თავი 9

1.7K 74 4
                                    

- ჰ-ჰარი, ის.. წერილს ჩავყურებდი და ცრემლები მომდიოდა. ჰარის ხელს ხელი მოვუჭირე.
_____________________________
- ახლავე ყველა ერთად უნდა შევკრიბოთ და ჯერ აქ მოვიყვანოთ, შემდეგ კი რაიმეს მოვიფიქრებთ. დარწმუნებული ვარ ყველა ჩვენს ნაბიჯს აკონტროლებს, ამიტომ ფრთხილად უნდა ვიყოთ.

- კარგი, მაშინ მე ნაილს და ჩემს მშობლებს მოვიყვან, შენ კი დანარჩენები წამოიყვანე.

- არა ქეროლაინ, ერთად წავალთ.

- კიმაგრამ..

- ერთად წავალთთქო! არ ვიცით როდის რას მოიმოქმედებს, ამიტომ მარტო არ გაგიშვებ. ქურთუკი აიღო და სახლიდან გავიდა. მეც უკან დავყევი და მანქანაში მოვთავსდი. ნაწილობროვ მესიამოვნა კიდეც ის ფაქტი, რომ ჰარიმ მარტო არ გამიშვა.  ზეინს ავუხსენით ვითარება და ლუი ლიამი და ჯიჯი მან წამოიყვანა. საბოლოოდ კი როდესაც ჩემს ქუჩაზე შევუხვიეთ, ხალხს მოეყარა თავი. გულმა ცუდი მიგრძნო, ჰარის შევხედე, თვალებით მანიშნა, რომ მშვიდად ვყოფილიყავი, გავუღიმე და მაშინვე გადავედით მანქანიდან. დამინახეს თუ არა უფრო უმატეს ლაპარაკს. ახლოს მივედი და ადგილზევე გავშეშდი. დედა და მამა საკაცეებზე იწვნენ, მამა მაშინვე წაიყვანეს და მხოლოდ თვალის მოკვრა მოვასწარი. დედას კი სასუნთქი მოწყობილობა ეკეთა და სასწრაფოს მანქანაში შეყავდათ. უფრო მივუახლოვდი და ცრემლები  წამომივიდა. ვთხოვდი, რომ გადაერჩინათ, დედაჩემის ხელს ვებღაუჭებოდი და ვთხოვდი, რომ არ დავეტოვებინე. ხელი ჰარიმ გამაშვებინა და მისკენ შემატრილა, მე კი ტირილს არ ვწყვეტდი. ხელებს ვურტყამდი და ვთხოვდი, რომ გავეშვი, საბოლოოდ ხელები უფრო მაგრად ჩამჭიდა მკლავებში და მაღალი ტონით მითხრა.

- ორივემ თავიდანვე კარგად ვიცოდით, რომ ის ასეთ რამეს ჩაიდენდა. ტირილით რას უშველი, ძალა უნდა მოიკრიბო. არ უნდა აჩვენო, რომ სუსტი ხარ რადგან უარესს იზამს გესმის? შემდეგ კი ტონს დაუწია და ისე გააგრძელა. - ახლა კი დამშვიდდი და საავადმყოფოში წავიდეთ. ზეინს გადავურეკავ, რომ ისინიც იქ მოვიდნენ. მომეხვია, მისი სურნელი შევიგრძენი, მის მკლავებში თავი მშვიდად ვიგრძენი, ხელები მეც მოვხვიე, შემდეგ კი ცრემლები შევიმშრალე და მანქანაში დავუწყე ჰარის ლოდინი. მანაც გადაურეკა ზეინს, ყველაფერი შეატყობინა და საავადმყოფოში წავედით. გული საშინლად მტკიოდა. ჰარი მართალი იყო, ორივემ ვიცოდით რაზეც იყვნენ ისინი წამსვლელები. მაგრამ, როდესაც დედა ასეთ სიტუაციაში დავინახე, გული ათას ნაწილად დამეშალა, მინდოდა ჩემი ხელით მომეკლა ნიკი და მისი მთლიანი დაჯგუფება. ჰარი რომ არა, ალბათ თავს მართლაც ვერ გავაკონტროლებდი. საავადმყოფოში მივედით თუ არა მანქანიდან გადმოვედი და საავადმყოფოში რასაც ქვია შევვარდი. იქვე ვიკითხე რომელ სართულზე იყვნენ დედა და მამა და კიბეებზე სწრაფადვე ავედი. დედა კარგად იყო და რამოდენიმე საათში პალატაში გადმოიყვანდნენ, მამას მდგომარეობა კი კრიტიკული იყო, რიდი მოსმენისა შემდეგაც ცრემლები წამომივიდა. შეიძლება დამეკარგა, მართალია მამასთან ხშირი ურთიერთობა არ მქონდა და  თუ მქონდა, ისიც სულ ჩხუბით ან მისი მეგობრებით შემოიფარგლებოდა, მაგრამ მისი დაკარგვა მაინც მატკენდა გულს. სანამ ჰარი ტელეფონზე ვიღაცას ელაპარაკებოდა, ნაილი მომიჯდა გვერდით.

- ყველაფერი კარგად იქნება. მხოლოდ ეს მითხრა და გადამეხვია, მაგრამ ჩემთვის ესეც საკმარისი იყო გასამხნევებლად, სუსტად გავუღიმე და გადავეხვიე. ცოტახანში ტელეფონში ხმა გაისმა, ჩავხედე და უცხო ნომრისგან მესიჯი იყო მოსული. მაშინვე ვიეჭვე ვინც შეიძლება ყოფილიყო და სანამ გავხსნიდი ხალხს გამოვშორდი და ჰარისკენ წავედი...

_____________________

Vote&comment 😁💕

იძულებითი ქორწინება (დასრულებული)Tempat cerita menjadi hidup. Temukan sekarang