მოუთვინიერებელი • 14

554 94 70
                                    

მთელი იმ დროის განმავლობაში, რაც ჰოსოკი საავადმყოფოშია, იუნგი ნამჯუნთან მარტო აღარ რჩება. ან როცა ჰოსოკს ღვიძავს მის გვერდითაა, ან თუ ძინავს და იქ ლეია მაშინაა მასთან ერთად, ან როცა ნამჯუნია პალატაში ლეის მიყვება სახლში ხოლმე.

- ჩემი გეშინია. - პირველად როცა მარტო რჩებიან იუნგის ლამის გული უქანდება. ჰოსოკი უნდა გამოეწერათ და იუნგი სახლში დახვედროდა ყველას, მაგრამ პირველი ნამჯუნი დაადგა. ნამჯუნი კარებში დგას და მას უყურებს, თავი ოდნავ გვერდზე აქვს გადახრილი და თითქოს პირდაპირ სულში უყურებს.

მის ემოციებს კითხულობს...

- არ მეშინია... საიდან მოიტანე, ნამჯუნ?

- რამდენიმე დღეა გამირბიხარ, ჩემთან მარტო დარჩენას ერიდები, ახლა კი ჩემს დანახვაზე ერთი ნაბიჯით უკან დაიხიე, ხმა აგიკანკალდა, ხელები გაგიოფლიანდა და სვიტერის სახელურებში ჩამალე. ეს შიშია... ჩემი გეშინია.

- მე... მე... - ამჯერად ღიად იხევს უკან, რამდენიმე ნაბიჯს დგამს უკან, რადგან ნამჯუნი შემოდის და კარს ხურავს.

- გულისცემა გაგიხშირდა...

- ნუ აკეთებ ამას! - თვითონაც არ იცის რა ემიციას განიცდის, როცა ამას ყვირის, მაგრამ ნამჯუნი ჩერდება, მას აშტერდება და ოხრავს... ახლა ნერვები უფრო ეშლება, რადგან თვითონ ვერ ხვდება რა ემართება, ამ დროს კი ნამჯუნმა უკვე იცის.

- რას? შენს ემოციებს ნუ ვაკვირდები? - ცალ წარბს წევს და ოხრავს. - იუნგი, ეს ერთადერთია რაც შემიძლია გავაკეთო, რომ თავი უფრო კომფორტულად იგრძნო. თუმცა შემიძლია, რა თქმა უნდა, ემოციები მეც ვითამაშო თუ შენთვის ასე უფრო ადვილი იქნება. უბრალოდ მაინტერესებს ჩემი რატომ გეშინია.

- შენნაირს რომ შეხვდე, რომელსაც ემოციები არ აქვს, რომლის ემოციებსაც ვერ კითხულობ, მაშინ რას იგრძნობდი?!

- შიშს არა, ამის შეგრძნება არ შემიძლია. ალბათ ინტერესს.

- ინტერესს?- იუნგი იბნევა და გაოცებული აშტერდება ალფას.

Untamed | JikookWhere stories live. Discover now