წარმოდგენა არ მაქვს ამ სამ თვეში რა შეიცვალა, მაგრამ ფაქტია, ახლა ვეღარაფერს ვგრძნობ ამ შენობაში შემოსვლისას. თუმცა, როცა ჩემს ჯგუფელებს ვაკვირდები, არც ისინი არიან ისეთივე აღტაცებულები როგორც ადრე.
ალბათ ყველაფერს ვეჩვევით, თორემ სხვა რა უნდა იყოს.
ყოველ შემთხვევაში, ასეა მანამ სანამ ჩემს საყვარელ კლასამდე არ მივაღწევ და ცარიელ ოთახში არ გამოვიკეტები, სადაც ინსტრუმენტები სევდიანად ელოდებიან ვინმეს, ვინც დაუკრავს...
ვლოცულობ ხოლმე აქ მოსვლამდე რომ არავინ დამხვდეს, თუმცა უმეტესად მიმართლებს.
მერე კი.. აჰ. იმ წამს, ჩემს საყვარელ ინსტრუმენტს რომ შევეხები, თითქოს ენერგიით ვივსები და ვიმუხტები. სხეულში ჟრუანტელი მივლის და სუნთქვა მეკვრის. ყოველ ჯერზე, თუნდაც ყოველ დღე ხდებოდეს ეს.
ვგიჟდები იმ შეგრძნებებზე ჩელოს შეხებისას რომ მიჩნდება. ყველაფერს მერჩივნა.
რაც უფრო მეტს ვფიქრობდი, მით უფრო მინდებოდა მალე მიმეღწია კლასამდე და ოდნავი ღიმილიც გამეპარა სახეზე. უკვე ვგრძნობდი ხის მასალის სურნელს, მის გლუვ ზედაპირს, სიმების შეხებას თითებზე. საოცარ ხმასა და ჟღერადობას.
ოჰ, ეს წარმოსახვა ბოლოს მომიღებს!
აუდიტორიამდე სანამ მივაღწიე, იმდენი რამ წარმოვიდგინე რომ სულ დავიკიდე ხელოვნების ისტორიის ლექცია, შევტრიალდი და ინსტრუმენტების ოთახისკენ გავიქეცი.
ჯანდაბა, ჩავიჭრები და ვერაფერი გამამართლებს.
თუმცა ეგეც დავიკიდე.
კიბეებზე ისე ჩავირბინე ლამის ყველა თან წავიყოლე ვინც ამოდიოდა. გაღიმებული მივქროდი პირველ სართულზე, მიჩქმალულად არსებული ოთახისკენ და გული ისე სწრაფად მიცემდა რომ ხელის დადება დამჭირდა, შესამოწმებლად, ისევ თავის ადგილას იყო თუ არა.
მგონი ზედმეტად მგრძნობიარე ვარ ზოგჯერ.
თუმცა... ეჰ.
კიდევ ერთხელ დავრწმუნდი, რომ დილის კარგად დაწყება მთელი დღის წარმატებულობას განსაზღვრავს.
როგორც დილით ვიყავი იმედგაცრუებული, ისე აღმოვჩნდი ახლაც, როცა ოთახში ვიღაც შევნიშნე.
ВЫ ЧИТАЕТЕ
Smoothly EXecuted. |COMPLETED|
Фанфикшн'When love finds you, rules and roles don't apply.'
But why does it feel so weird..
Начните с самого начала
