third part

187 29 13
                                    

აუცილებლად დაავოუთეთ❤️

**************************************

კარის წინ ვიდექი. ასე მეგონა სიკვდილის პირას ვიყავი,  ამ კარის გაღება სიკვდილის ტოლფასი იყო.

რაც არის არის.. ამოვისუნთქე და კარი შევაღე.

- მეძახდით? — დავინახე სავარძელში მჯდომი მისტერ სექსუალური, სიგარეტით ხელში. სველი, უკან გადაწეული თმით და პირსახოცის ხალათით. ვფიცავ, ამაზე სიმპათიური კაცი და საერთოდ ადამიანი ჯერ არ დაბადებულა.

- შემოდი!

სხეული დამეძაბა. შევედი და კარი მოვხურე.

- დაჯექი, — ოთახში მდგომი სავარძლისკენ მიმითითა.

დავჯექი.

- რა გინდოდა რესტორანში, ან საიდან გაიგე, რომ იქ ვიყავი. — რატომ აქვს ასეთი ბოხი და სექსუალურად ღრმა ხმა. რაზე ვიფიქრო, იმაზე რასაც ახლა მეუბნება, თუ თვითონ მის ხმაზე. რა თქვა ვერც გავიგე...

სახეზე ავხურდი, ძალიან დავიბენი.

- შენ გეკითხები.. არ აპირებ პასუხს? — საფერფლეში ჩააგდო სიგარეტი.

- შეგიძლიათ გამიმეოროთ კითხვა? — რა იდიოტი ვარ

ჩაისმირკა და თავი უკან გადააგდო.

- აჰჰ ჯანდაბა.. საყვარელი ხარ.

- ჰო ძალიან.. — ჩავიბუტბუტე

- რა თქვი?

- თქვენთვის არაფერი  მითქვამს

- არ მაინტერესებს ვისთვის თქვი, მე ვიკითხე რა თქვი

- მე კი გითხარით, რომ არაფერი მითქვამს!

- ღმერთო, როგორი აუტანელი ხარ!

- თქვენც არანაკლები ხართ!

- ახლა შენი ნერვები არ მაქვს.. გადი და განრიგს მიჰყევი ხვალისთვის

- კარგით.. — უნდა ავმდგარიყავი, როცა უეცრად გამახსენდა.. — ბატონო ჯეონ, რას აპირებთ რესტორანში მომხდარის შემდეგ?

Servant & Mr.jeon Where stories live. Discover now