დაუსრულებლააად... Part IV

207 8 0
                                    


3 კვირა გავიდა იმ ამბების მერე.იკამ და ლაშამ რამდენჯერმე დაურეკეს ნუცას,ათასი მადლობა გადაუხადეს,დედისგან და მამისგანაც.ნუცამ ერთხელ ძლივს კითხა როგორ იყო თორნიკე,რაზეც ბიჭებმა უპასუხეს,რომ უჭირდა გადახარშვა იმ ამბების და არ იყო ქალაქში.
სინამდვილეში ყიფიანი არსადაც არ წასულა,გიჟდებოდა ნუცას გარევა რომ დასჭირდა.ენატრებოდა გოგო,ისე ძალიან,რომ ყოველ ღამე მიდიოდა ნუცას ბინასთან და ჩუმად უყურებდა.ერთი ორჯერ კი დაინახა აივანზე ავალიშვილი გამოსული,თვალმოუშორებლივ უყურებდა ნუცას.ამითაც კმაყოფილდებოდა.სამაგიეროდ ნუცა დარდისგან აღარ იყო,არც ჭამდა ,აღარც სწავლა უნდოდა.დეიდამისი რომ არა ,მთელი დღე მშერ-მწყურვალი იქნებოდა.
ერთხელ ,ოქტომბრის თბილ საღამოს, ნუცამ დეიდას შესთავაზა ნაგავს მე გადავყრიო.თბილი სპორტულები ჩაიცვა და ჩავიდა.ნელნელა მოსეირნობდა.სიამოვნებდა სასიამოვნო საღამოს .უცბად თავისი სახლის წინ,ხეების უკან მოტოციკლზე მიყრდნობილი სილუეტი შენიშნა.
-თორნიკეა,ის არის და ჩემ სახლს უყურებს.მე მითვალთვალებს?-თავის თავს ელაპარაკებოდა ნუცა და არ იცოდა რა ექნა.უცბად თვალები გაუფართოვდა,აი საიდან მეცნობოდა მისი ლურჯი თვალები.ესეთი თვალები არავის არა აქვს.ის მოტოციკლისტია მე რომ გამოცდის დღეს კინაღამ დამეჯახა.ის არის და თვითონ იცის,არ მითხრა.გაუცნობიერებლად დაიძრა ბიჭისკენ.
-შენ ის ხარ ხომ კინაღამ რომ დამეჯახე იმ დაწყევლილ დღეს?
თორნიკემ მოიხედა.ისეთი სიმპატიური იყო გაწეწილი ხვეული თმით,მოტოციკლეტს მიყრდნობოდა და სიგარეტს ეწეოდა,თვალები დაწვრილებოდა ღიმილისგან,როგორც იცოდა.
-როგორ მიხვდი?ისე დიდი დრო კი დაგჭირდა.აი მე კიდევ იმ დღეს დაწყევლილს ვერ დავარქმევ.მე იმ დღეს გიპოვე და უბრალოდ ვერ დაგივიწყე.-თვალმოუშორებლად ელაპარაკებოდა ნუცას.
-გინდა მოტოთი გაგასეირნო?მაქვს ჩაფხუტი შენთვისაც.
-ოღონდ ძალიანაც ნუ აიწყვიტავ,ხომ იცი შენნაირი ექსტრემალი არ ვარ.
ნუცა უკან მიუჯდა და ხელები შემოხვია ყიფიანს.ეშინოდა ძალიან და რაც ძალი და ღონე ჰქონდა ისე უჭერდა ხელებს თორნიკეს.
-რა ლამაზი ადგილია,მთელი თბილისი ხელისგულზე ჩანს.
-ხო, როცა ცუდ ხასიათზე ვარ ხშირად ამოვდივარ აქ.
თორნიკე ძალიან ახლოს მივიდა გოგოსთან,ჩამოყრილი თმა გადაუწია და შუბლი მიადო.
-შემიყვარდი ნუცა,შენს გარეშე აღარ მინდა,სასამართლოში რომ დაგინახე მოვკვდი.როგორ არ მინდოდა ასე მომხდარიყო.
-თოკო,ამაზე აღარ ვილაპარაკოთ.მე ეს უნდა გამეკეთებინა,ისე როგორ უნდა მეცხოვრა და მეარსება შენ თუ გისოსებს მიღმა იქნებოდი-თავდახრილი ლაპარაკობდა ავალიშვილი.
ყიფიანმა ნიკაპზე მოკიდა ხელი და თავი ააწევინა,თვალებში უყურებდნენ ერტმანეთს. შუბლზე აკოცა ნუცას, თვალებიც დაუკოცნა.ორივე თრთოდნენ ერთმანეთის სიახლოვით.ბოლოს მთელი სიმხურვალით დაეწაფა ამობურცულ ტუჩებზე და დიდხანს არ მოშორებია.
-ჩემი ხარ ნუციკო,არასოდეს მოგშორდები,მოგიწევს ჩემი ატანა-ჩუმად ეჩურჩულებოდა ბიჭი.-პირველ დღესვე მივხვდი ,რომ უნდა მეპოვნე,ჩემი უნდა გამხდარიყავი შენი ცრემლიანი თვალების დანახვისთანავე გავგიჟდი შენზე.გულზე მიიხუტა გოგო და ასე იდგნენ დიდხანს ,თან თაფლისფერ თმებზე ეალერსებოდა ნაზად.ნუცა გატრუნული უსმენდა ყიფიანის ძლიერ გულისცემას და სიხარულის ცრემლები მოსდიოდა.პირველად შუყვარდათ ორივეს.........
ამ დღის მერე აღარავის უნახავს თორნიკე ნუცას გარეშე და ნუცა თორნიკეს გარეშე...................

4love.geWhere stories live. Discover now