თავი 8

1.7K 84 8
                                    

- მე გავაღებ. ჩავილაპარაკე და დაბლა ჩავედი. წერილი მომცეს და მითხრეს რომ ჩემს სახელზე იყო. წერილი გავხსენი და ადგილზე გავშეშდი.

* თამაში დაიწყო, კარგად გავერთობით. *...
________________________________
შიშმა ამიტანა, მამაჩემის დამსახურებით ვიცნობ ასეთ ხალხს და ვიცი როგორებიც არიან, ვიცი რომ ყველაფერზე  არიან წამსვლელები. ყოველ დღე იმის შიშში უნდა ვიყო, რომ ჩემს საყვარელ ადამიანებს რაიმე არ დაუშავონ. უცბად წერილი  ჰარის შევაჩეჩე ხელში და სააბაზანოში შევედი, რომ გონს მოვსულიყავი. სახეზე წყალი შევისხი, ჩემი თავი გავამხნევე, რომ ყველაფერი კარგად იქნებოდა, როდესაც გამოვედი, ჰარის წერილი დაკუჭული ჰქონდა და ხელებს ერთმანეთს ძლიერად აჭერდა.

- ჰარი, ვიცი რომ.. ლაპარაკი დავიწყე და ხელი მხარზე ჩამოვადე, მაგრამ უხეშად მოიშორა და ისევ ჩაშავებული თვალებით გამომხედა.

- არაფერი იცი.. ჩაილაპარაკა. - არაფერი იცი მათ, შესახებ, არ იცი რისი გაკეთება შეუძლიათ.

- არა ჰარი. ლაპარაკი შევაწყვეტინე და გვერდით გავიხედე. - მამაჩემის წყალობით, ძალიან კარგად ვიცნობ ასეთ ხალხს, ვიცი რაზე არიან წამსვლელები, ვიცი რომ არაფერს შეუშინდებიან და ყველაფერს იზამენ თავისი მიზნის შესასრულებლად. სიმშვიდით ვლაპარაკობდი და ჩემი თავის მეთვითონ მიკვირდა. ამდენი ხანი დანარჩენები გაკვირვებულები გვიყურებდნენ. ერთადერთი ნაილი არ იყო აქ, რადგან მალევე წავიდა სახლში. მათ ყველაფერი ავუხსენით და შევნიშნე, როგორ გამოეხატათ შიში და დაძაბულობა სახეზე. მალევე ყველანი დავიშალეთ. შხაპი მივიღე, შემდეგ კი საწოლში ჩავწექი და დაძინებას შევეცადე. მალევე მივხვდი, რომ ჰარიც დაწვა,  უნდა დამეძინა, როდესაც კარზე კიდევ გაისმა ზარი. ჰარის გავხედე, შემდეგ რახან საღამურებით ვიყავი, ისევე ჩავედი დაბლა და კარები გავაღე. მალევე ჰარიც გვერდით ამომიდგა. კიდევ ერთი წერილი იყო, მაგრამ ამჯერად არავინ ყოფილა, კარში მხოლოდ წერილი იდო. მაშინვე ავიღე და გავხსენი, ვიცოდი კარგი არაფერი ეწერებოდა, ამიტომ თავიდანვე მოვემზადე. წერილი გავხსენი და ხმამაღლა კითხვა დავიწყე.

" პატარა ქალბატონო, მოდი ჯერ შენით დავიწყოთ. ჰარის შევხედე და უკვე ეტყობოდა ნერვიულობა. - ალბათ არცერთხელ გიგრძვნია, როგორია საყვარელი ადამიანის დაკარგვა და ამით გამოწვეული ტკივილი, ხომ ასეა? დავიძაბე, ვგრძნობდი, როგორ შარში გავეხვიეთ ყველანი. მართლაც არცერთხელ განმიცდია, საყვარელი ადამიანის დაკარგვა და იმის წარმოდგენაც არ მინდა, რომ შეიძლება მათ რამე დაუშავონ. - ჩემს პირველ ქმედებას ელოდეთ.."

- ჰ-ჰარი, ის.. წერილს ჩავყურებდი და ცრემლები მომდიოდა. ჰარის ხელს ხელი მოვუჭირე...

______________________

Vote&comment😁💕

იძულებითი ქორწინება (დასრულებული)Onde histórias criam vida. Descubra agora