1.

102 22 3
                                        


უკვე ორი თვე იყო გასული, მას შემდეგ რაც დიდ ქალაქში ჩამოვიდა. რთული იყო იქ ცხოვრება. იმაზე რთული ვიდრე წარმოედგინა. საშუალო სიმაღლის სტუდენტი, ხელში ძველებური ჩემოდნით. პატარა ბავშვის, უცოდველი სახით.

ყოველ დღე ერთიდაიგივე მეორდებოდა. დილით ადრე დგებოდა და უნივერსიტეტში მიდიოდა. მთელი დღე ისე გადიოდა, რომ ვერავინ ამჩნევდა. არც სურდა ვინმეს შეემჩნია. უბრალოდ ცხოვრობდა. მთელი დღე მეცადინეობდა. მისი მეგობრები ისე გაქრნენ, როგორც თოვლი ქრება გაზაფხულზე. დიდად არ ანაღვლებდა. დიდი ხანი იყო რაც ყველაფერმა ფასი დაკარგა მის თვალში.

ზოგჯერ, როდესაც ძალიან იღლებოდა თვალებს ხუჭავდა და სახლს იხსენებდა. პატარა, მყუდრო სახლს ქალაქგარეთ. მამამისის ოთახი დეტალურად ახსოვდა. განსაკუთრებით მაგიდაზე დადებული მინის ბურთი.. პატარა რომ იყო ბურთს თავდაყირა ატრიალებდა და შიგ ჩაყრილი თოვლი მთლიანად ზედა ნაწილში ექცეოდა. შემდეგ ისევ სწორად დგამდა, ფაფუკი ფანტელები კი ქვემოთ იყრებოდა. ერთხელ ის სათამაშო დიდი სიამაყით მასაც აჩვენა. იმ საღამოს მხოლოდ მინის ბურთი იყო მათი ქმედებების მომხრე.

როდესაც ლექციები დამთავრდა, ბექიონმა კვლავ აიღო თავისი ძველებური ჩემოდანი.

სახლი ენატრებოდა, თავისი ძმა. რამდენიმე დღით უკან უნდა დაბრუნებულიყო.

ჰაერი გაზაფხულის სურნელით იყო გაჟღენთილი. ცაზე თეთრი ღრუბლები მიცურავდნენ. ასეთი თეთრი ღრუბლები იშვიათი იყო. არ ისვენებდა ქარიც: ის ისევ გაშმაგებით არხევდა ჯერ ისევ სველ, ნაწვიმარ ხეებს. ცასა და დედამიწაზე ყოველივე მოძრაობდა, ჩქეფდა, დუღდა და გადმოდიოდა. მის გარდა.. როდესაც რაიმე ლამაზს ხედავდა იოლი ახსენდებოდა. ახსენდებოდა და გულში ძლიერ ტკივილს გრძნობდა.

მოსაღამოვდა.. რამდენიმე საათის შემდეგ კი დაღამდა, ცაზე მთვარე გამოჩნდა. მინდორზე წამოწოლილი სტუდენტი ყურადღებით აკვირდებოდა მას. იმ ღამით მთვარე მას ზღვასავით აღელვებდა. ის უცნაური სხეული რომელიც მზის სხივებს ირეკლავდა მასში უცნაურ გრძნობებს იწვევდა. ალბად იმიტომ, რომ მას გავდა. სტუდენტს მასსავით ბნელი მხარე ქონდა. მას კი არავის არ აჩვენებდა. ადრე ჩანიოლს დაანახა მისი ნამდვილი სახე, მაგრამ ის ბექიონთან აღარ იყო. შორს წავიდა, ვარსკვლავებთან. წამით მოეჩვენა, რომ რაღაცამ ჩაუქროლა, ნაზად შეეხო და ღრუბლებისკენ განაგრძო გზა. გრძნობდა, ხვდებოდა რომ რაღაც ხდებოდა. მის გვერდით ნაცნობი სილუეტი დაინახა. მაღალი, მოხრილი, დიდი ყურებით. მისკენ გაოცებულმა წაიწია, უნდოდა რომ შეხებოდა, მაგრამ ამაოდ.

ეს რამდენიმე წლის წინ მოხდა. ავტოსაგზაო შემთხვევამ იმსხვერპლა. ხშირად მოჩვენებია მისი საწოლის კიდესთან ჩამომჯდარი. თვითონაც ხვდებოდა - ეს მისი ფანტაზია იყო და სხვა არაფერი. მაგრამ იმ საღამოს ყველაფერი რეალურს გავდა. რაღაც მომენტში მისი სურნელიც კი იგრძნო. თვალებში ჩახედა და კვლავ სასიამოვნო შეგრძნებამ მოიცვა მისი სხეული. საკოცნელად წინ გაიწია, იოლის ტუჩებს შეეხო. შემდეგ სილუეტი უბრალოდ სადღაც გაქრა. განერვიულებულმა ბექიონმა ჩემოდანი გახსნა და იქ ჩაწყობილი ფოტოების თვალიერება დაიწყო. რამდენიმე საათი ათვალიერებდა მის სურათებს, არ უნდოდა ჩანიოლის რაიმე დეტალი დავიწყებოდა.

უეცრად მხარზე ვიღაც შეეხო. უკან მიიხედა. იმ იმედით, რომ ეს კვლავ იოლი იქნებოდა, თუნდაც კვლავ მისი წარმოსახვა ყოფილიყო.

იმედები გაუცრუვდა. ეს დიო იყო, მისი ძმა. პატარა სხეულმა სტუდენტი გულში ჩაიკრა.

ატირებული ბექიონი..

ჩემოდანი და მისი სურათები.. 

You've reached the end of published parts.

⏰ Last updated: Dec 13, 2023 ⏰

Add this story to your Library to get notified about new parts!

''and the moon shines so brightStories to obsess over. Discover now