თავი 26(დასასრული)

1.6K 68 36
                                    

მე ვიყავი გოგონა რომელსაც ცხოვრებაში ყველაფერი ქონდა,მაგრამ ეს ყველაფერი არ მაბედნიერებდა.ვიღიმოდი,მაგრამ ეს ღიმილი არ იყო ნამდვილი.ვცხოვრობდი, მაგრამ არ მქონდა ამის სურვილი.ერთ დღეს გამოჩნდა ადამიანი,რომელმაც მთლიანად შემცვალა.შეცვალა ჩემი წარმოსახვა სიცოცხლეზე.მას ვერ ვიტანდი, მძულდა.თავიდან ტკივილს მაყენებდა,მაგრამ გადიოდა დრო და მე ის მიყვარდებოდა.ერთად გამოვიარეთ უამრავი თავგადასავალი,ტკივილი,მაგრამ მაინც მყარად ვიდექით ფეხზე და იცით როგორ ხდებოდა ეს?ჩვენ ერთმანეთი გვყავდა.ერთმანეთს ვავსებდით და ვაბედნიერებდით.ის იყო ჩემი ცხოვრების მიზეზი და სწორედ მის გამო ვიცხოვრებ ამ უსამართლო ცხოვრებაში,რადგან ყველაზე და ყველაფერზე მეტად მიყვარს.ეს გრძნობა არაამქვეყნიურია.სიყვარულს ვერასდროს ვერ გადმოსცემ სრულებით.ეს შეუძლებელია.რასაც მე ჰარისსადმი ვგრძნობ სიტყვებით ვერ ავღწერ. უბრალოდ გასაოცარია როდესაც იცი რომ შენს გვერდზე არის ადამიანი რომელსაც მთელი გულით უყვარხარ.ამაზე გასახარი არაფერია.ვერც კი წარმოვიდგენდი თუ მე ჰარი სტაილსი,ბიჭი რომელიც ყველზე უხეში და დაუნდობელი იყო შემიყვარდებოდა,მაგრამ ჩემი სიძულვილი სიყვარულში გადაიზარდა.როდესაც არ ელოდები სწორედ მაშინ გეწვევა ეს გრძნობა.ცხოვრება სიურპრიზებით არის სავსე.ჩემი სიურპრიზი კი ჰარია.ადამიანი რომელმაც სიყვარული მასწავლა.რომელიც მუდამ გვერდში მედგა და მიდგას კიდეც.ადამიანი რომელიც საკუთარ თავზე მეტად მიყვარს.ჰარი იყო ჩემი ერთადერთი და განუმეორებელი სიყვარული,არის და იქნება სამუდამოდ...

დასასრული

🎉 You've finished reading სიძულვილი რომელსაც სიყვარული შეცვლის 🎉
სიძულვილი რომელსაც სიყვარული შეცვლისWhere stories live. Discover now