მოუთვინიერებელი • 8

494 99 113
                                    

ალფა ჯიმინისთვის საწოლში ჩასაცმელის მოძებნასთან ერთად  მის სააბაზანოს კართან დადებასაც, მისი ოთახის დალაგებასაც, თავის პიჟამოების ჩაცმასაც და რამიონის გაკეთებასაც ასწრებს და როცა ჯიმინი გამოდის და ტრუსის ამარა უჯდება მაგიდასთან, მეც მინდაო, ჯონგუკს ლამის საჭმელი სცდება.

- სააბაზანოსთან დაგიდე...

- საწოლში ტრუსის მეტს არაფერს ვატარებ. რამის ჩაცმა საწოლში უხერხულობის შეგრძნებას მიტოვებს. - ვითომც აქ არაფერიო ისე ამბობს ომეგა და საჭმელს ახევს. საჭმელს ვინღა ჩივის, ყელში ლუკმა ვეღარ გადაუვა.

თავიდან მის სხეულს აკვირდება, თითქოს უნდა იმ ღამეს თუ რამე გამორჩა, მისი სხეული ახლიდან შეისწავლოსო, მაგრამ იმ ღამის გახსენებაზე სულ აცილებს მზერას მის სხეულს და მის სახეს აშტერდება.

- პატარა ბინაა. - რაღაცნაირად აღნიშნავს ჯიმინი, ჯონგუკი კი უხერხულობისგან კრთება. რას ფიქრობდა, როცა აქ მოჰყავდა? კიდევ ერთხელ ახსენდება სად ცხოვრობს ომეგა და სახე უწითლდება.

- არასწორად გაიგე.- სწრაფად ამბობს ომეგა, როგორც კი მის სახეს ამჩნევს და უხერხულად ამატებს. - ცუდი გაგებით არ მითქვამს. ბავშვობაშიც და ახლაც, ყოველთვის ვოცნებობდი პატარა ბინაზე და არა დიდ სახლზე როგორიც მე მაქვს. სახლი ძალიან დიდია, მაგრამ თითქოს ცარიელი. პატარა რომ ვიყავი საათები შეიძლება მეძებნა მშობლები იმ დაწყევლილ სახლში და ვერ მეპოვა. - საჭმელს დაჰყურებს. - ყოველთვის მინდოდა პატარა ბინა, სასტუმრო, სამზარეულო და ორი საძინებლით, ჩემთვის და მშობლებისთვის. ეს საკმარისი იქნებოდა.

- წამოდი დავიძინოთ. - ჩურჩულებს ჯონგუკი, ფეხზე დგება და ჭურჭელს ნიჟარაში ალაგებს. როცა უკვე ჯიმინისკენ ტრიალდება, ჯიმინი ისევ მაგიდის ზედაპირს დაჰყურებს.

- ჯიმინ-ა.... რაზე ფიქრობ?

- არ მინდა ჩემი მშობლებივით ვიყოთ. - ლუღლუღებს უეცრად ომეგა. - მამას უნდა, რომ ჩვენთან გადმოხვიდე, მაგრამ მე არ მინდა... არ მინდა მათსავით მთელს სახლში გეძებდე და ვერ გპოულობდე.

Untamed | JikookWhere stories live. Discover now