XIX

223 24 28
                                    

-გამიშვით. სასოწარკვეთით ღრიალებს ბიჭი როცა მუცლით იატაკზე აკრავენ. -არა, გამიშვით. თეჰიონ გთხოვ გააჩერე, თეჰიონ მიშველე.

კიმი არ ინძრევა, თავისი დამპალი სავარძლიდან ისე იყურება თითქოს მეფე იყოს. სასტიკი მეფე, რომელიც ყველაფერს იკადრებს სხვების გასამწარებლად. მეფე რომლისაც ყველას ეშინია. მეფე რომელიც არასდროს, არავის, არაფერს პატიობს. მისი ცივი მზერა, შიგნიდან ყინავს უმცროსს და როცა ხვდება რომ ხსნა არ არსებობს, რომ ყველაფერი დამთავრდა, ის ნებდება. თეჰიონი მას არ დაეხმარება, ყველაფერი დამთავრდა. მაგრამ მაინც როცა შარვლის ელვის გახსნის ხმა გაიგონა, როცა მოსალოდნელი საფრთხის გამო მთელ სხეულში შიშმა დაუარა, კიდევ ერთხელ გაიხედა სავარძელისკენ, მისკენ.

თვალი თვალში

ის მას უყურებდა, მის ანთებულ თვალებს და ხვდებოდა საქმე ვისთანაც ჰქონდა. ჯონგუკი ყოველთვის ფიქრობდა რომ არსებობდა მხოლოდ სამი ტიპის ადამიანი. კეთილი ადამიანები, რომლებიც კეთილები იყვნენ რადგან შეეძლოთ, რადგან სხვების დახმარება სიამოვნებას ანიჭებდათ.
ნეიტრალური ადამიანები რომლებიც სიკეთით არ დაიკვეხნიდნენ, თუმცა ცუდსაც არავის არაფერს უკეთებდნენ და თავისთვის ცხოვრობდნენ. არსებობდნენ ბოროტები რომლებიც იძულებულნი იყვნენ რომ ბოროტება ჩაედინათ, ისინი ბოროტებას ჩადიოდნენ თუმცა სიამოვნებას არ იღებდნენ.

ჯონს ბევრი ადამიანი შეხვედრია, ბევრი ბოროტი, საზიზღარი გულის მქონე. თუმცა ყოველთვის სჯეროდა, უნდოდა რომ დაეჯერებინა, რომ ისინი იმ ბოროტებით რასაც სჩადიოდნენ ყველაზე მეტად საკუთარ თავს ვნებდნენ. სჯეროდა რომ ისინი ნანობდნენ  და ერთხელაც აუცილებლად გამოსწორდებოდნენ.

მას ვერც კი წარმოედგინა რომ ადამიანს შეეძლო ამხელა სიამოვნება მიეღო სხვისი ტანჯვის ცქერით. თუმცა სიმართლე მის თვალწინაა. იმ დღიდან რაც თეჰიონს შეხვდა დარწმუნდა რომ თეჰიონი არცერთ ადრე შემხვედრ ინდივიდს არ ჰგავს. არცერთ კატეგორიაში არ ჯდება. ის ბოროტია, საკუთარ ეგოიზმში იმდენადაა ჩაფლული რომ ირგვლივ ვეღარავის ამჩნევს. ის სხვებს ამწარებს და ამით სიამოვნებას იღებს. უნდა რომ ყველა მას დაემორჩილოს, ყველამ თავი დაუხაროს, უნდა რომ ყველა მისი მონა გახდეს. და როცა ისე არ ხდება როგორც მას უნდა, ის ჭკუიდან იშლება და გარშემო ყველაფრის განადგურებას იწყებს. მას არ ანაღვლებს სხვისი გრძნობები, არასდროს ანაღვლებდა.

საჩუქარი Where stories live. Discover now