თავი 1.

55 5 0
                                    

ძალიან მარტოსულად ვგრძნობ თავს, სიცოცხლეც აღარ მინდა, თითქმის ყველას ვძულვარ და სულ მაბულინგებენ. რისთვისღა გავაგრძელო სიცოცხლე? არავის ვჭირდები და არავის ვაინტერესებ. წავალ და უბრალოდ თავს მოვიკლავ, ასე ბევრად უკეთესი იქნება...

დილით ადრე გამეღვიძა, ადგომა ძალიან მეზარებოდა მაგრამ გამახდენდა, რომ დღეს ტესტი მქონდა რომელიც აუცილებლად უნდა ჩამებარებინა, თორემ სკოლას ვერ დავამთავრებდი. ამიტომ ავდექი და მოვემზადე. როგორც ყოველთვის დიდი შავი ქვედაბოლო, დიდი შავი ზედა და შავი ფეხსაცმელები ჩავიცვი. სუნამო დავისხი, სამკაულები გავიკეთე, ჩანთა ავიღე და სკოლისკენ გავეშურე. ნახევარ საათში უკვე იქ ვიყავი.
კლასში შევედი, მერხთან დავჯექი და ტესტის წერას შევუდექი.
1საათის შემდეგ როგორც იქნა დავასრულე ეს ჯანდაბა ტესტი და სკოლიდან გავედი. სახლში არ წავსულვარ. ქუჩაში აქეთ-იქით დავეხეტებოდი და ვცდილობდი ისეთი ადგილი მეპოვნა თვითმკვლელობისთვის, სადაც ვერავინ დამინახავდა.
დიდი ხნის ბოდიალის შემდეგ, უკვე დაღლილი და ძალა გამოცლილი მივადექი ნანგრევებს.
ავედი ყველაზე მაღალ წერტილზე და იქიდან გადავხედე ქალაქს.

ლამაზია, მაგრამ არა ჩემთვის! ლამაზია, მაგრამ არა ჩემთვის! ლამაზია, მაგრამ არა ჩემთვის!

ეს რამდენიმეჯერ გავიმეორე, რომ ძალა მომეკრიბა. გულთან ხელი დავიდე, ღრმად ჩავისუნთქ-ამოვისუნთქე, ოდნავ გადავიხარე და უკვე გადახტომას ვაპირებდი, როცა ხელზე რაღაც საგანი ვიგრძენი. ეს ხელი იყო, ადამიანის ხელი...
ნუთუ მან მე გადამირჩინა? ყველას ვძულვარ და დარწმუნებული ვარ ამას არავინ იზამდა, მაგრამ მან რატომ გააკეთა ეს? რატომ გადამარჩინა?

-სულ გაგიჟდი? თავს რატომ იკლავ ასეთი ახალგაზრდა გოგონა, საკუთარი თავი და ოჯახი არ გეცოდება? რას იფიქრებენ. (მითხრა უცნობმა გოგონამ)

-არ მყავს ოჯახი, ობოლი ვარ.(ვუპასუხე მე)

-მაპატიე.

-არაუშავს.

-მისმინე, თუ ბევრი პრობლემა გაქვს ჯობს ფსიქოლოგთან წახვიდე და გაესაუბრო. ის რჩევებს მოგცემს და დაგამშვიდებს. თვითმკვლელობით ვერაფერს უშველი, დამიჯერე, გამოცდილი მაქვს.

𝑴𝒆 𝒕𝒐 𝒚𝒐𝒖Donde viven las historias. Descúbrelo ahora