თავი 2.

44 2 0
                                    

- ფსიქოლოგთან ვიყავი, მაგრამ ვერაფერი მიშველა. ასე მითხრა, შენ მხოლოდ სიყვარული გიშველისო. ისეთი ადამიანი გჭირდებაო გვერდით, რომელსაც ეყვარები და ნებისმიერ რთულ პერიოდს გადადაგატანინებსო - ნელ ნელა ქვევით ჩამოსვლა დავიწყე.
- მერე, გაიარე ქუჩაში, სტილი შეიცვალე, ყველგან იარე სადაც საჭიროა და იქნებ ვინმეს მოეწონო.
- ეს არ იმოქმედებს, რადგანაც არავის მოვწონვარ. ყველა მაღიზიანებს და საერთოდაც, მე გრძნობები არ გამაჩნია. ვიღაცა რომ მომეწონოს ამას ვერ გავიგებ, სხვასაც რომ მოვეწონო, ვერც იმას გავიგებ. ვერ ტირილს და ბედნიერებას ვიგებ. აბა დაფიქრდი, ასეთ ადამიანს სიცოცხლე რისთვისღა უღირს?
- შენ შეგიძლია გამოსწორება, უბრალოდ ამას დრო სჭირდება. შენს თავზე კონტროლი უნდა მოახდინო და უთხრა, რომ ყველაფრის უფროსი შენ ხარ, რომ ის შენზე ვერ იმოქმედებს და ვერ დაგამონებს, რომ შენ ყველაფერს შეძლებ! მე დარწმუნებული ვარ, რომ ეს გამოგივა. მეც ასე ვცადე და აი ეხლა როგორი ბედნიერი ვარ...

ავტორის პოვ: გოგონას ცრემლები მოადგა თვალებში. არ ეგონა, რომ ოდესმე ვინმე ასეთ კარგ რჩევებს მისცემდა, ან მასთან ასეთი თბილი განწყობით იქნებოდა. ლილი იმ საშინელ ადგილს მოსცილდა და სამუდამოდ ამოიგდო მისი გონებიდან ფიქრები სიკვდილზე. ცდილობდა, რომ იმ გოგოს რჩევები გამოეყენებინა და შებრძოლებოდა ამ ყველაფერს.

ლილის იმ ინციდენტის შემდეგ, ის გოგონა აღარასოდეს უნახავს, მაგრამ სულ მასზე ფიქრობდა. საინტერესოა რატომ. ნუთუ, იმ გოგონამ ლილის გულს სიცოცხლე და ხალისი დაუბრუნა? ნუთუ, ლილის გული ახლა სევდასაც და ბედნიერებასაც იგრძნობს? შეეძლება ოდესმე ვინმე შეიყვაროს? 

ლილის პოვ: ახხ უკვე 5 წელი გავიდა. დღემდე ვეძებ იმ გოგოს რომელმაც მე იმ დღეს გადამარჩინა. არც სახელი ვიცი, არც ასაკი, არც ნომერი. ჯანდაბა, როგორი დებილი ხარ ლილი! იმ დღეს სახელი მაინც გეკითხა ან ნომერი გამოგერთვა, ახლა ხომ გეცოდინებოდა სადაც არის, მიხვიდოდი და მადლობას გადაუხდიდი. არვიცი რა მემართება და რატომ ვფიქრობ ღამეები ამ გოგოზე. შესაძლოა ჩემს გულს ის შეუყვარდა? არა, არა, არა. ეს არავითარ შემთხვევაში არუნდა მოხდეს! მე კარგს და ცუდს ვერ აღვიქმავ, ვერ ვაცნობიერებ წყენას და ტკივილს, ვერც ბედნიერებას. ამიტომაც ის არავითარ შემთხვევაში არუნდა შემიყვარდეს, რადგან ოდესმე რომ ვიპოვო და მასაც შევუყვარდე, გულს ძალიან ვატკენ, ის ჩემთან ვერ გაჩერდება დიდხანს.

You've reached the end of published parts.

⏰ Last updated: Nov 07, 2023 ⏰

Add this story to your Library to get notified about new parts!

𝑴𝒆 𝒕𝒐 𝒚𝒐𝒖Where stories live. Discover now