10.

1.6K 154 53
                                    




ბანთანს დღეს რეპეტიცია არ აქვს,ხუთშაბათობით მხოლოდ ჯონგუკს სცალია. ის 3 საათია რაც შეუჩერებლად ვარჯიშობს. მთელი სხეული ოფლიანი აქვს,მაგრამ მაინც აგრძელებს. ჯიმინი მისი გონებიდან არ ამოდის.

იმ ღამის შემდეგ რამდენიმე რეპეტიცია ჰქონდათ,მაგრამ განსაკუთრებული არაფერი მომხდარა. უბრალოდ ზოგჯერ იყო გამოხედვები,ჯიმინის ინიციატივით. ისინი უყურებდნენ ერთმანეთს,მაგრამ არაფერს ამბობდნენ მომხდარზე. ჯონგუკი ახლა შეშინებული ''ჰეტერო ბიჭია'',რომელიც სექსუალურ კრიზისს განიცდის.

ჯონგუკი ხმამაღლა ამოიხვნეშებს,ბოლო ფიქრების გამო საერთოდ ვეღარ ფოკუსირდება საქმეზე. ის იატაკზე ჯდება და წყალს სვამს,სიმღერებს ჩართულს ტოვებს.

ოთხმა სიმღერამ გაიარა,მაგრამ ჯონგუკის გონება ისევ ისეთი არეულია. ერთი რამ,რაც იცის, არის ის,რომ ეს უბრალოდ ვნება არ იყო. მას უფრო და უფრო მეტი უნდა. ის ფიქრობს უფრო კოცნებზე და ჩახუტებებზე იმის შემდეგ,რაც მოხდა. სექსის შემდეგ არასდროს აკეთებს ასე სხვებთან..მაგრამ ჯიმინთან სხვანაირადაა.

ეს კოცნები,შემდეგ,მანამდე ან შუაში – ჯონგუკს თავს ისე აგრძნობინებენ,როგორც რომანტიულ ნოველებში აღწერენ ხოლმე,სადაც ყველაფერი არარეალური ჩანს. ხო,ჯონგუკმა იცის,რომ ეს რეალურია და ზუსტად ამაშია პრობლება. ის 19 წლისაა,ყველაფერში კარგია,აპოკალიფსისთვისაც მზადაა,მაგრამ პაკ ჯიმინისთვის არა.

ჯონგუკი სტუდიას 5–ზე ტოვებს,ფიზიკურადაც და გონებრივადაც დაღლილია. ის ტელეფონს იღებს,მის ერთ ნაწილს უნდა,რომ ჯიმინს დაურეკოს ან მიწეროს,მაგრამ გადაიფიქრებს და ჯიბეში აბრუნებს ტელეფონს. ახლა რამე უნდა ჭამოს,სანამ გული წაუვა.

ის ადგილობრივ რესტორანში მიდის,სადაც ოთხი თვეა არ ყოფილა და თავს უცნაურად გრძნობს,რადგან მარტოა. ჯონგუკი ცნობს რამდენიმე თანამშრომელს აქ,განსაკუთრებით ბებიას,რომელიც საჭმელებს ამზადებს. ის სარკასტულად იღიმის საჭმლით გამოვსებული პირით,როცა გოგონა ჩაივლის და კომენტარს აკეთებს,თუ როგორ ღორივით ჭამს ის.

Constraint.Onde histórias criam vida. Descubra agora