ჩემი მორაგბე Part II

167 8 0
                                    


***
19 მარტს მთელი დინამო გადაჭედილი იყო . უამრავ ადამიანს სახეზე საქართველოს დროშა ეხატა . ასე ერთიანი არასდროს ვყოფილვართ . ამინდიც ხელს უწყობდა ბიჭებს მოსაგებად . ჩემს გვერდით ლაშას მშობლები ისხდნენ და ჩემი მშობლები . ცოტა იქით ჩვენი მეგობრები . ყველა ერთად ვგულშემატკივრობდით '' ბორჯღალოსნებს" . თამაშის დაწყებიდანვე უპირატესობა გვქონდა რუმინეთთან . თითქმის უშეცდომოდ იბრძოდნენ . ჩემი თბილი და მშვიდი ლაშასგან აღარაფერი იყო შემორჩენილი . თამაშის დროს სულ სხვანაირი ხდებოდა . რამდენიმე ლელო დადო . ისევ მატჩის საუკეთესო მოთამაშედ დასახელდა .თითოეული ბორჯღალოსნები ნამდვილი გმირი იყო 19 -ში . მერე იყო ის ყიჟინა რასაც იმსახურებდნენ . მთელი ხმით მათ სახელებს გავყვიროდი , თითქმის ყველა ასე იყო . ჩემი მშობლებს სახეზე უზარმაზარი სიამაყე ეწერათ .
საბოლოო ანგარიში ტაბლოზე 38: 9 დარჩა .

არავინ უშვებდა ლაშას ჩემამდე . ერთი ჯურნალისტიდან მეორე ჟურნალისტთან "გადადიოდა" . მთელი გულით უცინოდა ყველას . ვხედავდი ჩემთან ერთად ისიც არანაკლებ ამაყი იყო . მერე იყო მისი გაოფლილი სხეული ჩემზე აკრული ...

ერთ დღეს მე და ლაშა კაფიდან გამოსულები სახლში ვბრუნდებოდით , როცა მგზავრობის დროს ძალიან მაგარი იდეა გამიჩნდა .
- ლაშუკა , - აღტაცებულმა ვუთხარი.
- ოხ დეა , ეს ლაშუკა რა არის ეგ გამაგებინა , - ამოიბუზღუნა .
- მაშინ დეაკო რა არის ? - ჩემი ირონიული სახის დანახვაზე ჩაეღიმა.
- შენ გიხდება კიდეც , მაგრამ ლაშიკო ძალიან ცუდად ჟღერს .
- ოხ , შენ ვინ ხარ . იცი , რა მოვიფიქრე?
- ჰო , ვიცი .
- მოიცა , - ენა დამებანა , - საიდან იცი ?
- ზოგჯერ რა სისულელეს იტყვი ხოლმე , საიდან უნდა ვიცოდე რაზე მეუბნები . ვანგას ვგავარ ? - ჩაეღიმა , მეც გამეცინა . ზოგჯერ მართლაც რა სისულელეს ვიტყვი ხოლმე.
- იცი სად მოვაწეროთ ხელი ? - აღტაცებულმა ვუთხარი .
- დეა , ნუ გადამრიე . საიდან მეცოდინება .
- სად და მოედანზე , - რაღაც ძალიან უჩვეულო სახე მიიღო ჩემს ნათქვამზე , თავიდან გაეღიმა შემდეგ გადაიხარხარა.
- მოიცა , მეღადავები?
- არა , რატო უნდა გეღადავებოდე ? მინდა რომ ჩვენი ქორწილი განსაკუთრებული და დასამახსოვრებელი იყოს . წარმოიდგინე რა მაგარი იქნები შორტებში , ''გამაშში'' , პერანგში და ბაბთაში . მე კიდევ შორტში და შენი მაისურში . ჰო კიდევ გვირგვინი და ფატა მეკეთება . დამსწრეებიც კი ჩვენსავით უნდა იყვნენ . მოედანიც ისე მოვრთოთ როგორც შესაძლებელი იქნება . , - გაოცებული მიყურებდა . ბოლოს იქამდე მივიყვანე ყველაფერი სანამ ეს დეა თვითონაც არ მოეწონა . დიდი დრო არც გვქონდა ამ ყველაფრის გასაკეთებლად , მხოლოდ 5 დღე . ერთ კვირაში ისევ საფრანგეთში ბრუნდებოდა . ასე შეიძლებოდა უფრო გაგვჭირვებოდა ,მაგრამ ამასაც გადავიტანდით . ივლისში კი ერთი წამითაც ვერ მომიშორებდა .
ზაფხულში ივნისის ტესტები ეწყებოდა ლაშას , ივლისის დასაწყისში საქართველოში ბრუნდებოდა მე კი იმ დროს უნივერსტეტი დასრულებული მექნებოდა და თავისფულად შეგვეძლებოდა ერთად ცხოვრება.
ჩვენი იდეით დიდად ჩვენი მეგობრების გარდა არავინ აღფრთოვანებულა . დედამ და მამამ როცა ეს ამბავი გაიგეს იმ დღესვე თბილისში ჩამოვიდნენ . ყველა ერთად ცდილობდა დაგვხმარებოდა. ზოგი ფატის ამბავს აგვარებდა , ზოგი შორტების , ზოგი დეკორაციების გაკეთებას მოედანზე . ყველას გადანაწილებული ჰქონდა თუ რას გააკეთებდა . ლაშამ ყველა ბორჯღალოსანს გააგებინა ქორწილის შესახებ . ზოგი საგანგებოდ ჩვენთვის ჩამოვიდა საფრანგეთიდან . მთელი ხუთი დღე რომელ "ბაზრობაზე" არ დადიოდნენ დეკორაციებისთვის . მაისურებზე ლაშა და დეა ეწერა . მე ლაშას მაისურზე დამიწერა მკერავმა ჩემი სახელი . ორივეს 8 ნომერი უნდა გვცმოდა . ჩემი ზომის ბუცები ძლივს ვიპოვე.
დიზაინერები დავიქირავეთ , მათთან ერთად ვატო და ნიკა იყვნენ უმეტესად . თითქმის ყველაფერს იწუნებდნენ . ხან რა მოწონდათ , ხან რა არ მოწონდათ. ძალიან რთული გასაკეთებელი იყო ეს ყველაფერი , რადგან არავინ იყო დიზაინერი ისეთი რომელსაც ოდესმე სტადიონის დიზაინი გაეკეთებინა .
სანამ ჩვენი ბინა გარემონტდებოდა მანამდე ლაშას მშობლებთან გადავიდოდით . ლაშამ მითხრა სანამ მე ჩამოვალ ისევ ვეკოსთან იყავიო ,მაგრამ მერჩივნა ჩემი ბიჭის სახლში მეცხოვრა . წინა დღეს იმდენი საქმე მქონდა სახლში როგორც კი შევედი მაშინვე ჩამეძინა .

4love.geWhere stories live. Discover now