მოუთვინიერებელი • 7

470 93 89
                                    

გამაყრუებელი სირენის ხმა ყველას ატყობინებს, რომ რბოლა დასრულდა. ჯიმინი მოტოციკლს აჩერებს და გადმოდის, შემდეგ კი ჩაფხუტს იხსნის და ისეთი ღიმილით უყურებს, რომ ჯიმინის გაგლეჯვის სურვილი კიდევ უფრო იმატებს!

-  და რა თქმა უნდა, რბოლა ისევ შავმა ტრიომ მოიგო. შავი ეშმაკი მისი   Harley-Davidson CVO Road Glide-ის მოტოციკლეტით პირველი ადგილს იკავებს და საპრიზო 2 მილიონ დოლარს იღებს, მეორე ადგილზე ისევ შავი მეფე გადის მისი Bugatti La Voiture Noire-სთან ერთად და მესამე ადგილზე შავი პრინცი მის Lamborghini Veneno-თი!

- ისევ პირველ ადგილზე ხარ.- ბუზღუნით უახლოვდება იუნგი.

- თეჰიონმა იცის სად ხარ?- პირველი დარტყმა მისი ომეგის მაგიერ მეგობრის ომეგაზე ხორციელდება, იუნგი შეშდება, როგორც კი ჯონგუკის გაბრაზებული ხმა ესმის და ალფა ჩაფხუტს იხსნის. ჯიმინიც კი იძაბება მისი გაბრაზებული სახის დანახვაზე.

- არ იცის და ვერც გაიგებს.

- მაგასაც ვნახავთ!

- ჯონგუკ, კარგი რა, ხასიათს ნუ ჩაგვიშხამებ, მოვიგეთ. - სიტუაციის განეიტრალებას ცდილობს მათთან გაჩენილი ნამჯუნი. ირგვლივ მანქანები ჩერდება და ხალხი რბოლაზე იწყებს საუბარს.

- შენ საერთოდ მოკეტე! ჩემი ძმა უნდა იჯდეს სახლში და უნდა ფიქრობდეს ცოცხალი მიხვალ სახლში თუ უკეთეს შემთხვევაში დამტვრეული?! - ნამჯუნი უხერხულად იშმუშნება. - საერთოდ არ ფიქრობთ თქვენს მეორე ნახევრებზე?!

- ჯონგუკ...- ჩარევას ცდილობს ჯიმინი და სწორედ აქ უშვებს შეცდომას, კიდევ უფრო გაბრაზებული ალფა ახლა მას უტრიალდება და როგორც იქნა მოტოციკლეტიდან გადმოდის.

- ჩემი სულელი ძმასავით არ ვაპირებ სახლში ვიჯდე და ველოდო ახალ ამბებს ცოცხალი ხარ, დამტვრეული თუ გადარჩი, გასაგებია?! ან რბოლები, ან ჩვენი ურთიერთობა, ჩემი სათქმელი ვთქვი, დანარჩენი შენი გადასაწყვეტია!

ჯიმინი ისეთი შოკირებული უყურებს, აშკარად არ სჯერა, რომ ეს ყველაფერი მის თავს ხდება, ალფა კი თვალებიდან ლამის ნაპერწკლებს ყრის.

Untamed | JikookWhere stories live. Discover now