I

523 33 11
                                    

გარეთ ძლიერი ქარი და წვიმაა, როგორც ჩანს ამ ღამეს ბუნებაც საზიზღარ განწყობაზეა. ძველ, საღებავ გადამძვრალ ფანჯარას ქარი არწევს. რაც მალევე იწვევს საწოლზე, ემბრიონის პოზაში, მოკალათებულ შავთმიანის გაღიზიანებას. საწოლიდან დგება, ფანჯარას ხურავს და უკან ბრუნდება. რაღაც საშინელი განწყობა არ ასვენებს. თითქოსდა ყველაფერი ერთად დაატყდა თავს. ეშინია და ვერ ხვდება რისი, მოწყენილია და ვერ ხვდება რისგან, გლოვობს და ვერ ხვდება რას. ტელეფონს იჭერს ბოლოს ხელში და ნაცნობ კონტაქტს აწვება. ზარი არ გადის და ბიჭი უკვე მზადაა, ყველა არსებული და არარსებული ღმერთისთვის ილოცოს, ოღონდ ამჯერად მაინც შეცდეს მისი ინტუიცია.
იმ დღესაც წვიმდა, ქარი არ აძლევდა ფოთლებს მოსვენებას და ჯონ ჯონგუკსაც რაღაც მსგავსი გრძნობები უწვავდა შიგნეულობას. რამდენიმე საათში შეატყობინეს მისი მშობლების ამბავი.

ავტოკატასტროფა... სველი გზა, მოშვებული მუხრუჭები და ობლად დარჩენილი ორი ბავშვი. მშობლების დაღუპვა ყველაზე საშინელებაა რაც შეიძლება 16 წლის მოზარდს შეემთხვას. 2 წლის წინ მიაბარა მშობლები მიწას, მოუწია უამრავი ,,ყველაფერი კარგად იქნება", ,,მთავარია გაუძლო", ,,გადალახავ", ,,ძლიერი უნდა იყო", ,,მათ თქვენი კარგად ყოფნა ენდომებოდათ" მოესმინა თვითონ კი დარწმუნებული იყო რომ აღარაფერი იქნებოდა კარგად.
მშობლებისგან ბევრი არაფერი დარჩენიათ, მხოლოდ ერთი, ძველი, სამ ოთახიანი სახლი. თუმცა ამისთვისაც მადლიერია. მაშინ 22 წლის ძმასთან ერთად გარეთ რომ არ დარჩა.

მისი უფროსი ძმა, ჯინი მუშაობდა თუმცა ეს საკმარისი მაინც არ იყო, ამიტომ უმცროსმა მიმტანად დაიწყო მუშაობა. ნახევარ განაკვეთზე მუშაობდა სწავლასთან ერთად. ყველაფერს აკეთებდნენ რომ მაცივარი ცარიელი არ ყოფილიყო და მაინც არასდროს იყო სავსე.
რას არ დათმობდა ახლა მისი მშობლები, ცოცხლები და სახსალამათები ამ ოთახში რომ შემოსულიყვნენ, მაგრამ არ შეუძლია. ჯონგუკს არ შეუძლია სამყაროს კანონებს გადააბიჯოს და დედ-მამა სიკვდილს გამოგლიჯოს.
თუმცა მისი ძმა ცოცხალია, ამაში დარწმუნებულია, მაგრამ იმასაც ხვდება რომ მას რაღაც საშინელება შეემთხვა.

საჩუქარი Wo Geschichten leben. Entdecke jetzt