თავი 3

1.9K 194 50
                                    

3893

_____

- ნიკო, გაიღვიძე.

ნიკო იშმუშნება და ძილის გაგრძელებას ცდილობს, მაგრამ ვიღაც ამის საშუალებას არ აძლევს.

– ნიკო...

ალანის ჩურჩულს არჩევს და მაშინვე აჭყეტს თვალებს. მაღალი მის საწოლზე ჩამომჯდარა და ოდნავ იხრება ბიჭისკენ.

– რა მოხდა? რას აკეთებ? – ძილისგან დაბოხებული ხმით კითხულობს ნიკო და წამოჯდომას ცდილობს.

ალანი მკერდზე აბჯენს ხელებს და ბიჭს კვლავ საწოლში აბრუნებს. მოულოდნელი შეხებისგან ნიკოს გული უჩქარდება. ალანის ხელებს უყურებს, შემდეგ კი მის მზერას უსწორებს თვალს. ალანის უცნაურ გამომეტყველებას ამჩნევს და ცბება. ალანი მისკენ იხრება და გაშეშებულ ბიჭს ტუჩებში კოცნის.

ნიკოს წამიერად გული უჩერდება. ალანის ტუჩებიდან წამოსული სითბო აშეშებს, მაგრამ მალევე იაზრებს რაც ხდება და უეცრად ხვდება, რომ სულაც არაა წინააღმდეგი.

ნიკო კისერზე ეხვევა და კოცნაში ასდევს. ეს ფაქტი ალანს უფრო ახელებს. მოხერხებულად ჯდება ბიჭის გვერდით და კოცნას უფრო აღრმავებს. ნიკო სიამოვნებისგან კვნესის. პირში წაბლისფერთმიანის ენას და ნერწყვის ცივ გემოს გრძნობს.

კოცნას ჰაერის უკმარისობის გამო რჩებიან. ალანი ოდნავ უკან იხევს, თვალებამღვრეულ ბიჭს გამარჯვებულის ღიმილით უყურებს და მოულოდნელად სახეში სილას აწნის.

შეშინებული ნიკო საწოლში ხტება. თავიდან რეალობის აღქმა უჭირს, მაგრამ შემდეგ იაზრებს, რომ სიზმარი იყო და გულზე ეშვება. მალულად აპარებს თვალს გვერდით მძინარე ალანისკენ. ბიჭს მისთვის ზურგი აქვს შექცეული და მშვიდად სუნთქავს. ისე ცხადად და მტკივნეულად ახსოვს მისი გაწნული სილა, ლოყა ჯერ კიდევ ეწვის. კოშმარები აქამდეც ჰქონია, განსაკუთრებით მაშინ, როცა ალანი მასზე იყო გადამტერებული, მაგრამ ასეთი შემზარავი არცერთი ყოფილა, რადგან მისი შიში ამ სიზმარში ყველაზე შეუნიღბავად გაცხადებულა. ეშინია, რომ ალანი ატყუებს, რომ ეს გამოსწორებული ურთიერთობა მისი გეგმის ნაწილია და საბოლოოდ, როცა მაღალი ნიკოსთვის ძვირფასი გახდება, პირში მიახლის, შენთან მხოლოდ ვერთობოდი, ჩემთვის არაფერს ნიშნავო. არადა, შეიძლება ალანი მისთვის ძალიან მნიშვნელოვანი გახდეს. თითქმის ისეთივე, როგორიც მაიკი იყო.

Ancora 🔞Where stories live. Discover now