თავი 1

3.8K 224 53
                                    

1849

______

ერთოთახიან, პატარა ბინაში მაღვიძარა რეკს. ზარის ხმაზე საწოლიდან, რომლის გარშემოც ნივთები იატაკზე ყრია და რომელზეც ტანსაცმელი, გადასაფარებლები და სხვა წვრილმანი ხარახურაა დაპირქვავებული, თმაგაწეწილი, ქერა ბიჭი ჰყოფს თავს. დაბნეული თვალებით იწყებს საძულველი მაღვიძარას ძებნას. მაღვიძარა საწოლიდან საკმაოდ მოშორებით, ფანჯრის რაფაზე დგას. წუხელ სპეციალურად დატოვა არც ისე ახლოს იმის შიშით, რომ უნივერსიტეტი არ დაზარებოდა და ძილი არ განეგრძო. საწოლში ჯდება და თვალებს ისრესს. აწკარუნებული მაღვიძარა არადა არ ჩუმდება. ეზიზღება ბიჭს ეს ხმა. სჯერა, რომ ის დღე, რომელიც ასეთი ხმით იწყება, აუცილებლად ცუდად დასრულდება.

საბანს იხდის, მაგრამ ზემოდან დაყრილი ნივთების გამო კარგად ვერ წევს. გაბრაზებული ნიკო წიხლებს უშენს საბანს და სანამ ყველაფერს იატაკზე არ ყრის, არ ჩერდება. ბრაზის ამონთხევა ეხმარება, ენერგიულად ხტება საწოლიდან და მაღვიძარას რთავს. ფანჯრის იქით ნისლია. ბიჭი მეორე სართულზე ცხოვრობს, მაგრამ მაინც არ შეუძლია ქუჩის მოპირდაპირე მხარეს სახლების გარჩევა.

– წყეული ლონდონი, – დუდღუნებს და სამზარეულოში გადის.

სწარფად იკეთებს ყავას და მაგიდაზე დგამს. სააბაზანოში შედის. სანამ ყავა გრილდება, დაბანას ასწრებს. არ უყვარს ძალიან ცხელი ყავა.

ჩქარობს. უნივერსიტეტამდე ტაქსით 2 საათს სავალი გზაა. ავტობუსით, ერთნახევარჯერ მეტი. ტაქსით აპირებს წასვლას, რადგან ბარგიც აქვს. 12 საათზე დეკანთან შეხვედრაა დანიშნული, ამიტომ საერთო საცხოვრებელში მისვლა და თავის მოწესრიგებაც უნდა მოასწროს.

სააბაზანოდან გამოსული მხრებამდე გაზრდილ თმას სწრაფად იშრობს ფენით, შემდეგ კი ფენს გასასვლელ კართან გამზადებული ორი ჩემოდნიდან შედარებით თავისუფალში ტენის და სამზარეულოში ბრუნდება. ყავას სვამს, სწრაფად ჭამს ჯემიან პურს, შემდეგ კი ვიწრო, შინდისფერ შარვალს და თხელ, ფართხუნა, ნაცრისფერ ჯემპრს იცვამს. სწრაფად ყოფს ფეხებს კედებში, თავზე კეპს იფარებს, მობილურს იღებს, დამტენსა და საფულეს ზურგჩანთაში ყრის, შემდეგ ჩემოდნებს კარში აგორებს და თავის სახლს უყურებს.

Ancora 🔞Where stories live. Discover now