თავი 5

1.8K 190 17
                                    

4138

________

ალანი ლექციიდან გამოდის და კაფეტერიისკენ იღებს გეზს. საჭმლის რიგში უწევს ლოდინი, შემდეგ მსუბუქ წასახემსებელსა და კოლას ყიდულობს და ცარიელი მაგიდის ძებნას იწყებს. კაფეტერიაში ბევრი სტუდენტი არ არის. ჯერ მხოლოდ პირველი საათია, ზოგს კი სწორედ ახლა ეწყება ლექციები. ალანი დილის 9 საათიდან აქ არის და ძალებს აღდგენა სჭირდება.

ალანი ნიკოს ხედავს. იმ მომაბეზრებელ შავთმიან ბიჭთან და ლამაზ გოგონასთან ერთად ზის. აბეზარი ბიჭის ნათქვამზე იცინიან. ალანი მათ გვერდით უვლის. ნიკო წამით უყურებს მას და უღიმის. ალანის გული ხმაურს იწყებს. ისიც უღიმის ნიკოს და გრძნობს, როგორ ხურდება სახეზე. მაღალი მათ გვერდით რიგში იკავებს ადგილს ისე, რომ თავის ოდნავი შეტრიალებით პირდაპირ ნიკოს უყურებს.

- ჰეი, - მის წინ ასვეტილი ლარის დანახვაზე კრთება და დაბნეული აჰყურებს ბიჭს, - კიდევ მას უყურებ?

- რა? არა, - სწარაფად პასუხობს ალანი. ლარის ეღიმება და მის წინ ჯდება.

- საყვარელია, - ეუბნება ის.

წაბლისფერთმიანი უბღვერს.

- როგორ მიდის თქვენი საქმე?

- რა გითხრა, ჯერ მხოლოდ ერთი კვირა გავიდა. ერ-თი-კვი-რა, - მკაცრად უმეორებს დაკრეჭილ ბიჭს.

- მერე რა?

- მერე ის, რომ ერთი კვირა ძალიან ცოტაა იმაში დასარწმუნებლად, რომ მე არც ისეთი ცუდი ბიჭი ვარ, როგორიც ეგონა.

- ცუდი ბიჭი? - ლარი იცინის, - ნამდვილი ნაბიჭვარივით ექცეოდი. და მე მაგას დიდი ხნის წინ გეუბნებოდი.

- ღმერთო, ვიცი, - ალანი სახეზე ხელებს იფარებს და თვალებს ძლიერად ისრესს.

- შენზე რატომ არ უყვები?

- ჯერ ადრეა. შეეშინდება, ან შევეცოდები. მე კი არც ერთი გრძნობის გამოწვევა არ მინდა მასში.

- სხვანაირად ვერასდროს გაგიგებს.

- ვიცი.

Ancora 🔞Where stories live. Discover now