თავი 16

1.2K 70 16
                                    

ორი კვირა გავიდა,იმის შემდეგ რაც ჰარის ხმას არ ვცემდი.ამ ორი კვირის მანძილზე მე და ალექსი ძალიან დავახლოვდით.ვატყობდი რომ ჩემდამი გრძნობები უჩდებოდა,რაც არ მსიამოვნებდა,რადგან ჩემი გული სხვას ეკუთვნოდა.საბოლოოდ კი ალექსი დარჩებოდა გულნატკენი.ვხედავდი კოლეჯში თუ როგორ ეჯდა კალთაში ჰარის ელენა.ამ სანახაობაზე მუდამ გულის რევის შეგრძნება მიჩნდებოდა.მინდოდა თმაში ვცემოდი და გამეპუტა,მაგრამ ამას არ ვიზავ,მის დონემდე არ დავალ....მთელი დღეა ალექსი თვალებში შემომციცინებს. მეც ბედნიერი ვარ რომ ესეთი მეგობარი გავიჩინე.ვიცი მას მეგობრობაზე მეტი უნდა, უბრალოდ მე არ ვაძლევ ამის უფლებას.და რა მოხდება მეც რომ ვისიამოვნო?იქნებ ალექსი შემიყვარდეს.ჰარის როგორც ჩანს ფეხებზე ვკიდივარ.შესანიშნავად ერთობა იმ ძუკნასთან.ფიქრიდან ალექსის ხმამ გამომიყვანა.
-მია აქ ხარ?-ხელები თვალწინ ამიფრიალა.
-კი აქ ვარ,უბრალოდ ჩავდიქრდი.აბა მითხარი რაზე მესაუბრებოდი?
-იქნებ დღეს სადმე წავიდეთ.მაგალითად კინოში და მერე კაფეში რას იტყვი?-ცუდად ნამდვილად არ ჟღერს.არაფერი დაშავდება თუ წავალ...
-კი შესანიშნავი იდეაა ალექს.-გახარებული ჩემთან ახლოს მოვიდა და გადამეხვია.მეც მოვხვიე ხელები,მერე კი ლიტერატურის კაბინეტისკენ დავიძარით...

*ჰარის თვალთახედვით*
ვიფიქრე თუ მიას ყურადღებას არ მივაქცევდი ჩემთან კონტაკტს ეცდებოდა,მაგრამ სულ ტყუილად.ის მაინც მაიგნორებდა და იმ ნაბიჭვარ ალექსთან ერთად იყო.ერთმანეთს თვალებში შესციცინებდნენ რაც მაგიჟებდა და ძალიან მტკიოდა გული,მიას ესეთი საქციელის გამო.იცი როგორი მტკივნეულია როდესაც საყვარელ ადამიანს სხვას ეხება?ის სხვა არის მისი ღიმილის და ბედნიერების მიზეზი??ეს უბრალოდ ტანჯვაა მეტი არაფერი.გული ორად მეხლიჩება,როდესაც ისინი ერთმანეთს ეხუტებიან.სიმწრისგან მთელი ორგანიზმი მიხურს.ვეჭვიანობ დიახ ვეჭვიანობ.არც კი ვიცი ამის დედაც...მე პირველად შემიყვარდა გოგონა.დიახ არ მოგესმათ მე ის მიყვარს.
სიყვარული არის ყველაზე ტკბილი,თბილი და მსოფლიოში საუკეთესო გრძნობა.როდესაც მისი დანახვისას გული სითბოთი გეჟღინთება,ღრიალი გინდა,მის გამო თავსაც კი გაწირავ.მისი შეხება ტანში ჟრუანტელს გიჩენს.ამბობენ სიყვარული,ტკივილის გარეშე არ არსებობსო.თუ სიყვარულს ტკივილის გარეშე გამოცდი,ეს ნამდვილი სიყვარული არ ყოფილაო.მე ახლა ტკივილის ფაზაზე ვარ.გული მტკივა,რადგან მას ვერ ვეხუტები,ვერ ვკოცნი...ფიქრიდან ზეინის ხმამ გამომიყვანა.
-რა ჯანდაბა გჭირს ჰარი?ერთი საათია გელაპარაკები შენ კი ხმას არ მცემ.
-ზეინ შეიძლება ცალკე ვისაუბროთ?-ვიკითხე რადგან აქ ელენა და მისი სადაქალო იყო.
-აუუ ჰააზ კაი რა ჩვენთან დასამალი რა გაქ?-უფრო მაგრად მომეკრო ელენა.
-ელენა გადადი ზეინს უნდა დაველაპარაკო.-მაინც არ გადადიოდ, ამიტომ ძალით გადავსვი.ზეინს მაისურში ჩავავლე ხელი და გარეთ რასაც ქვია გავიტანე.
-ბიჭო შენ სულ გამოსირდი ხო?რა ჯანდაბა გემართება მთელი დღეები სადღაც დაფრინავ.რახდება ვინმე ხო არ შეგიყვარდა?-გაეცინა მე კი თავი ჩავხარე.
-არ არსებობს.....მოიცა ანუ შენ ღმერთო ჰარი სტალის ვიღაც შეუყვარდა...არ მჯერა.აფორიაქებული იყო.მე კი მეცინებოდ.
-ძმაო მე..მე შემიყვარდა მე ისა რაქვია.-ფუ ამის.
-ჰარი დებილი არ ვარ ვიცი ვინც შეგიყვარდა...მია ხომ მართალი ვარ?-ეშმაკურად გაიღიმა.
-ხო.მე კი ეს არ ვიცი მინდოდა თუ არა.ის ბედნიერია,მე კი ვიტანჯები იმ ნაბიჭვარმა წამართვააა რავქნაა?-მოთმინების უნარი დავკარგე და დავიღრიალე,რის გამოც რამდენიმე ბავშვის ყურადღება მივიქციე.
-რას მომშტერებიხართ გაიარეთ.-დავიღინე.შეშინებულები წავიდნენ.
-ჰარი დამშვიდდი დარწმუნებული ვარ მია არაფერს გრძნობს ალექსის მიმართ.-ესეთი დარწმუნებული რატოა?
-აბა რატომ უღიმის?რატომ ეხუტება?გამუდმებით ერთად რატომ დადიან?დავიღალე გესმის?ყელში ამომივიდა იმ ალექსთან მივალ და მივახრჩობ...ვერ გაბედავს და ჩემს გოგოს ხელს ვერ დააკარებს,თორე ოთხივე კიდურს ორ წამში მოვუნგრევ!
-ჰარი თავის გაკონტროლებას თუ ვერ ისწავლი მიას სამუდამოდ დაკარგავ.-გამაფრთხილებელი ტონით მომიგო და წყლის ბოთლი მომაწოდა.
-მე ის მაშინ დავკარგე,როდესაც საპირფარეშოში კახპა ვუწოდე...-ჩემი საქციელის გამო მართლაც რომ ძალიან ვწუხდი.
-მართლა გარეკე.იცი რომ მას საერთოდ შეყვარებულიც კი არ ყოლია?ნუთუ მის შესახებ სტატია არ წაიკითხე?მას ბიჭთან სექსი არ ქონია გესმის?როგორ შეგიძლია ესეთ ნაზ და სულით წმინდა გოგოს კახპა უწოდო?ბოდიში მოუხადე ჰარი!-მისი სიტყვებით შოკირებული ვიყავი ნუთუ მას შეყვარებული არასდროს ყოლია?ღმერთო მაგიჟებს.
-ვცადე მაგრამ არა მელაპარაკება.
-ჰარი მისმინე მას ხან კარგად ექცევი ხან კი ცუდად.შენთვითონ არ იცი რა გინდა, ამიტომ ჩამოყალიბდი და გადაწყვეტილებები მერე მიიღე!
-ვიცი რაც მინდ ზეინ.მე ის მინდა!მინდა რომ ჩემი იყოს,მარტო ჩემი მარტო მე მეხებოდეს და მარტო მე ვიყო მისი ღიმილის მიზეზი.
-რაზე ოცნებობ ჰარი?მოულოდნელი იყო მისი კითხვა,მაგრამ პასუხი ამაზეც მქონდა.
-ვოცნებობდი რომ დამენახა მის თვალებში ის სიყვარული,რომელიც არის ჩემში...როდესაც დღეს იღიმოდა..როდესაც ბედნიერებას ასხივებდა,მე ის დავინახე, მაგრამ ის მე არ მეკუთვნოდა...

სიძულვილი რომელსაც სიყვარული შეცვლისWhere stories live. Discover now