როდესაც კბილები გაიხეხეს და ხელ-პირი დაიბანეს, ორივემ გეზი სამზარეულოსკენ აიღო.სამზარეულო მართლაც დიდი იყო : გრძელი სამზარეულოს ტუმბოები,მიკროტალღური ღუმელი, ღუმელი,ჭურჭლის სარეცხი მანქანა, გამწოვი,გაზქურა,გრძელი სასადილო მაგიდა და ფართო ფანჯრის რაფა,რომელიც აბსოლიტურად ცარიელი იყო.ოთახი არ იყო განათებული და ასევე მასში ციოდა.ემილიმ იმ წამსვე უზარმაზარი მაცივარი გამოაღო,მაგრამ ცარიელი იყო.დაახლოებით.უბრალო ბლინებისთვის საკმარისი იქნებოდა.

- თე,წინააღმდეგი, ხომ არ ხარ რომ ბლინები დავაცხო? - იკითხა ემილიმ,რომელიც თან მაცივარში იყურებოდა და თან ბიჭს უყურებდა.

- არა რათმაუნდა.მაგრამ აუცილებლად გემრიელი უნდა იყოს, გასაგებია?სხვანაირად არ შეიძლება. - სერიოზული სახით თქვა თეჰიონმა.

- რათქმაუნდა. - სახეზე ღიმილით დაეთანხმა ემილი.

როდესაც ემილის ბლინების ცომი მზად ჰქონდა, გაზქურასთან გადაინაცვლა ტაფით ხელში,ხოლო ბიჭი, რომელიც მაგიდასთან იჯდა,გოგონას მოქმედებებს აკვირდებოდა. ახალ გამორვიძებული გოგონა,მის საშინაო ზედაში,რომელიც მას საუზმეს უმზადებს...თეჰიონმა გულში რაღაც კომფორტულობა იგრძნო.არავის, მისი ღამის სტუმრებიდან,მისთვის საუზმე არავის მოუმზადებია.და კიდევ,ღამღამობითაც ვარსკვლავებსაც არ აკვირდებოდნენ...რამოდენიმე ხნის გასვლის შემდეგ,როდესაც უკვე ყველაფერი მზად იყო,ემილიმ გადაწყვიტა ბიჭისთვის კითხვა დაესვა,რომელიც თავში უტრიალებდა.

- სახლში უნდა წავიდე,ხო?შევჭამ და წავალ, კარგი? - სიმართლე თუ გინდათ, ემილის წასვლა არ უნდოდა.თეჰიონი იყო ყურადღებიანი,ნაზი და კეთილი,და უნდოდა,რომ პირისპირ მადლობა გადაეხადა იმ ღამისთვის,როდესაც მან ის გადაარჩინა,მთელი ღამე მის გვერდით იყო და იმისთვისაც,რომ ვარსკვლავების ყურებით გაართო.ემილი თავის საქმეს აგრძელებდა, თან თვალს ბიჭისკენ აპარებდა.

სანაძლეო | K.THWhere stories live. Discover now