Irony

510 40 3
                                    

-შეგიძლია სახლში რომ მიხვალ, ამ ყველაფერს ფოტო გააუღო და გამომიგზავნო?
   ეს ხმა... ზეინ!
-და შენ ვერ იწერ?!
   ირონიული და ოდნავ გაბრაზებული ხმით ვკითხე.
-რომ ვიწერდე მაგას გეტყოდი? მეზარება და დახმარება თუ არ გინდა სხვას ვეტყვი!
-გამოგიგზავნი, მაგრამ შენი ნომერი არ მაქვს.
   ის ფაქტი რომ ზეინს ნომერი ვთხოვე, ძალიან მაკვირვებს...
    ცალი თვალი უკან გავაპარე. ტელეფონს იღებდა ჯიბიდან.
    თავი ისევ მომიახლოვა.
-მითხარი შენი ნომერი, შეტყობინებას გამოვგზავნი, რომ ჩაიწერო.
  არც ვუფიქრდები ისე ვეუბნები ჩემს ნომერს. შემდეგ, როდესაც გავაანალიზე, თუ ვის მივეცი, ჩემი თავით გაკვირვებული დავრჩი.
  ოდნავ ვხტები, რადგან  ტელეფონის ვიბრაცია მთელს სხეულს ედება. ჯიბიდან ვიღებ და შეტყობინებას გაკვირვებული ვუცქერ.
   ,,გამარჯობა, ლამაზო... დღეს ვერ მოგესალმე და მაპატიე... x.Zayn''
   ვაიგნორებ, ტელეფონს ჯიბეში ვიდებ და მასწავლებლისკენ გადამაქვს ყურადღება.
-მეი, ზეინმა რა გითხრა?
  ჩურჩულით მეკითხება ლიამი.
-არაფერი, ამ ყველაფრის ფოტო უნდა.
   რვეულზე ვანიშნებ.
-მისმინე, თუ შეგაწუხა, ან რამე ისეთი გითხრა, რაც არ მოგეწონება გვითხარი გთხოვ და მოვაგვარებთ.
-კარგი.
მალევე ზარი ირეკება. მილასკენ ვიყურები, რომელიც ჩანთაში წიგნებს ალაგებს, რომ ამთავრებს ჩემკენ მოდის.
-ეი, მეი, მამაჩემმა უნდა მომაკითხოს. წამოხვალ?!
   მამა... ალბათ როგორი მოსიყვარულე იქნება მისტერ მალიკი. ძველი დრო მენატრება. ადრე მამას გამოვყავდით ხოლმე მე და ჩემი და სკოლიდან.
-არა, წადი საქმეები მაქვს. სხვა დროს იყოს.
-კარგი, მომწერე საღამოს.
თავს ვუქნევ ის მიღიმის და მიდის.
  მერხს ვაჩერდები, რომელზეც ჩემი წიგნები ალაგია. ერთიანად ვკიდებ ხელს და ჩანთაში ვალაგებ.
   მალევე ვტოვებ სკოლასაც და სახლის გზას მივუყვები. ვგრძნობ უკან ვიღაც მომყვება. ძნელი მისახვედრი არ არის.
-მეივის, რაღაც გავიწყდება.
-მაქს, რაგინდა?
-ვითომ არ იცი!
-ხელფასი ჯერ არ ამიღია.
-ეგ რომ არ მაინტერესებს კარგად იცი! იცოდე სკოლაში ყველასთან დაგამცირებ! ხომ შევთანხმდით არა?
-სახლში მაქვს ფული.
-დაგელოდები
-სახლში წავალ გამოვიცვლი და მოვალ მალე.
-მეც წამოგყვები და თან გიყურებ.
გაბრაზებულ გამომეტყველებას ვიკრავ.
-კარგი, აქ დაგელოდები. იცოდე არ დააგვიანო!!!
  არაფერს ვეუბნები, უბრალოდ გზას ვაგრძელებ.
  ჯანდაბა, სამსახურში ვაგვიანებ იმის გამო, რომ ამ იდიოტს ფული მივცე, რადგან სკოლაში ტვინი არ წაიღოს. არა და მის გამო რამდენჯერ მიტირია, თუმცა ჩვენ შევთანხმდით, თუ მას ფულს მივცემდი ეს პრობლემაც მოგვარდებოდა.
   კრისტინა ნერვებს მიშლის. სულ ცდილობს დამამციროს, მაგრამ არ გამოსდის. ბოროტია, ძალიან ბოროტი!
   ფიქრებში გართული სახლამდე მალევე მივდივარ. უცებ ვიცვლი ტანსაცმელს, ფულს ვიღებ და იმავე გზით ვბრუნდები უკან. მაქსი იქვე დგას და სიგარეტს ეწევა. ჩემს დანახვაზე იღიმის.
-ჩემმა შეყვარებულმა ფული მომიტანა. მადლობა.
-მე შენი შეყვარებული არ ვარ!
-ხარ... შენ არავინ გეკითხება!
-არ ვარ-მეთქი.
-კარგი, ფული მომეცი ამაზე მერე ვისაუბოთ.
  საფულედან ფულს ვიღებ და მას ვაწვდი.
-მადლობა, საყვარელო.
  როგორ მინდა მაგრად ვცემო...
ისე თითქოს არაფერი მომხდარა, გეზს სამსახურისკენ ვიღებ და ფიქრებში დღევანდელის გააანალიზებას ვახდენ. ახლაც არ მჯერა. მგონია სიზმარში ვარ, რადგან ასეთი სიზმრები ხშირად მესიზმრება, უბრალოდ განსხვავება იმაშია, რომ ის ზღაპრულია. იქ... იქ ადრინდელი ზეინია. კარამელისფერი ბრიალა და მბზინავი თვალებით. დგას იმ ადგილას სადაც ის ბოლოს ვნახე და მეუბნება:
-მეი, მე აქ ვარ დავბრუნდი... არ იტირო გთხოვ.
ყველაფერი, ყველაფერი უკუღმა დატრიალდა. ვიცი რომ უბედური ადამიანი ვარ. არ გეგონოთ ისეთი თინეიჯერი სიყვარულს გადაყოლილი რომ არის. შეიძლება მათ რიცხვსაც მივეკუთვნებოდე. სამყაროს ზურგზე არავინ გამაჩნდა, ჩემი მეგობრების და ზეინის გარდა. დიახ, სწორედ ამიტომ ვარ სიყვარულს გადაყოლილი.
ფიქრებში გართული, ვერც ვააანალიზებ როგორ ვაღებ შენობის კარს და შიგნით შევდივარ. პატარა კაფეა. თორმეტი წლიდან აქ ვმუშაობ და შეიძლება ითქვას, რომ ჩემი მეორე სახლია.
-ჰეი, მარკ.
-მეივის, დააგვიანე. ვიფიქრე არ მოდიოდი და შენი საქმის კეთებაც მე დავიწყე.
-დრო გამომეპარა ალბათ.
სიცილით ვუთხარი.
-აბა ბევრი საქმეა?
-არც თუ ისე ბევრი. იმ მაგიდასთან მოხუცები რომ სხედან ორი ყავა უნდათ. გააკეთე და მივუტან.
-არის, სერ.
-ნუ სულელობ.
ცდილობდა გაბრაზებულმა ეთქვა, მაგრამ ის ადამიანი, რა მარკია თუ არ გაეცინა...
ყავის გაკეთება არც თუ ისე სახალისო აღმოჩნდა. მამა გამახსენდა. ყავის გაკეთებას რომ მთხოვდა. ჩემი გაკეთებული მოწონდა. შეიძლება ითქვას დედას კეთილად შურდა. უნებურად მეღიმება და ცრემლი მომდის, თუმცა მალევე ვიწმინდავ.
ახლაღა მახსენსება, რომ მათ საფლავზე დიდი ხანი არ ვყოფილვარ. არა, აუცილებლად უნდა წავიდე ამ დღეებში.
*მილა*
  ,,მგზავრობა ,,მამასთან'' ერთად'' საყვრლად ჟღერს არა?! სრულებით არ ვეთანხმები ამ წინადადებას. მისი ზიზღით გაჟღენთილი სახის დანახვა ჩემთვის სიკვდილის ტოლფასია. ყოველდღე ასეთი სახის დანახვისას ხელახლა ვკვდები.
-მილა, ნუ გაქვს ეგეთი ალეწილი სახე!
-ბოდიში?
ვთქვი მაგრამ ეს უფრო კითხვას ჰგავდა?
-ამჯერად გპატიობ, სკოლის პირველი დღე იყო და მაინც ყველამ დაგამცირა ხო? მე აღარ დაგიმატებ.
-არა, არავის დავუმცირებივარ.
-ანუ გავბრაზდე?
-მაგას არ ვამბობ, მამა.
-ღმერთო ამის დედაც. რამდენჯერ გითხრა მამა არ დამიძახო-მეთქი?
  ისე ვერც ვააანალიზებ მანქანას ამუხრუჭებს. დღეს რიგით მეორე მანქანის დამუხრუჭება მამასა და შვილისგან.
-მაპატიე აღარ დაგიძახებ.
   გზა გააგრძელა, თუმცა უფრო შემზარავი გამომეტყველება მიიღო ვიდრე ადრე.
    სახლში მალევე მივედით, როგორც ყოველთვის ზეინი სახლში დამხვდა თავისი ძმებითურთ.
   მათ არ ვესალმები. ზედმეტად ,, კარგები'' არიან ჩემთვის.  კიბეზე სვლას ვიწყებ და ჩემს ოთახს ვუახლოვდები. ერთადერთი ოთახია სადაც თავს მშვიდად და დაცულად ვგრძნობ. ინტერიერი ძალიან სადაა. თეთრი ფერის შპალერი. ფინკ fლოიდის და ბითლზების პოსტერებით გამოწყობილი. ზედმეტად ძველმოდური ვარ. ამიტომ ვერავის ვეწყობი. მარტივად რომ
ვთქვათ მეგორები არ მყავს. რაც მთავარია ბალიშის ქვეშ ლუი ტომლინსონის ფოტო. კარგი ასორტია.
   ყველაზე სასაცილო ის არის რომ ფეხებზე ვკიდივარ. ქვემოდან ხმა მესმის. წამსვე ვიაზრებ რომ ეს ხმა ლიამს
ეკუთვნის.
-ახლავეე.
  ქურთუკს ვიხდი. ჩანთას საწოლზევე ვაგდებ და ქვემოთ ჩავდივარ.
-გისმენ, ლიამ.
-მეის ნომერი გაქვს?
-კი, დღეს ჩავიწერე.
-ლიამ თუ ღმერთი გწამს. რა მეი? რომელ საუკუნეში ხარ?
   თქვა ზეინმა მობეზრებულად.
-ხმა ჩაიგდე, მალიკ. შენ არავინ გეკითხება.
    მალევე ამატებს.
-შეგიძლია დაურეკო და უთხრა მოვა თუ არა? ძველი დროის გახსენება გვინდა ბიჭებმა-თქო.
-ამ, კი ახლავე.
ტელეფონი ჯიბიდან ამოვიღე და ნომრის ძებნა დავიწყე. მალევე ვიპოვე, თუმცა არ მპასუხობს. მეორეჯერეც დავრეკე და ამჯერად მიპასუხა.
-გისმენ, მილა, ბოდიში ლოდინისთვის.
-ჰეი, მეი, რასშვები.
-რავი არაფერს ისეთს, შენ?
-ჰო, მეც ეგრე. უფრო სწორად, ბიჭებმა დამავალეს შენთვის გადმომერეკა.
-გისმენ აბა.
-ძველი დროის გახსენება უნდათ და მოხვალ?
-დღეს ნამდვილად ვერა. ვმუშაობ და ძალიან ბევრი საქმეა აქ. ვფიქრობ ძილსაც ვერ მოვასწრებ.
ხმაურიანად ჩაისუნთქა.
-სხვა დროს იყოს.
-კარგი აღარ მოგაცდენ.
ტელეფონი ყურიდან მოვიშორე. შემდეგ ბიჭებს გავხედე, რომლებიც ინტერესიანი სახეებით მიყურებდნენ, რათქმაუნდა ზეინის გარდა.
-ვერ მოვალ, ვმუშაობო?
-რა?!
ყველამ ერთად დაიძახეს.
-ოუ, მისტერ მენდესს იმდენად გაუჭირდა შვილსაც ამუშავებს?
იკითხა ირონიულად ზეინმა.
-ზეინ, გეყო. რაარის ამაში ისეთი რამაც შენი დამცინავი გამომეტყველება დაიმსახურა?
ჰკითხა ლუიმ. ზეინმა ხელები აწია დანებების ნიშნად.
-სამსახურის მერე ვერ გამოვალო?
-ვერა. ასე მითხრა ვფიქრობ ძილსაც ვერ მოვასწრებო.
-ასეთ დამღლელ სამუშაოზე რატომ მუშაობს?
ჩაერთო ლაპარაკში ჰარიც.
-ხო, მამამისი ამას არ დათანხმდებოდა.
-რას ჩამომდგარხარ! ფეხბურთს ვუყურებთ.
დამიყვირა ზეინმა.
-ბოდიში.
ამოვიჩურჩულე და უკან გამოვბრუნდი.
ლუის ხმა გავიგე, რომელიც ბუნდოვნად აღწევდა ჩემამდე.
-კარგი რა, ზეინ. ასეც ნუ ელაპარაკები.
თვალებიდან ცრემლიც კი აღარ მომდის. უკვე ყოველდღე ვტირი. დავიღალე. ასე თუ გაგრძელდება ამდენს ვერ გადავიტან. უძლური ვარ. ზედმეტად უძლური...

Promise! (Zayn Malik and Louis Tomlinson Fanfiction) (ქართულად)Where stories live. Discover now