ნამჯუნი და იუნგიც ფიქრობენ,რომ ჯიმინს კარგი ხმა აქვს და უნდათ,რომ მისი ხმა ჩაწერონ. ჯიმინი გახარებულია და რადგანაც ბანთანის ყველა წევრს აქვს თავისი როლი,მისი თავით კმაყოფილი ჩანს,რადგან მასაც მოერგო რაღაც. ჯონგუკი ამჩნევს,რომ ამის მერე ჯიმინი უფრო თავდაჯერებული ხდება მათ გარშემო და ფიქრობს,რომ მისი ადგილი ზუსტად აქ არის.

ჯონგუკი აქ არის,როცა იუნგი და ნამჯუნი ჯიმინის ხმას იწერენ მათი დაწერილი სიმღერისთვის,რომელსაც Blood, Sweat and Tears ჰქვია. მას რამდენჯერმა უწევს სიმღერა,ამიტომ ისინი მილიონჯერ უსმენენ ერთი და იგივე ნაწილს. სიმღერის რედაქტირებაში ერთადერთი რაც ჯონგუკს სძულს არის ის,რომ უწევთ ერთი და იგივე ადგილის უამრავჯერ მოსმენა. ის ამით ძალიან იღლება. ძალიან ღლის რეპები და მელოდიაც. მისი ხმაც კი. მას უნდება,რომ დაისვენოს და რამდენიმე საათის შემდეგ დაუბრუნდეს საქმეს. მაგრამ ასე არ ხდება ჯიმინის ხმაზე და ამ სიმღერაზე. რამდენჯერმე მოსმენა არ ხდება დამღლელი და ჯონგუკს მოსწონს როგორ ჰქმნის ჯიმინი თავისი ხმით საკუთარ მელოდიას, უფრო მეტად მოსწონს,რადგან ჯიმინის ნაწილის სიმღერას სხვა ვერავინ შეძლებს – ეს მართლაც მისთვისაა. უნიკალურია...

მას უნდება,რომ ქორეოგრაფია თვითონ შექმნას ამ სიმღერისთვის. მაგრამ არ მოსწონს,რომ ამას იმ ადამიანისთვისაც გააკეთებს,რომელიც დიდად გულზე არ ეხატება. ის ჯიმინს უყურებს და უნდა შესთავაზოს,რომ ერთად შექმნან ქორეოგრაფია..მაგრამ ამას არ აკეთებს.

ამის მაგივრად ჰოსოკს სთხოვს და ჰოსოკიც როგორც ყოველთვის,თანხმდება.

ჯიმინს არ აქვს ჯონგუკთან ისეთი ურთიერთობა,როგორიც სხვებთან. კიდევ ერთი თვე გავიდა,კიდევ ორი პერფორმანსი ჰქონდათ და მალე ახალიც ექნებათ. სიმღერა ჯერ არ არის დასრულებული და არც ქორეოგრაფია. დიდად არაფერი შეცვლილა,მაგრამ ჯონგუკი გრძნობს,რომ რაღაც სხვანაირადაა.

Constraint.Where stories live. Discover now