მეგობარი ჩემი, მტერი ჩემი

Start from the beginning
                                    

   მაგრამ ამის გამოსწორება ხომ შეიძლება.

    თუ ჯონგუკი გარეგნობის გამოა მისით შეპყრობილი, მაშინ თუ იუნგი სახეს დაისახიჩრებს, ალფამ წესით უნდა დაივიწყოს ომეგა. ბოლო-ბოლო ეს ყველაფერი ზედმეტად ბანალურია, რომ იუნგი შემცდარიყო ნაფიქრში. თითქოს იდეალური, მაგრამ რთულად შესასრულებელი იდეით აღფრთოვანებული იუნგი ფეხზე დგება, ოთახს ათვალიერებს, მაგრამ როდესაც საჭიროს ვერაფერს პოულობს თავის გეგმის სისრულეში მოსაყვანად, ტანზე იცვლის და ეზოში გადის, იქიდან კი სამზარეულოში. იუნგი დანარჩენი მსახურების დაინტრესებულ თვალებს, ჩურჩულს აიგნორებს, თავს აჩვენებს ვითომ ჭურჭლის დასარეცხად წაღებას აპირებს და შეუმჩნევლად მალავს ხილის დანას ქამრის უკან. ჭურჭლის თასს ეზოში ტოვებს და ვედრებისთვის მიდის, როდესაც მისკენ მომავალ ბიბის ეჩეხება.

  - ცოტა მოხვედი გონს, როგორც ვხედავ, - ეჭვით ათვალიერებს ომეგას. - შენი წინაპრები რა, მსახურები იყვნენ? რაღაც ძალიან შეხვედი მაგ როლში და ვეღარაფრით გამოდიხარ.

  - ისინი მეომრები იყვნენ, - ამაყად პასუხობს იუნგი. – მეომრები კი თავს არ ხრიან და არც მძიმე სამუშაო აშინებთ.

  - რაც არ უნდა იყოს, ჩემთან ერთად მოდიხარ, ღამე ახლოვდება და ისიც მალე დაბრუნდება.

  - არსად წამოვალ, - ცდილობს გვერდი აუაროს ომეგას იუნგიმ, მაგრამ ბიბი მკლავზე ჰკიდებს ხელს და გაჩერებას აიძულებს.

  - იცი, ჰარამხანაში ყოველ ომეგას ზედმეტსახელი შევარქვი მათი ნატურიდან გამომდინარე. ასე უფრო მიიოლდება მათი გარჩევა, - მოთმინებით უყვება ბიბი. - იქ მე ვირთხა მყავს, გველი, ბაჭია, მელა, ფისო, ბაყაყი და ასე შემდეგ. მაგრამ შენ ერთადერი ხარ, ვისაც ფაუნის სახელი ვერ შევურჩიე. შენ ცეცხლი ხარ და ახლა შენში მარტოსული სანთლის ალი გიზგიზებს, რომელსაც სატანა ჩააქრობს და შენც გაქრები. უფრო ჭკვიანი უნდა იყო, არ უნდა მისცე უფლება ორპირ ქარს ცეცხლი ჩააქროს, არამედ თავად უნდა გადადგა ნაბიჯი კოცონისკენ, რომ შენი ალი უფრო აგიზგიზდეს აქამდე უხილავი ძალით. შენ წარმოდგენაც არ გაქვს რა ძალაუფლება შეგიძლია მიიღო, თუ ცოტას დათმობ.

GUKYUNWhere stories live. Discover now