მას ეშინია, რომ თეჰიონი მზერას მოაშორებს, იატაკზე დაყრილ ქაღალდებს დაინახავს და ყველაფერს მიხვდება. კიდევ უფრო ეშინია რომ თეჰიონმა უკვე იცის. იცის ბიჭი რაღაცას რომ ხლართავს.
არა, არა, არა, მას ხომ ჯერ არაფერი დაუნახავს, შესაბამისად მან არაფერი იცის.

შეუძლებელია იცოდეს.

-ბატონო კიმ, მე რაღაც საკითხზე გასაუბრება მინდოდა და.. უეცრად იწყებს სტაჟიორი.

-გადი. ხმამაღლა უცხადებს თანამშრომელს. თეჰიონის ხმა ყინულივით ცივია, იმაზე ცივი ვიდრე ჩვეულებრივ. ჯონგუკს სუნთქვა უჭირს, ყელში ქვა ეჩხირება. შიში ფიქრებში აღწევს, ფიქრებიდან თავში, თავიდან კი მთელ სხეულში ვრცელდება.

სტაჟიორს სახე ეღრიცება, როგორც ჩანს ამდენი შეურაცხყოფა ვერ აიტანა. ჯერ უფროსის საყვარლის ისტერიკები, ახლა თვითონ უფროსი, რომელიც არც კი უსმენს. ცდილობს თავი მოთოკოს, მას ეს სამსახური სჭირდება. კარებიდან სიტყვის უთქმელად გადის, ბრაზს შიგნით იკლავს.

თეჰიონი წამით აყოლებს სტაჟიორს თვალს. შემდეგ ისევ ბიჭს აშტერდება.

-რას აკეთებ? მისი ხმა მკაცრია, გაბრაზებული. ის რამდენიმე ნაბიჯს დგამს ბიჭისკენ.

-რ-რას ვაკეთებ? შიშისგან ძაგძაგებს უმცროსი, თითოეული კიმის გადადგმული ნაბიჯზე თვითონ ერთი ნაბიჯით უკან მიდის, ბოლოს იმ კარადას ეჯახება რომლიდანაც საბუთები აიღო.

ცდილობს გონზე მოვიდეს, ჯერ არაფერი დასრულებულა, შეიძლება კიმმა არაფერი არ იცის. უფროსი კიდევ უფრო უახლოვდება, ისევ ისე აშტერდება. რამდენიმე წამი გადის, შემდეგ ბიჭს უეცრად შორდება და თავისი სამუშაო მაგიდისკენ მიდის.

-შენ ისედაც ბევრი პრივილეგია გაქვს, ზღვარს არ გადახვიდე თორემ ყველაფერს დაკარგავ.

უფროსის წინადადებამ უცნაურად და უაზროდ გაიჟღერა ჯონგუკისთვის. იბნევა და ვერ ხვდება რა უნდა თქვას, რა უნდა გააკეთოს.

საჩუქარი Where stories live. Discover now