XXIII

1.1K 161 44
                                    




ფიქრებში საწოლში მწოლიარემ ორი დღე დავყავი. თავს ჯერ კიდევ სუსტად ვგრძნობდი. თეჰიონი იმ დღის შემდეგ აღარ მინახავს. მეგონა საკვების შემოსატანად მაინც შემოვიდოდა, ან სრულიად უბრალოდ მიზეზის გამო, ჩემს სანახავად, მაგრამ კარის ყოველ ხმაურზე, რკინის კარის მიღმა მხოლოდ სტიუს ვხედავდი. ღამ-ღამობით, უძილობის ჟამს ბნელ და მიყუჩებულ საათებს ისევ ცივი გისოსების მიღმა ვატარებდი. ისევ მას ვეძებდი. ისევ მინდოდა მუქი ტყის მიღმა მისი მანათობელი თვალების დანახვა, მაგრამ მხედველობაშ ერთადერთი მანათობელი ბურთულა მედებოდა და ესეც ცაზე მოციაგე მთვარე გახლდათ, რომელიც ახლაც ჩემს გვერდით იყო. მესამე დღის გათენებას ისევ ფხიზელი ვხდებოდი და ჩემს გონებას ისევ თეჰოინზე ფიქრები მოსდებოდა. მე მისი მეშინოდა, ეს არაერთხელ ვახსენე, მაგრამ მისი ცვალებადი ხასიათი ზედმეტად მაბნევდა. ტუჩებზე ენის ყოველ გადატარებაზე ის და მისი ტუჩები მიდგებოდნენ თვალწინ. თუმცა როგორც კი სარკეში ვიხედები და ჩემს თავზე მიწებებულ დამამშვენებელ ორგანოებს ვხედავ, მაშინვე მახსენდება მისი სასტიკი და გამყინავი მზერა. ჩემზე ბევრდად აღმატებული და ბევრად უფრო დაუნდობელი.

-ჩემი გესმის? გეყოფა დასვენება, წამოდი.-ზურგით შემოვბრუნდი და ახლაღა შევამჩნიე სტიუ, რომელიც მთელი ეს დრო კარებში იდგა და მელოდებოდა. ისევ გისოსებს მიღმა გავიხედე და როცა მოკაშკაშე, წითელი ბურთულად დავინახე, მაშინღა გავიაზრე რომ გათენებულიყო.

სტიუს უკან მივყვები, რომელიც საერთო ოთახისაკენ მიმიძღვის. ოთახში შესულს ნაცნობი სახეები დამხვდა, ერთის გარდა. ფანჯარასთან ზურგით მჯდომ ბიჭუნას ვხედავ, რომელსაც ქერა, დახვეული თმა ქაოსურად ეყარა თავზე, მზის სხივებზე კი ისე ჩანდა თითქოს თმების მაგივრად თავზე ოქრო ედო.

-ეს ვინ არის?-სტიუს ვაჩერებ და ისე ვეკითხები.

-დიდი ხანია რაც აქ ზის. ხმასაც კი არ იღებს, თითქოს არც არსებობდეს.-სტიუ მხრებს იჩეჩავს და ისე გადის. ოქროსფერთმიანისაკენ მივდივარ. ახლოს მისული ვამჩნევ მის ოდნავ დაკუნთულ, პატარა სხეულს. სქელი ტუჩები დამშრალი ჰქონდა, თვალები  ერთ წერტილზე მიშტერებული, სახე დაღვრემილი, განადგურებულიც კი. უცნაურია ეს ბიჭუნა აქ ადრე არასდროს შემხვედროდა.

Under Your Control./დასრულებული.Where stories live. Discover now