13

1.2K 132 7
                                    

"გამარჯობა მე ჯონგუკი ვარ." იმის შემდეგ რაც მამამისმა ცემა და დატოვა ის დათანხმდა კიდევ ერთ პაემანს.

ეს სხვა პაემნებს არ გავდა, ეს პაემანი განსაკუთრებული იყო, დანიშვნის შეთავაზება. ქორწინებაზე იყო საუბარი. ერიკა ლიველთან. მისი მამის კორპორაცია ჯეონის კომპანიის პარტნიორი იყო. მათ უნდოდათ შეენარჩუნებინათ ძალები და გადაწყვიტეს მათი შვილები დაექორწინებინათ ერთმანეთზე.

"გ...გამარჯობა მე ერიკა ვარ." მას ენა დაება ნერვიულად. ის იყო პატარა, საყვარელი და კავკასიელი. ვახშამი უცნაური იყო,  ისინი ორივენი ნერვიულობდნენ. მას არ უნდოდა აქ ყოფნა და არც ჯონგუკს. ის მშვენიერი იყო, გრძელი შავგრემანი თმით, ნატურალური სილამაზით. მისი ტუჩები იყო ვარდისფერი და დაბუშტული, მაგრამ ჯიმინის ტუჩები უკეთესი იყო.

ჯონგუკი აღტაცებული იყო მისით მაგრამ ჯიმინზე ფიქრს მაინც ვერ წყვეტდა. ჯიმინი მისი სიყვარული იყო და მას ვერავინ ვერ ჩაანაცვლებდა.

გრძელი ზრდილობიანი საუბრის შემდეგ ერიკამ შეწყვიტა მის თავზე საუბარი. ის მიხვდა რომ ჯონგუკის ყურადღრბას ვერ მიიქცევდა.

"ჯ...ჯონგუკ რაღაც უნდა ვაღიარო..." ერიკამ დაიწყო. ის ყოყმანობდა მაგრამ მაინც გააგრძელა. "მ..მე შეყვარებული მყავს." ჯინგუკს თვალები გაუფართოვდა, ერიკას ცოტა შეეშინდა და ინსტიქტურად გამოძრავდა რადგან ელოდებოდა როდის დაარტყამდა ჯონგუკი.

"ჰ..ჰეი შენს ტკენას არ ვაპირებ." ჯონგუკი ამბობს თავისი შესანიშნავი ინგლისურით, ის ხომ ინგლისურს ძლიერად სწავლობდა. თუ ამას არ გააკეთებდა მამამისი სცემდა. "მეც მყავს შეყბარებული." აცრემლიანებულმა ერიკამ მას შეხედა. "შენ ის გიყვარს?" ჯონგუკი მის მშვენიერ ჯიმინზე ფიქრობდა. მის მუცელზე, მის პატარა ხელებზე, დაბუშტულ ვარდისფერ ტუჩებზე, აბრეშუმის თეთრ სახეზე და მის ვანილის სუნზე.

"კი, მე ის ძალიან მიყვარს და ის ბიჭია"
ჯონგუკი დარცხვენილი შეჰყურებდა მას. "ბიჭია?"

"ჰოომ."
 "ვფიქრობ შესანიშნავი ბიჭია."
"კი ისს .... ის შესანიშნავია."
"ჩვენი მამები იმას არ დაუშვებენ რომ ჩვენ ვინც გვიყვარს იმათთან დავბრუნდეთ."

მათი გზები გაიყო და სახლებში დაბრუნდნენ.
სახლში მისვლის შემდეგ, ჯონგუკმა ტირილი დაიწყო. უკვე დიდი ხანია რაც ჯიმინი არ უნახავს. ყოველდღე არარსებულ მომავალზე ფიქრით ეძინება.

უცნობი ნომერი (ჯიგუკი)《დამთავრებული》Where stories live. Discover now