დროა ყველაფერი დავასრულოთ

Mulai dari awal
                                    

  გავემზადე სეიფი გამოვაღე,  იარაღი გამოვიღე და სარკეში ჩავიხედე

Ups! Gambar ini tidak mengikuti Pedoman Konten kami. Untuk melanjutkan publikasi, hapuslah gambar ini atau unggah gambar lain.

გავემზადე სეიფი გამოვაღე, იარაღი გამოვიღე და სარკეში ჩავიხედე. მერე დაბლა ჩავედი და ის იყო კარებისკენ უნდა წავსულიყავი, რომ ხმა გავიგე.
     -ესეიგი ჩვენს წინააღმდეგ წასვლა გადაწყვიტე?
ეს რობერტი იყო, უკან შევბრუნდი.
    -და ესეიგი თქვენ ჩვენს წინააღმდეგ?
     -სიმართლის გაგება არ მოგინდა?-მეკითხება რობერტი.
    -თუ ჩემი ნერვების აშლა გინდა, ძალიან ცდები, რადგან დღეს კარგ ხასიათზე ვარ. თუ რაიმეს თქმა გინდა, მითხარი, რადგან მეჩქარება. შენს მოსაკლავად მივდივარ-ვუთხარი და ჩავიცინე.
     -როგორ გგონია დედაშენი მართლა უბრალოდ ჟურნალისტია? რატომ ვერ წარმოიდგინე, რომ ისიც რაღაც საქმეებს მიედ-მოედებოდა.
     -რა სისულელეებს ბოდიალობ?
     -შენ თუ გინდა სისულელე უწოდე, მაგრამ მე შენს ადგილას ასე არ დავარქმევდი. შენ სიმართლის გაგების გეშინია, რადგან იცი, რომ შენი მშობლები წესიერს არაფერს გააკეთებდნენ. მეც ასე ვარ დაჩაგრული. იმიტომ, რომ არავინ იცის რა შემიძლია. ხედავ მოვინდომე და ახლა მთელი ქალაქი ჩემს დასაჭერადაა გამოსული.
     -გთხოვ გადადი პირდაპირ საქმეზე რაა-ეს ვუთხარი, რადგან ამდენი შედარების მოსმენა აღარ მინდოდა.
     -როგორც გინდა. სანამ ეს ყველაფერი ამ ქალაქში მოხდებოდა, ეს ყველაფერი სხვა ქალაქში დაიწყო. სადაც ჩვენ ვკლავდით ხალხს. იცი რატომ? იმიტომ, რომ ყველა ჩვენს წინააღმდეგ იყო. ყველა დაგვცინოდა და ყველას უბრალოდ ეგონა, რომ შტერები ვიყავით. ჩვენ თვითონ ხალხმა გაგვაბოროტა. მათმა კრიტიკამ. მხოლოდ ფულიანებს შეეძლოთ რაიმეს გაკეთება. დედაშენი მაშინ იმ ქალაქის ამბებში კარგად იყო ჩართული და რატომღაც ჩვენი გამოძიება სცადა. რაღაცას წააწყდა და სიმართლე, რომ გითხრა, ჩვენზე ყველაფერი იცოდა. იცოდა, რომ ამას ვაკეთებდით და თავს იშტერებდა. და იცი როგორ მიმახვედრა ეს ყველაფერი? უბრალოდ ადგა და დედაჩემი მოკლა.
     -რა?? რატომ გგონია, რომ ამ ზღაპარს დავიჯერებ?
     -თუ გინდა არ დაიჯერო. მე ბევრი ვიტანჯე, ბევრი ცრემლი ვღვარე დედაჩემის სიკვდილის გამო. ეს ყველაფერი დედაშენის გამო მოხდა-მითხრა და სახე უფრო გაუმკაცრდა. შემდეგ კი იარაღი ამოიღო-ახლა კი მინდა ვნახო, როგორ იტანჯება დედაშენი შენს გამო-თქვა და იარაღი მე მომიშვირა.
     -შენ რაც გინდა ის ქენი, მაგრამ მე ვერასდროს მომკლავ. მე შენს წინ არ დავეცემი. ყველას დაგამარცხებთ. მერე კი ციხეში მოგინახულებთ ხოლმე-დამპლური სიცილით ვუთხარი, გვერდზე მდგარ ვაზას ხელი დავავლე და მარტივი მოქნილობით სახეში ჩავარტყი. ძირს დაეცა.
     -ნაბიჭვარო-ვუთხარი და სანამ წამოდგებოდა, ადგილიდან დავტყდი.
ბოლოს რაც გავიგე მისი ლაპარაკი იყო.
    -მოკალით ეს ძუკნა.
ამის მერე გარეთ გამოვედი და მანქანაში ჩავჯექი. უცებ თვალებიდან ცრემლები წამომცვივდა. ამდენი იმედგაცრუებით ცუდად ვხდებოდი. მერე კი უბრალოდ მანქნანა დავქოქე და წავედი. სახიდან ცრემლები მოვიწმინდე და სერიოზული სახე მივიღე, რადგან ძალიან დიდი საუბარი მელოდა დედაჩემთან.

P.S წინ კიდევ საოცარი ამბები გელოდებათ😱 მადლობა ყველას ვინც კითხულობთ🙏❤️

Black Queen🤍👑🖤Tempat cerita menjadi hidup. Temukan sekarang