხელები და ენის წვერზე მარწყვის გემო გაუკრთა, რომელიც ანრის ტუჩებიდან იგრძნობოდა. ერეკლემ კოცნა გააღრმავა, მთელი სხეულით აკერა მამაკაცს, თითქოს მის დაძაბულობას გრძნობდა და უნდოდა წამიერად მაინც დაევიწყებინა მისთვის ამის მიზეზი. ანრიმ თმაში შეუცურა თითები, უფრო მეტად მიიზიდა თავისკენ. მამაკაცის ტუჩები საოცრად ცხელი იყო, განსხვავებით მისი ენისგან, ყინულიანი მილქშეიქის გამო რომ გაციებულიყო და ერეკლეს ენის ერთდროულად გლუვ და სუსტად ხორკლიან შეხებაზე ისეთი შეგრძნება უჩნდებოდა, თითქოს მარწყვს კოცნიდა.

ერეკლე ხმაურით მოსცილდა მის ტუჩებს, წამიერად შეავლო თვალი ანრის ლიბრგადაკრულ, დანისულულ თვალებს და ძლიერად ჩაეხუტა. გრძნობდა, რომ ანრი გონებით სხვაგან იყო, თითქოს რაღაც აწუხებდა და ამ დამთრგუნველი ფიქრებისგან გათავისუფლებას ვერ ახერხებდა.

- დღეს შემიძლია დავრჩე, - ჩურჩულით წარმოთქვა ლოყით მის მხარზე მიკრულმა ბიჭმა. იმის დამატებაც უნდოდა, რომ არ ეწყინებოდა, თუ ანრი უარს ეტყოდა, მაგრამ იგრძნო, უფრო მეტად როგორ მიიზიდა მამაკაცმა და ტკივილამდე როგორ მოუჭირა ნეკნებზე შემოხვეული მკლავები.

- კი, დარჩი, - უპასუხა ხმაჩამწყდარმა ანრიმ. არ უნდოდა მარტო ყოფნა. ერეკლეს ნათქვამმა იმდენად ააფორიაქა, მარტო რომ დარჩენილიყო, არ იცოდა, რას მოიმოქმედებდა.





* * *

უკვე შებინდებული იყო, ერეკლეს რომ ჩაეძინა. ბიჭი ანრის საწოლში იწვა, შიშველი და გაოფლილი, ორივე ხელი ბალიშის ქვეშ ჰქონდა შეცურებული და ტუჩებდაშორებულს ეძინა. ანრიმ ფრთხილად მიაფარა ზეწარი და ღიმილი ვერ შეიკავა, ბიჭმა ტუჩები რომ გააწკლაპუნა. მამაკაცი მის გვერდით დაწვა და ბიჭისკენ გადაბრუნდა. ერეკლეს დაღლილი სახე ჰქონდა და ეტყობოდა, რომ ღრმად ეძინა. მასაც ეძინებოდა სექსის მერე, მაგრამ სიამოვნებდა ბიჭის ყურება. თანაც, მიყუჩებული ფიქრები ნელ-ნელა ისევ აზუზუნდნენ მის თავში. სხეულში ისევ შემოუძვრა გაურკვევლობის შეგრძნება და მთლიანად გაავსო. იმდენად ჩახლართული იყო ყველაფერი, ანრიმ აღარ იცოდა, რა გაეკეთებინა. ხანდახან ისე ძლიერ იპყრობდა ერეკლესთვის სიმართლის თქმის სურვილი, ძლივს იკავებდა თავს. სიმართლეს ბოლომდე ვერ ეტყოდა, მაგრამ შეეძლო მისთვის ნაწილი მაინც გაემხილა. რა თქმა უნდა, სადაზვერვო სამსახურზე გადაკვრითაც კი არ შეეძლო რამის ხსენება, მაგრამ ამის გარდაც ძალიან ბევრი რამ იყო, რისი მოყოლაც მისთვის უნდოდა. ერეკლეს მისი წარსულის ნაწილი მაინც რომ სცოდნოდა, ანრი გაცილებით უკეთ იგრძნობდა თავს, რადგან მისი მოტყუება აღარ დასჭირდებოდა, მაგრამ არ შეეძლო ასე დაუფიქრებლად მოქცეულიყო. როგორც წესი, ერეკლესთან თავს კარგად გრძნობდა, მაგრამ ბოლო დროს იმდენად აწუხებდა სინდისი, მასთან ყოფნით ბოლომდე ტკბობას ვეღარ ახერხებდა. მაგრამ ერეკლეს ნამდვილად შეეძლო მისი თავიდან არასასურველი ფიქრების განდევნა. ბიჭის ერთი გაღიმება და ანრის გული უჩქარდებოდა, სხეული კი ბედნიერებით ევსებოდა. ძალიან სასიამოვნო შეგრძნება იყო ვიღაცის ისე ძლიერ მოწონება, როგორც ერეკლე მოსწონდა. ამ შეგრძნებას მისთვის იმის დავიწყებაც შეეძლო, რომ ისტორია, რომელიც ერეკლემ ცოტა ხნის წინ მოუყვა, ანრისთვის ისეთივე ნაცნობი იყო, როგორც საკუთარი ხუთი თითი. ამ ისტორიას ანრი ვერასდროს დაივიწყებდა.

Czytaj Dalej

To Też Polubisz

33.8K 2K 21
სკოლა 2021. ამბავი არის ლუზერ გოგონაზე პარკ კიმსურიზე. მას სკოლაში ყველა აბულინგებს მათ შორისმისი ძმაც ჯიმინიც . სკოლაში არვაინ იცის გარდა ბანთანისა...
405K 15.4K 43
ကိုယ်ဟာ ကြိုးဝိုင်းထဲမှာ ကိုယ့်ကိုစိန်ခေါ်လာသမျှကောင်တွေအကုန် ထိုးရဲတယ် သတ်ရဲတယ် ကိုယ်နိုင်မယ်ဆိုတဲ့ယုံကြည်မှုရှိတယ် ကိုယ်မလုပ်ရဲတာဘာမှမရှိဘူးလို့ထင...
95.1K 3.5K 15
ფიკში გამოყენებული იქნება 🔞🔞 სცენები და უწმაწური სიტყვები.ასე რომ თუ არ გსიამოვნებთ ასეთი ჟანრი ნუ წაიკითხავთ. ფიკი არის ჯონგუკზე, მის პირველ სიყვ...
418K 10K 85
"ပူတင်းလေးကဘာလဲ" "ကိုကို့အပိုင်" "ကိုကိုတို့ကရောဘာလဲ " "မောင်နှမ" "ဟာ..."