IX

205 24 8
                                    

ხმამაღალი მუსიკა, ძლიერი ალკოჰოლის სუნი და უამრავი მშიერი მზერა მასზე. მას შეუძლია თამამად თქვას რომ ეს ადგილი მისთვის არაა.

თვალებს მის გვერდით მოსიარულე სხეულზე აჩერებს. თეჰიონი ზღაპრულად ლამაზი და ამავდროულად ძალიან მამაკაცურია. შავ თვალებს გრძელი ყორნისფერი თმა უმშვენებს. მზერა როგორც ყოველთვის გამჭოლი აქვს ყოვლისმომცველი. სიარულის მანერა მოხდენილი, თავდაჯერებული. გრძელი შავი შარვალი აცვია და თხელი თეთრი თითქმის გამჭვირვალე პერანგი, საიდანაც კარგად ჩანს მისი ხავერდოვანი, მზის ნაკოცნი კანი. რთულია არ შეიმჩნიო მარჯვენა ხელის არათითზე იასამნისფერი, დიდ თვლიანი ბეჭედი. ბეჭდის დიზაინით თუ ვიმსჯელებთ ის ქალისთვის შექმნეს, თუმცა არანაკლებად ამშვენებს თეჰიონის, გრძელ ლამაზ თითს.

ჯონგუკი აღიარებს რომ რამდენადაც ეზიზღება და შეძრულია თეჰიონის ქცევებით და ხასიათით, იმდენად ნუსხავს და მისკენ იზიდავს მისი გარეგნობა. მაგრამ ამას მნიშვნელობა არ აქვს, მან ხომ კარგად იცის ამ ლამაზი გარეკანის მიღმა რა იმალება. თეჰიონი დაცემულ ანგელოზს ჰგავს, ერთ დროს ღმერთის რჩეული დასაჩუქრებული იდიალური გარეგნობით.

ბიჭი მის გვერდით თავს უღიმღამოდ იგრძნობდა, რომ არა ყველას მზერა მასზე. უცნაურია, ძალიან უცნაური. ის კიმის გვერდით მოდის, წყეული კიმ თეჰიონის რომელიც ასე ზღაპრულად გამოიყურება და ხალხი მაინც მას აშტერდება. ეს ჩვეულებრივი მარაზმია.

კიმის ფეხები ერთ მაგიდასთან ჩერდება, მაგიდა სხვებისგან იზორილებულია. ასეთი რამ ჯონგუკს ფილმებში უნახავს, როგორც ჩანს ვიაიპია. ვიწრო კოლექტივი მაშინვე იწყებს მისალმებას.

-გამარჯობა, თეჰიონ. მაშინვე დგება ერთ-ერთი მადგანი.

კიმი მაგიდასთან ადგილს იკავებს, ჯონგუკი კიდესთან ჯდება თეჰიონის და სხვებისგან შორს. უხერხული შეგრძნების დასაფარად მაგიდასთან მყოფების თვალიერებას იწყებს. ოთხი მამაკაცი და ერთი გოგონა. აქედან ორი თეჰიონზე უფროსი ჩანდა, ერთი ახალგაზრდა. ის ერთი კი რომელიც მისასალმებელია ფეზე წამოდგა ჯონგუკზე ცოტათი უფროსი. გოგონა ლამაზი იყო, ზედმეტად გამომწვევად ჩაცმული. სადღაც ჯონგუკის ასაკის იქნებოდა.

საჩუქარი Where stories live. Discover now