14.

1.1K 56 3
                                    

- დისკი? რამე ხუმრობაა? ასეა არა? გაკვირვებული და ანერვიულებული ვუყურებდი ჩემს წინ ლეპტოპს და თავში ათასი აზრი მივლებდა, რათქმაუნდა ყველა მტკივნეული იყო, ნიკი კარგს არაფერს იზამდა. მალევე მოვიდა ნიკი, მის დამხმარეებს ანიშნა, რომ გასულიყვნენ.

- აბა, მზად ხარ სიურპრიზისთვის? მითხრა და ცალყბად ჩაიღიმა.

- არა, არ ჩართო, გული ცუდს მიგრძნობს, არ მინდა ყურება! მინდოდა თავი დამეხსნა, მან კი ვიდეო ჩართო, შემდეგ კი ჩემთან მოვიდა და თოკი მჭიდროდ მომხვია.

- არა, არა! ხომ ვთქვი, რომ ყურება არ მინდა! თვალები დავხუჭე, მაგრამ ხელი ყბაზე მომიჭირა.

- თვალებს თუ არ გაახელ და ვიდეოს ბოლომდე არ უყურებ, ის შენი საყვარელი მეგობარი, მოიცა რა ქვია? ხო გამახსენდა.. ნაილი, მოკვდება. ამაზრზენად გამიღიმა, ვიდეო ჩართო და ისევ გვერდით ამომიდგა.

ოთახში დედაჩემი იდგა და გაკვირვებული ოთახს თვალს ავლებდა. თავი გვერდით გავწიე, მაგრამ ისევ მომაბრუნებინა.

- პატარა ვიდეოა, ცოტა დროს წაგართმევს, თანაც ყველაზე მნიშვნელოვანი ახლა იწყება.. გამაღიზიანებლად ჩაიჩურჩულა.

- ზეინ?! სწორედ ამდროს ოთახში ნიკთან ერთად ოთახში ზეინი შემოვიდა. თოფი მოემარჯვებინა და დედაჩემს უმიზნებდა, ნიკი მის უკან იდგა და რაღაცეებს ჩურჩულებდა.

" ზეინ, ეს არ გააკეთო! შეცდომა არ დაუშვა ზეინ!" უყვიროდა ლიამი, რა დროსაც ზეინმა თოფს მიმართულება შეუცვალა და ლიამი დაჭრა.

- არა, ზეინ! დავიყვირე, ისე თითქოს ჩემს ხმას გაიგებდა.

- მას რაუქენი! ზეინს რა უქენი ამოღერღე! ის ასეთი არ არის!

- ჩშშ.. ტუჩებზე თითი მიიდო და მანიშნა გავჩუმებულიყავი.

- არ ვარ ვალდებული ამას ვუყურო,  გამი.. უნდა დამესრულებინა, როდესაც ვიდეოში კიდევ გაისმა გასროლის ხმა. შეშინებულმა მაშინვე კამერას გავხედე და გული შემეკუმშა.

- არა, ეს.. დედა.. თვალებიდან ცრემლები გადმომცვივდა. საშინელი ტკივილი ვიგრძენი გულის არეში. ის სისხლის გუბეში იწვა უგონოდ, ზეინი კი თოფ მომარჯვებული იდგა და არ ინძრეოდა. - ეს არ უნდა გექნა! მკვლელი ხარ! ჯერ მამაჩემი, ახლა კი..ის, დედაჩემი, ქალი რომელიც ყველას და ყველაფერს მერჩივნა! ზეინიც კი გამოიყენე! ის მკვლელი არ იყო, გესმის? ის ასეთი არ იყო! ამას განანებ, ყველაფერს ერთი მეორის მიყოლებით სასტიკად განანებ, ჩემი ხელით გამოგასალმებ სიცოცხლეს! ვუყვიროდი რა დროსაც თავში საშინელი ტკივილი ვიგრძენი, ცოტახანში კი გონება დავკარგე..

იძულებითი ქორწინება (დასრულებული)Where stories live. Discover now