X

1.6K 217 50
                                    

           
-მაშ.. მაშ.-თვალები ოდნავ ზევით აღვმართე. თეჰიონს ვხედავ, რომელიც წინ და უკან დააბიჯებდა, ხელში კი წვრილ ჯოხს ათამაშებდა.
-კარგი იყო, იუნგისთან?

ოთახში მხოლოდ მისი ნაბიჯების ხმა ისმოდა, მხოლოდ დრო და დრო თუ ჩაიცინებდა ავისმომასწავლებლად. ოდნავ შევკრთი და ნეწყვი ხმაურიანად გადავყლაპე. ისევ ძირს ვეგდე..

ოდნავ მოშორებით დგება და გრძელ ჯოხს ცალ ხელში იჭერს. 

-ადექი.-მისი  მკაცრი ხმა გაისმა. ჩემგან ზურგით იდგა და ხელში კლავინდებურად გრძელ ნივთს აწვალებდა.

არ ვემორჩილები.

-ადექი, მეთქი.-მბრძანებლურმა ტემბრმა კვლავ გაიჟღერა ცივ კედლებში, რამაც ჩემი სისხლის ძარღვებში მოძრაობა ორჯერ დააჩქარა.

-ვგავარ ადამიანს ვინც სხვებს ემორჩილება?-გამბედაობა სრულიად უეცრად მატყდება თავს. ვინანე. იმ წამსვე ვინანე ჩემი შეუსაბამო პასუხი, მაგრამ საკუთარი თავის დაკარგვას არ დავუშვებ. არ მინდა იმის წარმოდგენა, რა შეიძლება ახლა მოხდეს. ეს ხომ თეჰიონია. მისგან კი ყველაფერს ველი.

ნელა ტრიალდება და გამჭოლ მზერას მტყორცნის. ცოტა ხნით მდუმარე იდგა, თუმცა მერჩივნა ეყვირა ჩემთვის, ვიდრე ასეთი საშიში და მაცდუნებელი თვალებით ეცქირა ჩემთვის. ისეთი შეგრძნება მქონდა, რომ მისი თვალები არა მე, არამედ ჩემს სულს უყურებდნენ და მასში იჭყიტებოდნენ. მეჩვენა რომ ერთი შემოხედვითაც კი შეეძლო ჩემი ყველა საიდუმლოს ამოკითხვა.

-ნუ მაიძულებ უკიდურეს ზომებს მივმართო.-ჩაეცინა, თუმცა სრულიად უადგილოდ. თავს ოდნავ აქნევს, იმის ნიშნად რომ ფეხზე წამოვდგე. მუშტებს ვკრავ, თუმცა ვერაფერს ვაკეთებ, მაინც ფეხზე ვდგები.
ჩემკენ მოიწევდა. ნაბიჯის გადადგმა დავაპირე, თუმცა გამბედაობა არ მეყო.  ჩემს წინ ჩერდება და წკეპლას სახეზე მადებს. ნერწყვს ხმამაღლა ვყლაპავ. ნელ-ნელა დაბლა მიაცურებდა და ბოლოს, ოდნავ მოშიშვლებულ ყელთან გააჩერა.

Under Your Control./დასრულებული.Where stories live. Discover now