23 ოქტომბერი 2023 წ.
_გამარჯობა, ჩიმი როგორ ხარ?
რაღაც უნდა მოგიყვე:
დღეს, უფრო სწორად გუშინ 24_ში ქართულში ოლიმპიადა იყო .ვფიქრობ კარგად დავწერე. კომპიუტერის კაბინეტში როდესაც შევდივარ ყოველთვის თითქოსდა სული მეხუთება, ალბათ ნერვიულობის გამო .
ახლა მთავარი რაც უნდა მომეყოლა... აქვე ვიტყვი რომ მერე არ დამავიწყდეს ,ამის დაწერა მეზარებოდა ,მაგრამ, სიზარმაცეს ვძლიე 00:56_ია ღამით წერა მომწონს.
ბოლოს და ბოლოს მთავარი თემა რისთვისაც აქ მოვედი!!!!!!
ესეიგი, გუშინწინ 23 ოქტომბერს ჩვენთან ტყეში (მოპრიალებული მინდორია) იყო ფესტივალი, რომელიც, იმ დღესვე დამთავრდა .
ეს ფესტივალი ზოგადად უკრაინელი ტურისტებისᲗვის იქნა მიᲫღვნილი .
იქ, სადღაც ,ბოლოსკენ რომ ავედით ვიღაცები ტილოზე ხატავდნენ სურვილისამებრ .
ამას რათქმაუნდა ჰყავდა "ზედამხედველი", ამაზე მერე მოგიყვები .
ესეიგი ,იყო ერთი დიდი ტილო .მაგ ერთ ტილოზე ყველა ვხატავდით . თავიდან შემეზარა დახატვა მაგრამ, მერე რაღაცამ მიბიძგა რომ ამ ნახატში წვლილი მეც შემეტანა.
ეს ნახატი არ იყო კონკრეტული სათაურის ,
ზოგი რას ხატავდა, ზოგი რას, ფოტოც კი გადავუღე:)
ხატვის დროს ზედამხედველთან "ჭორაობა" დავიწყე .
ზოგადად, მოგეხსენება რომ კომუნიკაბელური ადამიანი ვარ .
როდესაც ხატვით ვიყავი დაკავებული, მან მკითხა: საერთოდ ხატვა თუ გამომდიოდა. მე კიდევ ვუთხარი რომ კი და თან დავამატე კონკურსებზე/ოლიმპიადებზე გავდივარ მეთქი.(ამის გარეშე არ შეიძლებოდა)
ეს ზედამხედველიც მხატვარი იყო. 23 წლის ვარო, ჩემთან შედარებით მაღალი იყო. ბევრი ვეჭორავე, სხვადასხვა მუსიკალური ჯგუფი განვიხილეთ.
გემოვნება დაგვემთხვა, კიდევ ბევრი დამთხვევა ვიპოვე, ეხლა რომ დავფიქრდი, მეთქი, ტყუპისცალი ხომარ ვიპოვე. მისი სახელი და გვარია ჯიმინ მამულაიშვილი
მეთქი მაკა (მამულაიშვილი) მასწავლებელს ხომარ იცნობ თქო, არაო რატომ მკითხეო ,ვუპასუხე ხელოვნების მასწავლებელია მეთქი, ამან მითხრა:
უთხარი მამულაიშვილი ვიპოვე და ისიც მხატვარიაო .
YOU ARE READING
ACRYLIC💜💛💙
Adventureრეალური ისტორია რომელიც დღიურიდან იქნა გადმოწერილი, მხოლოდ სახელების ცვლილება❗წაიკითხე არ ინანებ❗
