თავი 8

1.4K 70 14
                                    

*ჰარის თვალთახედვით*
არ ვიცი რატომ,მაგრამ რაც ვუთხარი იმის მერე მია ცუდად გახდა გონება დაკარგა და კრუნჩხვებში ჩავარდა.ზეინს დავუძახე, რადგან არ ვიცოდი ესეთ მომენტებში რა უნდა მექნა.
-შენ რა სულ გააფრინე ბიჭო?როგორ შეგიძლია ამ მდომარეობამდე მიიყვანო?-შემომიღრინა.
-რავიცოდი ესე თუ იმოქმედებდა მასზე რაც ვუთხარი.რა უნდა ვქნათ?-ვიკითხე დაბნეულმა.
-დამამშვიდებელი ნემსი უნდა გავუკეთოთ.პირველი სართულის სააბაზანოშია ჩადი და ამოიტანე.-აღარაფერი მითქვამს ეგრევე ჩავირბინე დაბლა.ყველაფერი რაც ზეინმა მითხრა მაღლა ავიტანე.მან ნემსი გაუკეთა.დავინახე მისი აკანკალებული სხეული ნელ-ნელა როგორ დამშვიდდა.მე და ზეინი გარეთ გავედით.საუბარი კი მან წამოიწყო.
-ასეთი რა უთხარო რომ გოგოს პანიკური შეტევა დაემართა?
-არაფერი ზეინ გარდა იმისა რომ მამამისი ნაბიჭვარია.თვითონ კი კახპა ისევე როგორც დედამისი.-ჩემს მონაყოლზე ზეინს უამრავმა ფერმა გადაურბინა სახეზე.მაგრამ ახლა მარტო გაბრაზებას ასხივებდა.
-შენ სულ გააფრინე?ნუთუ არიცი რომ დედამისმა თავი მოიკლა? ჯერ კიდევ მაშინ როდესაც მია 6 წლის იყო...
მისი სიტყვები მოსმენა და ჩემი გაშეშება ერთი იყო.აი თურმე რატომ დაეწყო შეტევა.
-რატომ მოიკლა თავი?-ვიკითხე რადგან მართლა მაინტერესებდა.
-ეს ამბავი არავინ იცის.პიტერი მასსზე ძალადობდა.ამ ქალმა კი ვეღარ გაუძლო და აბაზანაში ვენებგადაჭრილი იპოვეს.და იცი ვინ იპოვა იქ?მიამ! სწორედ მაგიტო გახდა ესე ცუდად.სირი ხარ.როგორ შეიძლება შურისძიებამ ეგრე დაგაბრმაოს რომ სიტყვებს ვერ არჩევდე?-
ლაპარაკი უნდა წამომეწყო,როდესაც მიას ოთახიდან რაღაცის მტვრევის ხმა შემომესმა.ფეხზე წამოვხტი,მაღლა ავედი და მიას ოთახში შევარდი.

*მიას თვალთახედვით*
გამეღვიძა თუ არა ისევ ჰარის სიტყვები მიტრიალებდა თავში.კომოდზე წყალი იდო, გადავიხარე უნდა ამეღო,მაგრამ ხელი ამიკანკალდა და ჭიქა ხელიდან გამივარდა.ორი წუთიც არ იყო გასული ოთახში ჰარი შემოვიდა.დავინახე თუ არა შიშმა ამიტანა და ისევ ავკანკალდი.
-არაფრის დაშავებას ვაპირებ უბრალოდ მაინტერესებს როგორ ხარ?-უფრო რბილი და თბილი ტონით მომმართა ვიდრე ოდესმე.ხმას ვერ ვიღებდი სამაგიეროდ ჩემი ცრემლები არ წყდებოდნენ.ჩემდა გასაკვირად მოვიდა და ჩამეხუტა.
-მაპატიე ვიცი რასაც ნიშნავს საყვარელი ადამიანის დაკარგვა, მაგრამ მაშინ წყობიდან ვიყავი გამოსული და თავი ვერ შევიკავე.-ეს ჩახუტება არ მესიამოვნა ამიტომ მისგან დაღწევა ვცადე.უცებ მოეგო გონს და მომშორდა.
-ხმას არ ამოიღებ?!-ტონი გაამკაცრა.
-რატომ უნდა ამოვიღო ვალდებული ვარ?
-ასე ნუ მელაპარაკები.-კბილებში გამოცრა,დავინახე როგორ დაეჭიმა ვენები.
-ძალიან დავიღალე ესე ყოფნით ან გამიშვით ან მომკალით უკვე აღარ შემიძლია აქ გაჩერება.
-მოგიწევს ლამაზო.-ეშმაკურად გამიღიმა და ჩემი წინ ჩამოვარდნილი თმა ყურს უკან გადამიწია.მე კი რატომღაც გულის რევის შეგრძნება დამეუფლა.
-ფუ.-ზიზღის თვალებით შევხედე.თვითონ კი წამოენთო მკლავში ხელი მომკიდა და კედელს მიმანარცხა.თავი მივარტყი რის გამოც ოდნავ თაბრუ დამეხვა და წავბარბაცდი.ისევ მომიჭირა მკლავზე ხელი.ძალიან მტკიოდა.თვალიდან ცრემლები კი ღაპა-ღუპით მდიოდა.ხელზე როგორც კი დამხედა გამიშვა და გაოცებული თვალებით ამომხედა.
-შენ შენ ეს საიდან გაქ?მიმითითა ჩემს პატარა ტატუზე, რომელიც მე და ჯემამ გავიკეთეთ ერთად.ამის მერე კი დავიფიცეთ რომ ერთმანეთი ყოველთვის გვეყვარებოდა და სულ ერთად ვიქნებოდით.მის გახსენებაზე უფრო ამიტყდა ტირილი და იქვე ჩავიკეცე.
-რა გჭირს?-ხმას არ ვცემდი.
-მიპასუხე!
-არაფერი...-წამოვდექი და თვალებში კარგად ჩავხედე.შემდეგ კი საწოლში ჩავწექი.გამიკვირდა არაფერი რომ არ მითხრა.მას ზურგი ვაქციე და თვალები მივნაბე....

*ჰარის თვალთახედვით*
მისი თვალები დავინახე თუ რამდენი ტკივილი,შიში და ზიზღი იგრძნობოდა მის ჩაწითლებულ თვალებში. ერთ ხანს ვინანე კიდეც,მაგრამ გამახსენდა რომ იმ ნაბიჭვარს შესაძლოა აღელვებდეს, დავივიწყე და ისევ სიბოროტემ გაიღვიძა ჩემში.მის ხელზე ტატუ დავინახე.გული კინაღამ გიმსკდა როდესაც გამახსენდა რომ ჩემს დასაც მსგავსი ტატუ ქონდა,მაგრამ ყველფერი შესაძლებელია. ალბათ დაემთხვა.
ამ ფიქრებში მივედი ჩემს ოთახამდე და დასვენება გადავწყვიტე....

სიძულვილი რომელსაც სიყვარული შეცვლისWhere stories live. Discover now