2.

1.6K 163 20
                                    

ჯონგუკი მზადაა ჯიმინი სამშაბათის სიიდან გადახაზოს,რადგან მას ჰგონია,რომ ჯიმინი დღეს არ გამოჩნდება და სათქმელიც ექნება ''აი,ვიცოდი''. უნდა,რომ კიდევ ერთხელ გადახაზოს და საბოლოოდ გაუშვას ჯიმინი ჯგუფიდან,მაგრამ არასაბედნიეროდ მალევე ოთახში პაკ ჯიმინი შემოდის და მის ჩანთას გვერდით დებს.

ქუდი მეორე მხრიდან ახურავს და მისი თმები შუბლზეა ჩამოფარებული. ყურსასმენები გაკეთებული აქვს,მაგრამ როცა ოთახში შემოდის ყურებიდან იღებს,ჩანთაში დებს და იატაკზე ჯდება,რომ ფეხსაცმელი გამოიცვალოს.

ჯონგუკის აზრით,ბიჭს კარგი სტილი აქვს. ისინი ამაში ერთმანეთს გვანან – ჯონგუკს უყვარს,როცა ცეკვის დროს კარგად გამოიყურება,ამიტომ უბრალოდ არასდროს იცვამს,თუ ძალიან არ დაეზარება. არ არის დარწმუნებული,რომ ჯიმინის ასეთი ჩაცმულობით გამოჩენა ამის მიზეზია,მაგრამ იცის,რომ ცეკვა სასიამოვნოა მაშინ,როცა შეგიძლია შენს მოძრაობებს უყურო სარკეში დიდი თავდაჯერებულობით,რადგან იცი,რომ კარგად გამოიყურები.

ჯონგუკი ვერ იტყვის,რომ არ გაერთობა ან არ უნდა,რომ ჯიმინს ეს შარვალი შემოეხას.

მიესალმე შენს ჰიონს,ნაბიჭვარო. აჰ. როგორ უნდა გძულდეს ვინმე,როცა შენ თვითონ ასეთი მანერები გაქვს?

– მეგონა გაკვეთილები გქონდა 7 საათამდე. – ჯონგუკმა უთხრა მაშინვე,როცა ყურსასმენები გამოიღო. კარგი,მაგარია. ჯონგუკმა შეასრულა მისი დავალება – მისალმება მისალმებაა,ჯიმინი მადლობელი უნდა იყოს,არა?

კარმა ნამდვილად არსებობს.

ჯიმინმა ჯონგუკს შეხედა. ჯონგუკი ფიქრობს,რომ ჯიმინი ოდნავ გაკვრივებულია,რადგან მას ჯიმინის გრაფიკი ახსოვს. ან ალბათ იმიტომაა გაკვირვებული,რომ ჯონგუკი საერთოდ დაელაპარაკა.

კარმა მას ცოტა ხანში დაარტყამს,ახლა ის ცუდი დონსენია.

– არ წავედი. მაინც დამეძინებოდა. – უპასუხა ჯიმინმა, – ჰოსოკ ჰიონი სად არის?

Constraint.Where stories live. Discover now