- იუნა! შენი აზრით, თეჰიონის შეშლილ ფანს ვგავარ? ან შეღებილ და მოთხუპნილ თოჯინას, რომელიც მას ყველგან დასდევს და მისი დანახვისას ნერწყვებს იწმენდს?

- არადა, მე უკვე შენი ჩემი ფანების სიაში დამატება მინდოდა. - ყურთან ახლოს, ღრმა, ნაცნობი ხმა გაისმა, რამაც ემილის შიშისგან წამოხტომა აიძულა - ძალიან სამწუხაროა, არადა ლამაზი ხარ. - აღნიშნა ბიჭმა.

- ღმერთო, გინდა რომ ინფაქტმა დამარტყას? - გოგონამ უკმაყოფილოდ წამოიყვირა - სულელო, შენ რა, ფიქრობ, რომ ჩვენი სანაძლეოს შესახებ  დამავიწყდა?

- ეჭვიც, არ შემპარვია, რომ ამის შესახებ დაგავიწყდებოდა. - ჩაიცინა თეჰიონმა. აღსანიშნავია ის ფაქტი, რომ პირველი ლექციის შემდეგ თეჰიონი უკეთესად გამოიყურებოდა.

- გამოიძინე?

- რა?

- გეკითხები, გამოიძინე-მეთქი?

- შენ რა მითვალთვალებ?

- რა თქმა უნდა, და კიდევ ჩუმჩუმად ფოტოებსაც გიღებ, ხოლო სახლში მისვლისთანავე მათ კედელზე ვაკრავ და მთელ დღეებს მათ ყურებაში ვატარებ.

- დიახ-დიახ, ჩვენი სახლი სულ შენი ფოტოებითაა გატენილი. - იუნაც დაეთანხმა და დაქალებმა ერთად გაიცინეს.

- ეჰ, მე კი უკვე იმედი მქონდა, რომ... - ბიჭის სახიდან ღიმილი ზედმეტად კმაყოფილი ნატალიას დანახვის შემდეგ სულ მთლად გაქრა. - ამის დედაც. - ბიჭმა ჩუმად შეიგინა და თავდაჯერებულობის ნიღაბი აიკრო, გოგონები კი თავისუფალი მაგიდებისკენ გაემართნენ.


- ყველას ყურადღებას ვითხოვ! მინდა ერთი უმნიშვნელოვანესი განცხადება გავაკეთო! -  ნატალიამ იქ მყოფებთა ყურადღება მალევე მიიქცია. - ყველამ იცით, რომ მე -  ჰანის, სამხრეთ კორეის ერთ-ერთი უდიდესი კომპანიის მემკვიდრე ვარ. და ასევეა კიმ თეჰიონი - კიმების კომპანიის მემკვიდრე. ჩვენმა მშობლებმა გადაწყვიტეს მათი მეგობრობა გაეფართოვებინათ და გაემყარებინათ, ამიტომ, მე და თეჰიონი ახლა დანიშნულები ვართ! - იქ მყოფნი იმწამსვე დადუმდნენ, ხოლო იუნამ და ემილიმ თეჰიონს გაკვირვებული სახეებით გახედეს, რომელთანაც მეგობრები მივიდნენ. ვერავინ ვერაფრის თქმა ვერ მოასწრო, რადგან ძალიან გაბრაზებული თეჰიონი კმაყოფილი ნატალიასკენ გაემართა. მისი თვალებიდან ნაპერწკლები ცვიოდა.

სანაძლეო | K.THWhere stories live. Discover now