ღამის მეგობრები

238 6 0
                                    

დედაჩემის თქმით ცელქი ბავშვი არ ვიყავი. პირიქით ზედმეტად ჭკვინიც კი ვიყავი ჩემი ასაკის კვალობაზე. სულ მაინტერესებდა რას აკეთებდა, როგორ აკეთებდა. აი სამეზობლოში რომ გაგეკითხათ ვინ იყო ლენკა ხუციშვილი, ალბათ ყველა ერთსა და იმავეს გიპასუხებდათ, შეიძლება სხვადასხვანაირადაც კი. არ ვიცი ასეთი რა დავაშავე, მაგრამ ჩემი მეზობლები «ეზოს დამაქცევარს» მეძახდნენ. ერთი ორჯერ თურმე მათი შვილებიც მიცემია, მაგრამ უმიზეზოდ არა რათქმაუნდა.
ასაკის მიუხედავად ზოგჯერ ახლაც მიპყრობს მათი ცემის სურვილი, თან ისე ძალიან რომ ემოციებს ვერ ვაკონტროლებ. ერთი ბიჭი მიყვარდა ბავშვობაში, ისიც ჩვენი ეზოს მეგობარი იყო. სულ ერთად ვაფუჭებდით რაც გასაფუჭებელი იყო. ჩემზე ორი წლით უფროსი იყო, მაგრამ მაინც კარგად ვუგებდი ჩემი ასაკის მიუხედავად. ხუთი წლის რომ გავხდი, მისმა მშობლებმა ბინა გაყიდეს და წავიდა, კაცმა არ იცის სად. იმის მერე მთელი ბავშვობა სულ ვეძებდი. ბაღშიც, სკოლაშიც... მერე მივხვდი რომ ის რასაც მე ვაკეთებდი დიდი სისულელე იყო და შევეშვი. სიმართლე რომ გითხრათ დღეს მისი გვარიც კი არ მახსოვს. თან ბავშვობაში ვიღაც მიყვარდა დიდი ამბავი.

მოგეხსენებათ ჩვენთან თბილისში როგორი სიცივეები იცის ზამთარში. არც მე დამინდო ბუნებამ და ფილტვების ანთებით ჩამაწვინა. კიდევ კარგი ჩემი სამსახური დროებით დაკეთეს. ოფისს არემონტებენ და გადარბენები აქვთ. პატარა ფართი იქირავეს და ვინც საჭირო იყო მხოლოდ ისინი დაიტოვეს თან. მე არც არაფერში ვჭირდები, უბრალოდ მამაჩემმა თხოვა თავის მეგობარს და იმან გამომიძებნა გაჭირვების დროს სამსახური. ფურცლები დამაქვს წინ და უკან და ამაში ვიღებ სამას ლარს. ფული რა მოსატანია ჩემს ანთებასთან. მთელი ერთი კვირა უბრალო გაციება მეგონა, მეც და ჩემებსაც. მერე როცა არა და არ გამიარა დედაჩემის დაჟინებული თხოვნით წავედი კლინიკაში გასასინჯათ. ისეთი გაბადრული სახით მახარა ექიმმა ფილტვების ანთება გაქვს, იმის მაგივრად რომ მწეყნოდა ხათრით გამიხარდა. ხომ იცით ამ დროს დედები როგორი ნერვიულებიც ხდებიან? დედაჩემიც ზუსტად ეგ შემთხვევაა. რა წამალი არ დამალევინა, ნემსებს თავისი ოქროს ხელებით მიკეთებდა. პატარაობიდან მეშინია ერთი წვრილი ნემსის. მამაჩემი სულ დამცინოდა ამის როგორ გეშინიაო და ერთხელ რომ დაჭირდა მთასავით კაცი დაპატარავდა. იმის მერე სულ დავცინივარ. ახლაც ნემსი რომ გამოაჩინა დედაჩემმა პირველი სოფელში წასული მამა გამახსენდა, მერე მივხვდი რატომაც გამოაჩინა და სატირლად დავბრიცე ტუჩები.
იყოს ეს ანთება არ მიშლის არაფეში ხელს. _ შევევედრე დედას და ნემსიანი ხელი დავუკავე.

4love.geWhere stories live. Discover now