Chapter 1

556 32 5
                                    

    ქარი ბობოქრობს, წვიმის წვეთები ერთი მეორის მიყოლებით ეცემიან მიწაზე თითქოს და ყველაფრის განადგურება განუძრახავსო, ხალხი სწრაფად მიდი-მოდის ზოგი გარბის, ზოგი კი ტაქსს აჩერებს, მხოლოდ მე მივაბიჯებ მშვიდად ქუჩაზე, როგორც იქნა ჩემს სახლს მივადექი ჯიბიდან გასაღებს ვიღებ სახლის კარებს ვაღებ და შიგნით შევდივარ.
  მე მედისონ ბრაუნი ვარ, 16 წლის მშობლები არ მყავს სახლში სრულიად მარტო ვცხოვრობ, მეთერთმეტე კლასელი ვარ, მიყვარს სწავლა სხვებს არ ვგავარ მაგრამ ხანდახან ეს ძალიან დამღლელია...
    სახლში შესვლის თანავე ჩემს ოთახში ავედი ტანსაცმელი გამოვიცვალე და სამზარეულოში გადავინაცვლე, სახლში როგორც ყოველთვის საჭმელი არ არის, მაცივრის კარი გამოვაღე სპაგეტი გამოვიღე და მომზადება დავიწყე.
ნახევარ საათში ყველაფერი მზად იყო, მალევე შევჭამე და სამუშაო ოთახში გავედი, ფუნჯები მოვიმარჯვე და ხატვა დავიწყე ეს ერთადერთი რამაა რაც მამშვიდებს, ყველანაირი გრძნობა ფურცელზე გადამაქვს, არცერთი ადამიანი არაა ამ ოთახში ნამყოფი გასაღები მუდამ თან დამაქვს, არ ვთვლი საჭიროდ რომ ვინმემ შეიძლება ნახოს ჩემი ნამუშევრები, ისინი ზედმეტად ბევრს ყვებიან ჩემზე. რაც შეეხება მეგობრებს ერთი მეგობარი მყავს მას ნაილი ჰქვია, ნაილ ჰორანი ის ჩემზე უფროსია სკოლა შარშან დაამთავრა, მას ზედმეტსახელად წიწოს ვეძახი, ძალიან მიყვარს მასთან საუბარი. რაც შეეხება სკოლას სკოლაში არავინ კონტაქტობს ჩემთან, მაგრამ ხანდახან მარტოობა სულაც არაა ცუდი, ადამიამებს ბევრი ტკივილი მოაქვთ, რაც უფრო ახლოს მოუშვებ შენთან მით უფრო გტკენენ.
   ერთკვირაში სკოლა იწყება მე კი ჯერ არაფერი მიყიდია, ალბათ იფიქრებთ
ფული საიდან აქვსო, მყავს ძმა ის აქ არ ცხოვრობს მაგრამ ყოველთვის მიგზავნის ფულს ეს სახლიც მან მიყიდა, ის ჩემზე უფროსია, 3 წელია ის არ მინახავს, მაგრამ ძალიან მიყვარს...
***
  ხატვა რომ დავამთავრე მივხვდი რომ უკვე ძალაინ დიდი დრო იყო გასული, ორი ნაბიჯით უკან გავიწიე ნახატს კარგად დავაკვირდი, კმაყოფილს ჩამეღიმა, ზედ ტილო გადავაფარე და  ოთახში ავედი. საღებავით დასვრილი სამოსი  გამოვიცვალე 
აბაზანაში შევედი კბილები გავიხეხე და დასაძინებლად დავწექი...
   დილით ადრე გამეღვიძა დიდი ხანი საწოლში ყოფნა არ მიყვარს ამიტომ მალევე ავდექი, აბაზანაში შევედი ჩემი დილის რუტინა ჩავიტარე და სამზარეულოსაკენ გავეშურე, ტოსტი დავამზადე მივირთვი და უკან ოთახში დავბრუნდი, დღეს შოპინგზე წასვლას ვაპირებ სკოლისთვის ამიტომ გამოვიცვალე

FallingWhere stories live. Discover now