18

1.2K 128 4
                                    

"ჯ...ჯონგუ" არ დაამთავრებინა სიტყვა ჯონგუკმა ახლოს მოწია და ჩაეხუტა. რაც კი შეეძლო მჭიდროდ მოუჭირა. მისი ვანილის სურნელი ჭკუიდან შლიდა. ჯიმინის რბილი კანი, მას ისე ენატრებოდა ეს. "მაპატიე." ჯონგუკმა უთხრა. ისინი ორივე ტიროდნენ. ჯიმინს არუნდოდა ახსნა. ჯონგუკს უყვარდა ის, მას მიზეზი ექნებოდა რატომაც დატოვა. "მიყვარხარ ძალიან, გთხოვ ნება მომეცი აგიხსნა ყველაფერი, შენ ალბათ გეზიზღები." ჯონგუკმა უთხრა ჯიმინს ყურში რადგან ისევ მიკრულები იყვნენ ერთმანეთზე. "ახლა არაა. უბრალოდ ჩამეხუტე." უპასუხა  ჯიმინმა რომელიც მკერდს უსველებდა უმცროს.  მას ენატრებოდა ის. ჯონგუკის სურნელი, სითბო, მისი სიყვარული.

ისინი ერთმანეთს თითქმის ერთი საათის განმავლობაში ეხუტებოდნენ. ერთმანეთი საშინლად მოენატრათ. სიტყვები არიყო საჭირო.

სიჩუმე ჯონგუკმა დაარღვია "ისევ შემიყვარებ?" ამჯერად ისინი დივანზე ჩამოჯდნენ. ორივეს ვერ გაეაზრებინა ჯერ რომ ისევ ერთად არიან. "მე არასდროს შემიწყვიტავს." ჯიმინის სიტყვები ჯონგუკს გულში მოხვდა, ღრმად. მან მშიშარასავით დატოვა  ახლა კი ის არანაირი გაბრაზების გარეშე მიიღო. ის ანგელოზია. "მიყვარხარ ძალიან, შენ ჩემი ყველაფერი ხარ." უთხრა თუ არა ეს ჯიმინი მასთან მიიწია და მათი ტუჩები ერთმანეთს შეახო.  ეს იყო ვნებიანი და მიმზიდველი. ჯიმინმა წამოიკვნესა კოცნასთან ერთად.

"მიყვარხარ" ჯუნგომ უთხრა კოცნებს შორის.

"ვიცი" ჯიმინს გაეცინა.

ეს ღამე ჯიმინმა ჯონგუკთან ერთად გაატარა. მას არ სჭირდებოდა რამის ახსნა. "მე მშიშარა ვიყავი და გპირდები რომ აწი აღარ დაგტოვებ, მიყვარხარ პატარავ." ჯიმინი დარწმუნებული იყო მის სიტყვებში. "ვიცი! შენ უკვე ოცჯერ მითხარი!" გაეცინა ჯიმინს.

ისინი უბრალოდ მადლიერები არიან რომ ისევ ერთად არიან.

და მათ ერთად ეძინათ, ჩახუტებულებს. როგორც ადრე.

უცნობი ნომერი (ჯიგუკი)《დამთავრებული》Where stories live. Discover now