XVIII

224 22 26
                                    


სიცივეა, საშინელი სიცივე, სიცივე რომელიც კანიდან ხორცში აღწევს, სისხლში მიედინება, ძვლებამდეც მიდის და ბოლოს, სულ ბოლოს, უფრო ღრმად შემოდის იმდენად ღრმად რომ სული მეყინება.
მე ვერაფერს ვხედავ, არაფერი მესმის და არაფერი ვიცი. ვცდილობ გავექანო, აქედან გაღწევა ვცადო მაგრამ არ შემიძლია, არ მინდა.
ჩემი სხეული სასიამოვნოდ მოდუნებულია.  მე ბალახში ვწევარ, რბილ ბალახში. ყურებში ჩიტების ჭიკჭიკი მესმის, ისინი რაღაცას მეუბნებიან. მეუბნებიან რომ საფრთხეში ვარ. მაგრამ როდის მერე ლაპარაკობენ ჩიტები? ხო, ჩიტები არ ლაპარაკობენ, ანუ ეს სიზმარია.
მინდა  რომ ვიცინო და ვიცინი კიდეც, მერე ეს სიცილი ხარხარში გადამდის. არ ვიცი რამდენი ხანი გავიდა ასე სიცილში, რაღაც ხმა მესმის. მესმის ჩუმი ჭრაჭუნის ხმა, ისეთის თითქოს ვიღაცამ კარები გააღო. ფეხის ნაბიჯების ხმაც მესმის, ნაცნობი ფეხის ნაბიჯების ხმა, თეჰიონის ფეხის ნაბიჯების. მერე კარები იღება, ვგრძნობ როგორ მიახლოვდება ფეხის ნაბიჯების ხმა, მაგრამ მე ისევ ვერაფერს ვხედავ. და მაშინ როდესაც ნაცნობი სხეული ზედმეტად ახლოს მოდის, მაშინ როცა სრულიად დაუცველი ვარ, ჩემი მოდუნებული სხეული თითქოს ფხიზლდება და გონებაში ძველი მოგონებები ტივტივებს. კიმ თეჰიონი, მისი განადგურების გეგმა, რესტორანი ქალაქგარეთ, სტეიკი და ღვინო, ხო ღვინო, მგონი ღვინოში რაღაც ერია სავარაუდოდ დამაძინებელი საშუალება. თუმცა დამაძინებელი საშუალება ისეთ მდგომარეობამდე არ მიმიყვანდა რომელშიც ახლა ვარ. ის დაელოდა ჩემს გათიშვას, შემდეგ აქ მომათრია და კიდევ რაღაც გამიკეთა.

ის ჩუმადაა, მე მინდა რომ რამე ვთქვა, ვკითხო აქ რა ჯანდაბას ვაკეთებ, მაგრამ პასუხი ისედაც ვიცი. ვიცი აქ რასაც ვაკეთებ და ისიც ვიცი რომ აქედან ცოცხალი ვერ გავაღწევ. რაღაც მომენტში ვგრძნობ რომ ფეხებზე მექაჩება, მერე ვხვდები რომ სადღაც მიმათრევს. ჩემს ყელს ღრიალი სცდება, სხეულს ვერ ვიმორჩილებ, ვერ ვეწინააღმდეგები. ის რაღაც მელოდიას ღიღინებს, ხმის ტემბრზე ეტყობა რომ მშვიდია, აუღელვებელი. მეშინია, ის მე მომკლავს, ამას ნამდვილად გააკეთებს.

საჩუქარი حيث تعيش القصص. اكتشف الآن