-კიმ ახალი რა ხდება? მეგობრულად შემოსძახა ბიჭმა.

-უკვე ხომ ვხედავთ ახალი რაც ხდება. ჩაიცინა გოგონამ ამოღებული მაისურით.

-განსაკუთრებული არაფერი. მზერა ჯონგუკზე გადააქვს.
-გასართობად მოვედი.

-ჰო და იქნება გართობა. აბა რას დალევ თეჰიონ?

-როგორც ყოველთვის.

-შენი სახელი? უცბად მზერა ბიჭზე გადააქვს.

-ჯონგუკი. მის მაგივრად პასუხობს კიმი.

-კარგი. ჯონგუკ, რას დალევ?

-არაფერს. დაბნეული პასუხობს ბიჭი.

-მისთვისაც იგივე. უკვე მეორე კითხვაზე სცემს მის მაგივრად პასუხს უფროსი.

ის ბიჭი თავს დამჯერად აქნევს და ოფიციანტს თავისკენ ანიშნებს. ჯონისთვის გაურკვეველი სასმელების შეკვეთას აძლევს და კიდევ რაღაცას ეჩურჩულება.

სასმელები მოაქვთ, თეჰიონი მაშინვე სვამს რამდენიმე ჭიქის შემდეგ უკვე იცინის, საუბრებში ერთვება.

ჯონგუკი კიდევ უფრო დაძაბულია ვიდრე თავიდან იყო, კოლექტივიდან სრულიად მოწყვეტილი.

რაღაცას ეწევიან ის არ ფიქრობს რომ ეს სიგარეტია. ცდილობს არ მოუსმინოს მათ არაფრის მომცემ საუბარს და უაზრო ხარხარს. ცდილობს რამე სხვაზე იფიქროს, რამე უნდა გაიხსენოს, რამე კარგი. მშობლებს იხსენებს. ზაფხულის არდადეგებს და ზღვას. დედამისის გაკეთებულ კიმჩის, მისი ძმის სიცილს. მამამისთან ერთად თევზაობას იხსენებს.

მაგრამ უცაბედად რეალობა თავს ახსენებს, არ იცის რატომ მაგრამ სწორედ მაშინ როცა მოსმენას იწყებს, მასზე იწყებენ საუბარს.

*თეჰიონ ეს სად იპოვე?* სახით ჯონგუკისკენ ანიშნებს გოგონა.

*გრძელი ისტორიაა.*

*მაშინ მოკლედ მოგვიყევი.* არ ნებდება გოგო.

*მოდი ასე ვთქვათ, ის საჩუქარია.*

*საჩუქარი? კარგი საჩუქარია. მე ის ძალიან მომწონს, შეგიძლია მაჩუქო? ჩემს ძმას სამ დღეში დაბადების დღე აქვს* მეტი დამაჯერობლისთვის სამი თითი ასწია და თეჰიონის სახესთან მეტისმეტად ახლოს მიიტანა.

*არა* ზედმეტად მტკიცედ გაისმა მისი ხმა, რამაც წამით გოგონას დაბნევა და გაბრაზება გამოიწვია. მისმა ნაწყენმა გამოხედვამ კი ეს ყოველივე აშკარა გახადა.

*არაუშავს, ისეთი არაფერია.* ჩვეული არაფრის მეტყველი სახე დაიბრუნა.

*ახლახან თქვი რომ მოგწონდა.* ტუჩს ტეხავს თეჰიონი და ირონიულ მზერას უსწორებს.

*გადავიფიქრე*

-ჯონგუკ, ჩემთან მოდი.

ეს საზიზღარი გამომწვევი ხმა, ჯონგუკის ყურებში განგაშის სიგნალივით გაისმა. ის მზადაა რომ აქედან ახლავე გაიქცეს, რადგან იცის რომ ეს ყოველივე კარგად არ დასრულდება.

-ჯონგუკ, ჩემთან მოდი.

უფრო ხმამაღლა გაისმა უფროსის ხმა. ცხადია ის არ გაჩერდება სანამ თავისას არ მიაღწევს. უმცროსი თუ ახლა ყველას თვალწინ უარყოფს მას, სახლში ის ვერ გადარჩება.
ამიტომ ნელა დგება სავარძლიდან და მისკენ მიიწევს. ფეხები უკანკალებს და შინაგანი ხმა ჩასჩურჩულებს რომ საფრთხეს ერიდოს. თეჰიონის თვალებში აზარტს ხედავს, აზარტს რომელიც მალე გაანადგურებს.

კიმი მზაკვრულად უღიმის მასთან მისულს.

-მუხლებზე.
ბრძანებასავით გაისმა მისი ხმა, იყო კიდეც ბრძანება. თეჰიონი არ ითხოვს, ის ბრძანებებს გასცემს და ისინი დაუყოვნებლივ უნდა შესრულდეს. მაგრამ ახლა არ შესრულდება. სათითაოდ ყველა ძვალი რომც გადაუტეხოს ჯონგუკი მუხლებზე არ დადგება.

ახლა როცა ასე ახლოდან უყურებდა ამ დამამცირებელ გამოხედვას. ამ წამს აღარ ადარდებდა არც საკუთარი თავი და არც ის ადამიანები რომლებიც შეიძლებოდა მის საქციელს დაეზარალებინა.
ჯონგუკს უბრალოდ უნდოდა რომ თეჰიონს გადაეხადა ყველაფრისთვის რაც მას გაუკეთა.

შეიძლება ეს აფექტის მდგომარეობა იყო, დაუოკებელი სიბრაზე ან შიშის არარსებობა.
მან წამის მეასედში დაავლო ვისკის ბოთლს ხელი და გააქანა კიმის თავისკენ.

*******************************

ვეცდები ვიაქტიურო >.<

საჩუქარი Where stories live. Discover now