VIII

1.8K 231 19
                                    

Warning:ზოგადად მთელი ფიქი შეიცავს ბინძურ სიუჟეტებს, ამიტომ ვისაც არ გსიამოვნებთ  the door is over there 👉🏻
:3

რკინის კარს ხმაურიანად ხურავს და ცოტა ხნით შეშდება. შესაძლებლობა მეძლევა მისთვის თვალი შემევლო. ხელში ჩვეულად შავი ჩემოდანი დაეკავა, ტანზე შავი სამოსი მოერგო -თხელი,   მუქი  პერანგი და ამავე ფერის ფართო შარვალი,  ცხვირზე დიდი, გამჭვირვალე სათვალე დაესკუპა, თმები კი  ლამაზად გადაევარცხნა უკან, თუმცა რამოდენიმე ღერი შუბლზე მაინც ჩამოშლოდა. თავისთვის ჩაეღიმა და ნაბიჯი გადმოდგა. გარეგნულად არაფერს ვიმჩნევდი.  ამ ოთახში არაერთხელ ვყოფილვარ და უკვე წინასწარ ვიცი რაც მოხდება. ჯერ დამამშვიდებელი ნემსი, შემდეგ კი შოკური თერაპია.  რაღაც მხრივ ეს პროცესი აღმაგზნებს კიდეც.  პირველად როდესაც აქ შემომიყვანეს, კინაღამ სიცილით მოვკვდი, რადგან დენის გავლა ისეთ გრძნობას მიტოვებდა, თითქოს სხეულზე ჭიანჭველები დამდიოდნენ, მეც ხმამაღლა ვიცინოდი  თვალებდახუჭული და ვერც კი ვხედავდი თეთრებში ჩაცმულთა გაკვირვებულ სახეებს.  ამ დროს კი მართლა ვიგრძენი, რომ მე განსხვავებული ვიყავი.
მე ღმერთი ვარ. შეშლილი ღმერთი. სულელები, ამ ხელსაწყოთი აპირებენ ჩემს გადარჩენას. სასაცილოა.

მე არ შევიცვლები.  ასეთი თვისებები მე სულში მიდევს, ამიტომ იქამდე ვერ განმკურნავენ, სანამ სულს არ ამომაძრობენ, თუმცა დამიჯერეთ, ამას როგორც კი ეცდებიან, მე მათ ხორცს დავანაკუწებ.

ოდნავ კანკალმა შემიპყრო, თუმცა არაფერი შემიმჩნევია. სახეზე დამცინავი ღიმილი ავიკარი და დასველებული ტუჩებით ვადევნებდი  თვალს მიმზიდველი ფსიქოლოგის მშვიდ მიხრა-მოხრას. მიუხედავად იმისა, რომ მასზე გაბრაზებული ვიყავი, ახლა მისი ყურება მჭირდებოდა.  თითქოს მისი დაძახებული „ბაჭიაც" კი უცნაურად ჩამესმოდა ყურში.  ვღიზიანდებოდი, თუმცა, ამავდროულად საშინლად მოქმედებდა ჩემზე და მანდომებდა მისი დაძახებული ეს სიტყვა უფრო მაღალ ტონალობაში მომესმინა, როცა ჩემს ქვემოდან მოქცეული შემევედრებოდა.

Under Your Control./დასრულებული.Where stories live. Discover now