ჩემი მორაგბე Part I

283 9 0
                                    


ხანდახან მგონია ,რონ ჩემს გარშემო ჩემზე მეტად არავინ იღლება . არადა ზუსტად ვიცი ეს ასე არ არის .
ძალიან დაღლილი გამოვედი უნივერსტეტიდან , ფეხებს ძლივს მივათრევდი . ირგვლივ არც ვიყურებოდი , ერთი სული მქონდა სახლში მივსულიყავი და დამეძინა . დიდხანს ველოდე ტრანსპორტს , ბოლოს 59 -ე ნომერი მოვიდა . ნეტავ აფთიაქში გავსულიყავი,მაგრამ არაუშვს სახლში მექნება ''ციტრამონი'' . თვალები ხალხზე გამეშტერებინა . ზოგადად ეს არ მჩვევია , არ მიყვარს როცა ვინმეს ვაკვირდები .
ავტობუსიდან ვორონცოვზე ჩამოვედი ,ფეხით დავუყევი სახლამდე მისასვლელ გზას , მაღაზიაში შევიარე და პური ვიყიდე . საჭმელი არ მიყიდია,რადგან გუშინ გააკეთა ვეკომ სალათები . ვერონიკა ჩემთან ერთად უკვე მეოთხე წელია რაც ცხოვრობს . ნაქირავებში ვართ , ქუთაისში ვსწავლობდით ერთი და იმავე კლასში . სკოლის დასრულების შემდეგ იმ გადაწყვეტილებამდე მივედით , რომ ერთად უნდა გვეცხოვრა , ასე ფულსაც ვზოგავდით და ერთადაც ვიყავით . არ მიყვარს ხმაური , ის კი მუდამ ხმაურიანია, სულ იმის ფიქრშია როდის რა უნდა გააკეთოს გასართობად .
სახლის კარები ,როცა გავაღე ხმაური მომესმა. შიგნით შესული ვეკოს ძმაკაცები დამხვდნენ , თითქმის სულ არ ყავს მას მეგობარი გოგონები , სულ ბიჭების წრეში ტრიალებს .
მისაღებში ხალხი დამხვდა, მაგიდაზე მიწისთხილი და ლუდი დაეწყოთ . გაცხარებით საუბრობდნენ რაღაცაზე რაც ვერ გავიგე. ოთახში მყოფებიდან კარგად მხოლოდ დათოს , ნიკას და ვიტოს ვიცნობ , ზოგი სრულიად უცხო იყო.
ყველას მივესალმე , ფეხზე წამოდგნენ ჩემი ნაცნობები,გადამკოცნეს და სათითაოდ მომიკითხეს . მგონი მეტყობოდა კიდეც ახლა დასვენების მეტი რომ არაფერი მინდოდა , ცოტაც და თავი გამისკდებოდა .
- ვეკო, საჭმელი რამე არის? - კარგად ვიცოდი ამდენი ბიჭის ხელში არაფერი დარჩებოდა . ვეკოს დეიდაშვილს ვატოს ძალიან უყვარს ჭამა , როცა სახლში მოდის თითქმის არაფერს ტოვებს.
- რა ვიცი , თუ დატოვეს რამე იქნება , - სამზარეულოში გავედი , ოთახი ძალიან ვიწრო იყო . ნიჟარაში უამარავი გასარეცხი ჭურჭელი ელაგა, მაგიდაზე საჭმლის ნარჩენები და ლუდის ქილები ეწყო . ყველაფერი ანგრეული დამხვდა . ვეკოზე ვბრაზობდი, ხომ იცის რომ ვერ ვიტან ხმაურს. მაცივარი სულ ცარიელი იყო , არც მაღაზიაში ჩასვლის თავი მაქვს . მაგიდაზე საწებელი ვიპოვე , ორი ცალი კვერცი შევიწვი და გემრიელად ვჭამე . თავის ტკივილმა მალევე გამიარა და აღარც წამალი დამილევია . მისაღებიდან შეძახილები ისმოდა " მიდით ბიჭებო " , "ჩემი ბიჭია ეს" , " ნახე თუ არ მოიგებენ" , "ლაშა , ჩემი ძმა ხარ მასე გააგრძელე" , ვერ ვხვდებოდი რაზე ლაპარაკობნენ . შიგნით შესული ყველა იატაკზე მსხდომი დამხვდა . რაგბს უყურებდნენ , გამეცინა მათი შემხედვარე. როგორ არ მიყვარს ეს სპორტი . ცხოველებივით იბრძვიან , ვერც კი ვხვდები რა მოსაწონს პოულობენ ამაში . ვეკომ ამომხედა , -მოდი მომიჯექი,- მეც სხვა რა გზა მქონდა .
არ მომწონდა დიდად თამაში , დასაწყისში ძალიან არეულად თამაშობდნენ. ჯარიმაც გაუშვეს . ვერც კი ვხვდებოდი ასე რატომ გულშემატკივრობდნენ ან მოგების იმედი რატომ ჰქონდათ ვეკოს და ბიჭებს... მაგრამ მერე თითქოს ყველაფერი დალაგდა , მეც ყურების მეტი არაფერი მინდოდა . ჩვენმა კაპიტანმა ლელო გაიტანა . ვეკო გიჟივით ყვიროდა , ბიჭებიც არანაკლებ . მეც კი ძალიან გახარებული ვიყავი ამ ლელოთი . არც მინდოდა იმის აღიარება ,რომ მომწონდა თამაში , მახარებდა ბიჭების თავდაუზოგავი შრომა , მონდომება. ისიც მომწონდა როგორ იბრძოდნენ . გარდასახვაც ზუსტი იყო და ანგარიში მალევე 10:3 გახდა . წესები კარაგად ვიცოდი იმის მიუხედავად ,რომ რაგბის მოყვარული არასდროს ვყოფილვარ . მამაჩემი ბავშვობიდანვე მაყურებინებდა ყველანაირ სპორტს , განსაკუთრებით კი რაგბს . ერთ ძალიან ნაცნობ სახეს მოვკარი თვალი , ვერც კი ვხვდებოდი საიდან მეცნობოდა . ბიჭები მთელი მატჩის დროს იმას გაიძახდნენ ,რომ ლაშა მათი სიამაყე იყო . ვიზე ლაპარაკობდნენ ვერც კი ვხვდებოდი . თამაშის დროს ყველაზე მეტად ის ნაცნობი სახე მომწონდა , არანაკლებ თამაშობდნენ სხვები ,შეიძლება მეტადაც ,მაგრამ არ ვიცი რატომ... ვუყურებდი მის გაოფლილ სახეს , გაუხსნელ შუბლს , დავსრილ მაისურს . მასში ვხედავდი იმას რაც ბიჭებში მომწონდა . ბოლო წუთებში ისე აღარ ვნერვიულობდი როგორც დასაწყისში . ბორჯღალოსნებმა ტონგა 17- 10 დაამარცხეს . ასეთ გრძნობას ჩემში არასდროს უპოვია ადგილი , ამაყი ვიყავი ბიჭებით , ცხოვრებაში პირველად მომეწონა რაგბი . რამდენიმე წუთი ყველა ერთმანეთს ულოცავდა და ეხუტებოდა . უაზროდ ვიჯექი... ცოტახანში სიტუაცია ჩაცხრა.
- აბა დეაკო , მოგეწონა თამაში ? - თვალები უციმციმებდა ვეკოს . არ ვიცი რატომ არ ვამბობდი იმას რასაც ნამდვილად ვგრძნობდი.
- რავიცი , დიდი არაფერი იყო , - ავდექი და საძინებელში გავედი. დიდხანს მესმოდა "ეს კარგადაა" , " ნორმალურია?" , '' საერთოდ რის აზრზეა" , " ბიჭები როგორ იბრძოდნენ და ამან დიდი ვერაფერიო , " , " ბიჭებო გაჩერდით '' . არ ვბრაზობდი ბიჭების სიტყვებზე , არც ყურადღებას ვაქცევდი . ერთადერთი რაზეც ვფიქრობდი ეს იმ უცნობი ბიჭის ნაცნობი სახე იყო . ვბრაზობდი ჩემ თავზე , ისევ მის მამაკაცურ სახეს წარმოვიდგენდი , ვხედავდი როგორ იბრძოდა გამარჯვებისთვის მერე გამახსენდა ,რომ სამეცადინო მქონდა ...მაგრამ გული ვერაფერს დავუდე . მისაღებში ნახევარ საათში დავბრუნდი , ბიჭები ისევ მისაღებში დამხვდნენ . ყველა იცინოდა სანამ ჩემი სახე დაინახეს .
- ვეკო სად არის ? - თვალი მოვავლე ყველას ,მაგრამ ვეკო ვერსად ვიპოვე.
- მაღაზიაში ჩავიდა ნიკასთან ერთად რაღაცებს ამოვიტანთო , - გაბრაზებულმა მითხრა ვატომ , გაბრაზებული ხმა ჰქონდა. არასდროს გამიგია მისგან უხეში ტონი , მუდამ კარგად მექცეოდა. წლებია ერთმანეთს ვიცნობთ .

4love.geWhere stories live. Discover now