მოუთვინიერებელი • 2

541 103 61
                                    

-დაწყნარდი!-ვეღარ ითმენს ჯონგუკი, რადგან ჰოსოკი ოთახში იქით-აქეთ დადის და ისე მოთქვამს, თითქოს ჯონგუკი მოკვდა.

- შენ არ გესმის!- ყვირის ბიჭი და როგორც იქნა იქით-აქეთ სიარულს წყვეტს და ჯონგუკის გვერდით დივანზე იკავებს ადგილს.- მას მოეწონე, თავს აღარ დაგანებებს!

- ჰიონ, ის ჩემი ჭეშმარიტია.- მის პანიკაზე მხოლოდ თვალებს ატრიალებს და მგონი ჰოსოკს უარესს უშვრება, რადგან ბიჭი სულ თეთრდება. - რა უბედურებაა, ასე მეც კი არ ვპანიკიორობ, ომეგას ემსგავსები!

ჰოსოკს აშკარად სახეზე ეტყობა, რომ ეს სიტყვები არ სიამოვნებს და ტუჩებს კუმავს, მზერას არიდებს. როცა ნამჯუნმა ჯონგუკს შესთავაზა, მოდი შენი ძმა ჩვენს ბინაში წაგიყვანს და მშვიდად ილაპარაკეთო, ჯონგუკს კარგი იდეა ეგონა, მაგრამ ერთადერთი რასაც ბოლო ოცი წუთია უსმენს, ჰოსოკის პანიკა და ლანძღვაა. ჯერ კარგად გამოლანძღა უნივერსიტეტში მოწყობილი სცენის გამო, მერე ჯიმინზე ისე ატეხა პანიკა, თითქოს ომეგა კი არა ნამდვილი ტერმინატორი ყოფილიყო.

- ილაპარაკეთ?- ინტერესდება ნამჯუნი, როგორც კი ბინაში შემოდის. ბიჭმა გადაწყვიტა ჯერ მარტო დაეტოვებინა ისინი, რომ ელაპარაკათ.

- თუ ჯერ ლანძღვა-გინება და მერე მოთქმა და ჩემი დატირება ითვლება, მემგონი ვილაპარაკეთ, თუმცა  მე ხმა არ ამომიღია.- თვალებს ატრიალებს ჯონგუკი, რაზეც ნამჯუნს უკმაყოფილო მზერა გადააქვს ჰოსოკზე და ცალ წარბს წევს.

-ჯიმინი მისი ჭეშმარიტი ომეგაა!- თავის დაცვასავით ჟღერს ჰოსოკის სიტყვები.

-ოუ... ვაუ...- ლუღლუღებს გაოცებული ნამჯუნი და უხერხულად იქექავს კეფას.- გითანაგრძნობ... არც კი ვიცი, რითი განუგეშო.

- ღმერთო, რა ისტერიკებში ვარდებით, ის უბრალოდ ომეგაა! - ვეღარ ითმენს ჯონგუკი.

- უბრალო ომეგა?- აღშფოთებული ყვირის ჰოსოკი.- ის კორეის მთავარი პროკურორის ერთადერთი შვილი ომეგაა და უმსხვილესი საერთაშორისო კომპანია KIM Corporation-ის მემკვიდრე მამა ომეგას წყალობით! მის ფენა იმის გამო რომ იმ ფენიდან არ ხარ, საიდანაც ისინი, პირანიებივით დაგჭამენ.

Untamed | JikookOpowieści tętniące życiem. Odkryj je teraz