გაცნობა.

49 4 0
                                    

გამარჯობათ, მე ვარ ლილი, 18წლის.

როგორც ხალხი ამბობს, მათთვის  ნაკლებად საინტერესო ადამიანი ვარ

Oops! This image does not follow our content guidelines. To continue publishing, please remove it or upload a different image.

როგორც ხალხი ამბობს, მათთვის  ნაკლებად საინტერესო ადამიანი ვარ. ალბათ გაგიჩნდათ კითხვა თუ რატომ, გიპასუხებთ. იმიტომ, რომ მშობლები არ მყავს.  ობოლთა თავშესაფარში გავიზარდე, ამის გამო კი ძალიან უჟმური და უხეში ვარ. ყველა ადამიანის მიმართ ნდობა მაქვს დაკარგული და შესაბამისად მეგობრებიც არ მყავს. ყოველთვის მარტო ვარ და საკუთარ თავში ვარ ჩაკეტილი. ყოველ ღამით სიმარტოვის და სიბრაზის გრძნობის ტალღები ერთმანეთში ირევა, შედეგად ეს ტალღები ჩემი თვალებიდან გადმოდის. ამდენი სიბრაზისგან კი, სახლში ნივთებს ვლეწავ. გარდა ამისა, სულ ჩაშავებული თვალებით დავდივარ. შავი მაკიაჟი, შავი ჩაცმულობა, უცნაური სტილი. ეს ყველაფერი კი ხალხს აღიზიანებს. ალბათ ესაა მიზეზი, თუ რატომ არ აქვთ ხალხს ჩემს მიმართ ინტერესი. ნუ არც მე გამოვირჩევი დიდად კომუნიკაციით, მაგრამ ხალხისგან ჩემზე ფსიქოლოგიური ზეწოლა უკვე ნამეტანია! რა ჩემი ბრალია, რომ ობოლი ვარ? რა ჩემი ბრალია, რომ უჟმური და უხეში ვარ?

_____________________________

გამარჯობათ, ვატპადზე ახალი ვარ და ეს ჩემი პირველი ფიკია. იმედია მოგეწონებათ და წაკითხვით ისიამოვნებთ.❤️

𝑴𝒆 𝒕𝒐 𝒚𝒐𝒖Where stories live. Discover now