თავი 11

2.1K 183 19
                                    

4511

______

თითქმის გამთენიისას იძინებენ გადაბმული კოცნებისა და შესვენებების დროს საუბრების მერე. ორშაბათს ლექციების აცდენენ, მთელი დღე წვანან და ერთმანეთს ეალერსებიან. დროის შეგრძნებას ორივე კარგავს მანამ, სანამ ნიკოს ტომასისგან შეტყობინება არ მისდის, რომ დღეს აუცილებლად უნდა წავიდნენ რეპეტიციაზე. ტომასის არგუმენტების გარეშეც იცის ნიკომ, რომ რეპეტიციაზე წასვლა საჭიროა, ამიტომ ზედმეტი წუწუნის გარეშე თანხმდება. ეზარება, ძალიან არ უნდა ალანის შექმნილი სამოთხიდან გამოსვლა. ისეთი ტკბილი ბუდე აქვთ მოწყობილი ოთახში, ტომასის მოწერილს კი უეცრად ქაოსი შემოაქვს.

ნიკო ნელ-ნელა ემზადება წასასვლელად. რეპეტიცია 7 საათზე აქვს. ალანს მკლავებისგან ძლივს ეწიწკნება და თავს იწესრიგებს. ძალიან არ უნდა წასვლა, მაგრამ ალანიც ზედმეტად არ ეწუწუნება. მხოლოდ ერთი-ორჯერ ბუზღუნებს, რომ არ უნდა მისი გაშვება. ამიტომ ნიკო მშვიდად იცვამს ტანსაცმელს და შემდეგ მოწყენილი ალანის მკლავებში ეხვევა.

- ვეცდები, ცოტა ადრე წამოვიდე, - ჰპირდება ნიკო.

- მართლა? - ალანს თვალები უბრწყინავს. მისკენ იხრება და ტუჩებში ხმაურით კოცნის.

ნიკო კოცნის დროს უქნევს თავს და კისერზე ეკიდება. გრძნობს, როგორ მიცოცავს ალანის ხელები მის წელზე, შემდეგ უფრო ქვემოთ და საჯდომს უსრესს. ვერ იკავებს თავს, წაბლისფერთმიანის პირში კვნესის და როცა მის გმინვას ისმენს, განსაკუთრებული კმაყოფილება იპყრობს ამის გამო.

- ვეცდები, - ჩურჩულებს ნიკო, კიდევ ერთხელ ეხება ალანის სველ ტუჩებს, ენით ლოკავს, მათ სირბილეს შეიგრძნობს, შემდეგ კი შორდება და ოთახიდან გადის.


* * *
ალანი გამუდმებით საათს დაჰყურებს ტელეფონში. ეჩვენება, რომ დრო არ გადის. ვერაფერს აკეთებს, არადა იმდენი რამ წამოიწყო - ხან სწავლა სცადა, კონსპექტების გაკეთება, წიგნის კითხვა, ფილმიც ჩაირთო, ოთახიც დაალაგა, ნაგავიც კი გადაყარა, მაგრამ სამი საათი ვერაფრით გაიყვანა. ნიკოზე ფიქრებს თავიდან ვერ იგდებს. ეს ისეთი ფიქრებია, განსაკუთრებული, ყველასგან გამორჩეული, რომლებიც აბრუებს, უმოქმედოს და არაპროდუქტიულს ხდის, მაგრამ არ აინტერესებს არაფერი. როგორც იქნა, ნიკო მისია. მისი. თითქოს ბედნიერება უეცრად ატყდება თავს. ეს კი საოცრად დაუცველს ხდის. ეშინია, რომ ურთიერთობაში ვერ შეძლებს მის შენარჩუნებას, ვერ იქნება საკმარისად კარგი, საკმარისად საინტერესო, საკმარისად ჭკვიანი, საკმარისად მიმზიდველი... თითქოს კომპლექსების მთელი თაიგული უჭირავს ხელში და შეშინებული მიდის ქერა ბიჭთან, რომელიც ერთადერთი ნათელი წერტილია მის ცხოვრებაში. ადამიანი, რომელმაც ასეთი დაუცველი გახადა, მაგრამ, ამის მიუხედვად, ძალიან უყვარს...

Ancora 🔞Tahanan ng mga kuwento. Tumuklas ngayon