ესეც გადავლახეთ

114 14 8
                                    

მანქანაში ვიჯექი და რობერტის სიტყვებზე ვფიქრობდი. არ ვიცი დედაჩემი ასე როგორ მოიქცა. თანაც არავის არაფერი გვითხრა, მაგრამ მე საერთოდ ხმა არ მაქვს ამოსაღები. ამდენი ხანი ოჯახს შავი სამკუთხედის წევრობას ვუმალავდი, რადგან ვიცოდიც ვერავინ გამიგებდა. უბრალოდ პანიკებში ჩავარდებოდა და ჩხუბს დამიწყებდა. მე კი ეს ყველაფერი ავიცილე თავიდან. ჩარლზის სახლში მივედი თუ არა დედაჩემს დაველაპარაკე. არ მინდოდა ვინმეს რამე გაეგო და ამიტომ ცალკე გავიყვანე.
-ეს როგორ გაბედე? მე მეჩხუბები და შენ იგივეს აკეთებ. რატომ მოკალი რობერტის დედა? ამდენი იმედგაცრუებით დავიღალე. ყველა თითქოს ერთად შეიკრა, რომ მე გული მატკინოთ და ნამსხვრევებად დაშალოთ. პასუხი გამეცი და მითხარი ეს როგორ გააკეთე? უკვე აღარავის ნდობა აღარ მაქვს. იმის მაგივრად, რომ რამე გაგეკეთებინა, რომელიმე რაზმისთვის დახმარება გაგეწია, უბრალოდ ადექი და დედამისი მოკალი-ამ დროს თვალებიდან ცრემლები წამომცვივდა. ამ პერიოდის განმავლობაში, მის წინაშე ცრემლი პირველად ჩამოსრიალდა ჩენს სახეზე, პირველად დაინახა,რომ სუსტი ვარ.
     -შენ არ იცი რა გამოვიარე. არ იცი ეს რა საშინელება იყო.
     -მე არ ვიცი?-ვუთხარი და ტირილით ჩავიცინე-ჩემზე კარგად არავინ იცის ეს რა საშინელებაცაა. რა გგონია აბა შავ სამკუთხედში ყოფნა? მხოლოდ ლექციებზე დასწრებაა. ყოველ წამს ვიღაც ნაძირალასთან მიწევს სროლა ან მათზე გაკიდება, მაგრამ მე ამ სიტყვებით თავს არ გაცოდებ. იმიტომ, რომ ეს ყველაფერი მე ავირჩიე. ეს არის ერთადერთი რამ რაშიც საკუთარი თავი აღმოვაჩინე, მაგრამ ამ ყველაფერს ბევრი ცუდი მოჰყვა. ყველა ადამიანის რეალური სახე დავინახე.
    -შენ მე რატომ მედრები? მე ზრდასრული ადამიანი ვარ და შემიძლია ისე მოვიქცე როგორც მინდა, მაგრამ შენ ასეთი უფლება არ გაქვს. ჯერ კიდევ სკოლის მოსწავლე ხარ.
     -დედა უკვე სრულწლოვანი ვარ. ასაკს არ აქვს მნიშვნელობა, რადგან ამ პერიოდში მხოლოდ დიდმა ადამიანებმა მატკინეს გული და პატარები დამიდგნენ გვერდში.
ამის შემდეგ აღარაფერი გამიკეთებია. დიდად ვერ ვიტყვი, რომ ამ ფაქტმა ძალიან გამამწარა, რადგან საკუთარი გამოცდილებიდან ვიცი, რა რთულია მკვლელებთნა ურთიერთობა. შეიძლება ნებისმიერ დროს უბრალოდ რაღაც საშინელი გაიძულონ. ამის მერე ჩარლზის ოთახში შევედი, საწოლზე ჩამოვჯექი და თავი მუხლებზე დავიდე. ამ დროს ოთახში ჩარლზი შემოვიდა, გვერდზე დამიჯდა და ჩამეხუტა. მე კი ავდექი და მას ყველაფერი მოვუყევი დედაჩემის შესახებ. მერე კი ვუთხარი:
     -ამდენი პრობლემებით ძალიან დავიღალე. მილიონ მკვლელებთან მქონია შეხება, მაგრამ ასეთებთან ნამდვილად არა. ანუ ყველა ჩემი ახლობელი და ძვირფასი ადამიანი აღმოჩნდა. ეს მტკენს ყველაზე მეტად გულს. დანარჩენი კი არაფერი.
ჩარლზი ყველა ჩემს საუბარს დუმილით და ტკბილი ჩახუტებით ხვდებოდა. უცებ თავბრუ დამეხვა და ხელი საფეთქელთან მივიტანე. ამან ჩარლზის ყურადღება მიიქცია.
     -კარგად ხარ?
     -კი, კარგად ვარ. ახლა უფრო კარგად ვარ ,როცა ეს ყველაფერი დასასრულს უახლოვდება. ასე უფრო კარგად ვარ.
    -როცა ეს ამბავი დამთავრდება რას აპირებ? ექიმთან არ წახვალ?
    -არა ჩარლზ. მე არ მჭირდება წამლები. მე ყველაზე მეტად ახლა ამ ყველაფრის დასრულება და ძვირფას ადამიანებთან დროის გატარება მინდა. ეს ყველაფერი კი ნამდვილად მიშველის.
     -როგორც გინდა-მითხრა და კიდევ უფრო მომეკრო.
უცებ ეზოდან მანქანების და იარაღის ხმა გაისმა. მაშინვე ოთახიდან გავედი და დაბლა ჩავედი. ორივემ ხელში იარაღი ამოვიღეთ და კარებისკენ მივუშვირეთ. მოულოდნელად ფანჯრებს და კარებებს თოფი ესროლეს, ირგვლივ ნამსხვრევების წვიმა იყო. სახლში შემოცვივდნენ. მე და ჩარლზი მაშინვე წამოვდექით, ერთმანეთს ზურგით მივეყრდენით. მე ერთ ხელში იარაღი მეჭირა, უცებ ჩარლზი ჩემსკენ შემობრუნდა, მომიახლოვდა და მოულოდნელად ჯიბიდან იარაღი ამომაცალა, ისევ ზურგით მივეკარით ერთმანეთს და ჩვენს მხარეს ვასუფთავებდით. მერე მეორე იარაღიც ამოვიღე და ორივე იარაღით დავიწყე სროლა, როცა ვიღაცამ ფეხში ტყვია მომახვედრა. უცებ ტკივილის გამომხატველი ხმით დავიყვირე.
     -უნდა წავიდეთ-დაიყვირა ჩარლზმა.
     -ხალხი გავუშვით ყველაფერი მოვაგვარეთ-ყურსასმენში ედისონის ხმა გაისმა.
რადგანაც ყველაფერი რიგზე იყო, სახლიდან გამოვედით. ამჯერად ჩარლზის დედაც წამოვიყვანეთ. დედაჩემი ჩარლზის დედა და კლარკი ცალკე მანქანაში ჩასხდნენ. დედაჩემს ვუთხარი, რომ მხოლოდ შავი სამკუთხედის შენობაში წასულიყვნენ. მე და ჩარლზი კი ცენტრისკენ წავიდოდით .მშობლები გავაცილეთ. ახლა ჩვენი ჯერი იყო. გარეთ გამოვედით და სანამ მანქანაში ჩავსხდებოდით, ჩემს წინ ერთი შავნიღბიანი დადგა. ეს ადამი იყო.ორივე გავშეშდით. ერთმანეთს ვერ ვესროდით. ორივეს რაღაც ურთიერთობა გაგვიჩნდა ერთმანეთის მიმართ. უფრო მეგობრული. და ასე უბრალოდ გასროლა არ შეგვეძლო. ბოლოს იარაღი დავუშვი და კოჭლობით მანქანაში ჩავჯექი. ფეხიდან სისხლი მდიოდა. მაშინვე ცენტრისკენ დავიძარით. ჩვენს შევასწარით და სადაც ედისონი იყო იმ ოთახში შევედით. ტელეფონი ეჭირა და ვიდეო ზარით FBI-ს ელაპარაკებოდა.
     -მხოლოდ მათი დაჭერა არ გვიშველის. მთავარი მტკიცებულებებია. ეს შანსი არ გაუშვათ ხელიდან. ისინი დაიჭირეთ და მტკიცებულებების ამბავსაც როგორმე მოვაგვარებთ-თქვეს ტელეფონში.
      -აუ რა მარტივია ასე თქმა-ჩუმად გადავულაპარაკე ჩარლზს.
როცა უკვე მკვლელებიც ცენტრში იყვნენ დავიშალეთ და მათი დაჭერა დავიწყეთ. სისხლისგან ვიცლებოდი და ამიტომ ჩემი ფეხის დამუშავება გადავწყვიტე. ერთ-ერთი სურსათის მაღაზიაში შევედით და ერთ სექციაში წამლებსაც მივაგენით. ძირს ჩამოვჯექით. მე მაშინვე ფეხის დამუშავებას შევუდექი.
       -ის ადამი იყო ხომ?-მკითხა ჩარლზმა.
       -კიი, რა არის რატომ მეკითხები?
       -რა ხდება თქვენს შორის?
       -ჩარლზ, რა უნდა ხდებოდეს? მე იმის დაჭერას ვცდილობ, ის კი ჩემს მოკვლას.
       -ასე შეგიძლია ედისონი დაარწმუნო, მაგრამ მე ვერაფერს გამომაპარებ.
მის სიტყვებზე ადამის შეთანხმება დამიდგა წინ. ამდენი ტყუილი აღარ შემეძლო და ყველაფერი მოვუყევი. უკვე ფეხიც დავიმუშავე.
      -მაპატიე ამ ყველაფერს; რომ გატყუებდი. ვიცი უკვე ათასი შეცდომა დავუშვი ჩვენს ურთიერთობაში, მაგრამ დამიჯერე, ამის განზრახ გაკეთება არ მინდოდა .
უბრალოდ.......უბრალოდ.......მეგონა, რომ ამ ყველაფრის გამო შეგზიზღდებოდი. ჩემი ახლობლების გამო შენი დაც მოკვდა. მეგონა, რომ ეს ფაქტი გაგაბოროტებდა და სამუდამოდ დაგკარგავდი. შენი დაკარგვის მეშინოდა.
      -ძალიან გულნატკენი ვარ, რადგან ამ დროს ერთმანეთის გვერდით არ ვიდექით, ეს არამხოლოდ შენი, არამედ ჩემი ბრალიცაა. ასე არ უნდა მოვქცეულიყავი. მეც პანიკები დავიწყე და არც არაფერი მოგისმინე, მაგრამ შეგვიძლია თავი იმით გავიმართლოთ, რომ ჩვენმა ახლობლებმა დიდი ზიანი მოგვაყენეს. ამ ყველაფერმა კი ჭკუიდან გადაგვიყვანა და რეალურად ვერც გავიაზრეთ რას ვაკეთებდით-თქვა და საყვარლად ჩაიცინა.
     -კი ასე იყო ზუსტად. უბრალოდ აღარ მინდა ასე გაგრძელება. მე ისევ შენთან მინდა.
    -მეც, მინდა ისევ ის შავი წყვილი ვიყოთ, როგორც აქამდე. უბრალოდ ამ ფაქტმა დაგვანახა, რომ ახლობლების გამო ერთმანეთი არ უნდა დავკარგოთ.
ორივე იატაკზე ვიჯექით. ორივე თავს ვიმართლებით და საკუთარ თავებს ვადანაშაულებდით. ვიცოდი, რომ ამ ყველაფერში დიდი წვლილი მე მიმიძღოდა მაგრამ მთავარი ისაა, რომ მან ეს ყველაფერი გამიგო.
    ასე ვიჯექი, როცა ჩარლზი მომიახლოვდა, ჩემი სახე მის ხელებში აღმოჩნდა, თავისკენ ახლოს მიმიზიდა და მაკოცა. მეც ავყევი მაშინვე. მარტივი მოქნილობით მის კალთაში აღმოვჩნდი. ხელები წელზე შემომხვია, მე კი მისი კისერი ჩემს ხელებში მოვიქციე. უცებ ედისონი შემოვიდა მაღაზიაში. ხელში იარაღი ეჭირა. როცა დავინახე, უცებ ძალიან შემრცხვა და ჩარლზს მაშინვე მოვშორდი.
     -უკაცრავად, მაგრამ აქ მგონი მკვლელების დასაჭერად ვართ-თქვა და დამპლურად ჩაიცინა.
მეც მაშინვე იარაღი ავიღე და განვაგრძე.
    -არაფერს რო არ დაგაცდიან რაა-ჩაიბუზღუნა ჩარლზმა.
  მეც გავიცინე და საქმე გავაგრძელე.

Black Queen🤍👑🖤Where stories live. Discover now