--10--

2.8K 270 51
                                    

- რა საყვარლობააა,- ჰოსოკმა გოგონების პატარა ბინა შეათვალიერა.

ყველანი სამზარეულოში შევიდნენ. ზოგი ცარიელ სკამზე ჩამოჯდა, ზოგი პირდაპირ იატაკზე, ზოგი კი ფეხზე დამდგარი დარჩა. გოგონებმა პაკეტებში ჩაწყობილი პროდუქტების ამოლაგება დაიწყეს: ბევრი ჩიფსი, ნაირ-ნაირი გაზიანი სასმელი, მარმელადი, ორცხობილა, 3 ბოთლი ღვინო. მოიცა. ემილიმ ყურადღებით შეათვალიერა ის ბოთლები, რომლებიც ახლახანს პაკეტიდან ამოიღო.

- ეს რა არის? - გოგონამ ბოთლის ყურება განაგრძო, თითქოსდა თავის ცხოვრებაში პირველად ენახოს.

- რაიყო, ღვინო არ გინახავს? -ჩაიცინა ნამჯუნმა, - უფრო სახალისო იქნება.

- მეგობრებო, ბოდიში, მაგრამ ჩვენ არ ვსვამთ, - იუნამ თავი დამნაშავესავით ჩახარა - ჩვენ არაფერს გიკრძალავთ, უბრალოდ წინასწარ გეუბნებით.

- ღმერთო, კარგი ხო! თუ გადაიფიქრებთ აუცილებლად შეგვატყობინეთ, - შუგამ გოგონას გახედა, იუნა კი სირცხვილისგან გაწითლდა და პროდუქტების ამოლაგება გააგრძელა.

მეგობრებმა გადაწყვიტეს იატაკზე დამსხდარიყვნენ და საჭმელიც იქ დაელაგებინათ, ტელევიზორიც ჩართული ჰქონდათ, სადაც ახალგაზრდული ამერიკული სერიალი გადიოდა. ბიჭებმა ყველა ბოთლები გახსნეს. არასასარგებლო საჭმელებს მიირთმევდნენ, თან ამავე დროს ხუმრობდნენ და ხმამაღლა იცინოდნენ.

- ეი! მეც მომეცი! უკვე ამას მეოთხეჯერ გეუბნები! - ჯონგუკი გაიბუტა და ტუჩებწამოწეული ჯიმინს მისჩერებოდა.

- ძალიან კარგად იცი, რომ უფროსებს უნდა დაუთმო. - კმაყოფილი გაიღიმა ჯიმინმა და ბოლო ორცხობილა აიღო.


- შტერო! - მიუხედავად იმისა, რომ ჯონგუკმა ჯიმინს ხელი ნაზად ჰკრა, არაკომფორტულად ჯდომის გამო პაკმა თავი ვერ შეიკავა და პირდაპირ იუნას მუხლებზე დაეცა.

- ოუ.... რა საინტერესო ხედია, - ჯიმინმა იუნას ქვემოდან ზემოთ ახედა და აწითლებულ საბრალო გოგონას ეშმაკურად გაუღიმა.

- აუ! ჯიმინ, ადექი რა, - იუნამ ჯიმინის აგდება დაიწყო, თან ცალი თვალით იუნგის უყურებდა, რომელსაც არც თუ ისე სასიამოვნო სახე ჰქონდა.

სანაძლეო | K.THWhere stories live. Discover now